პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას
ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას

იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ასაკ­ში რომ ვიყო, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ალ­ბათ მეც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი რუსი დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რად აქვს გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი.

"ეს ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მხარს უჭერს 70 %-ზე მეტი, სხვა გზა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გაქვს, მე­ზობ­ლებ­თან, მათ შო­რის რუ­სეთ­თან უნდა გვქონ­დეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ი­დან­ღაც ხომ უნდა დაგ­ვე­წყო? ვფიქ­რობ, და­ვი­წყეთ სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით, ამას მი­ე­სალ­მენ ნა­ტოც და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. სპორ­ტი პო­ლი­ტი­კის მიღ­მაა. კარ­გია, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კოტ­ზე ლა­პა­რა­კი რომ დას­რულ­და... იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ასაკ­ში რომ ვიყო, ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში ალ­ბათ მეც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი რუსი დე­პუ­ტა­ტის სტუმ­რო­ბას, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლი შე­აქვთ, ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას უფრო მეტი და­ფიქ­რე­ბა და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა მარ­თებთ", - აცხა­დებს ალა­სა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა "დი­ნა­მო არე­ნას­თან" მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, არ იცის, რა სა­მარ­თლდარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნეს მათ, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას

ირაკლი ალასანია - იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ალბათ მეც გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას

იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, ქართველ საზოგადოებას სწორად აქვს გაიგივებული რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო შეიარაღებული ძალები.

"ეს ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ამავდროულად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას მხარს უჭერს 70 %-ზე მეტი, სხვა გზა და ალტერნატივა არ გაქვს, მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან უნდა გვქონდეს სწორი დამოკიდებულება. ურთიერთობა საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო? ვფიქრობ, დავიწყეთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებით, ამას მიესალმენ ნატოც და სხვა ორგანიზაციებიც. სპორტი პოლიტიკის მიღმაა. კარგია, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე ლაპარაკი რომ დასრულდა... იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ამ საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას, მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვთ, ამ საკითხზე მსჯელობისას უფრო მეტი დაფიქრება და წინდახედულება მართებთ", - აცხადებს ალასანია.

რაც შეეხება "დინამო არენასთან" მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ ახალგაზრდებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, არ იცის, რა სამართლდარღვევა ჩაიდინეს მათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ მალე გაათავისუფლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა