პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ჯინში ჩადგომას სჯობს, ახალმა მთავრობამ ხელი გაანძრიოს და "9 საათზე არ დაიძინოს"
მიხეილ სააკაშვილი - ჯინში ჩადგომას სჯობს, ახალმა მთავრობამ ხელი გაანძრიოს და "9 საათზე არ დაიძინოს"

ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზის და ლა­ზი­კას პრო­ექ­ტი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ შტე­ფან ფუ­ლეს­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მას სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად უწევს იმის გა­მე­ო­რე­ბა, რომ მთე­ლი რიგი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არის ძა­ლი­ან შე­ნე­ლე­ბუ­ლი ან შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

"მე ისიც მო­ვის­მი­ნე, თურ­მე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ ლა­ზი­კას მშე­ნებ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. ლა­ზი­კა­ში წარ­წე­რე­ბიც კი მოხ­სნეს, სა­დაც "ლა­ზი­კა" იყო მოხ­სე­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ყარ­სი-ახალ­ქა­ლაქს, ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ფული იყო და არა სუფ­თა ქარ­თუ­ლი, რო­გორც ლა­ზი­კა და იქ მოხ­და არა მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა, არა­მედ მკვეთ­რი შე­ნე­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქი იყო მისი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ემ­თხვე­ო­და ისე, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბო­ლოს მას უნდა გა­ეხ­სნა.

"რო­გორც მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს, პირ­ველ მა­ტა­რე­ბელ­ში მე უნდა ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი მე­მან­ქა­ნეს­თან ერ­თად, მა­ტა­რებ­ლის ტა­რე­ბა­საც ვსწავ­ლობ­დი. ახლა აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მა­ტა­რე­ბე­ლი წელს არ გავა. რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კონ ამათ, ეს მა­ტა­რე­ბე­ლი უნდა გა­სუ­ლი­ყო წელს და ვე­ღარ გავა კი­დევ ორი წელი. ვი­ყა­ვი მე იმ გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მე ვერ მო­მა­ტყუ­ე­ბენ. ბოლო წლებ­ში "პრა­რა­ბა­დაც" ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. თქვეს, კვი­რას იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ იმე­დი ჰქონ­და არ ვი­მუშ­ვებ­დი­თო. რა სი­სუ­ლე­ლეა, კვი­რა­ო­ბი­თაც, შა­ბა­თო­ბი­თაც, ღა­მეც ვმუ­შა­ობ­დით. ეტყო­ბა მე ვი­ღა­ცა­ში ვეშ­ლე­ბი, თა­ვი­სი მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე წევრში. მე შა­ბათ-კვი­რა­საც ვმუ­შა­ობ­დი, ღა­მეც და 9 სა­ათ­ზე არ ვი­ძი­ნებ. ჩემი გრა­ფი­კი მაქვს, მთე­ლი ეს წლე­ბი ასე იყო და მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც ამ გრა­ფიკს იყო მორ­გე­ბუ­ლი. ჩა­ვე­დი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მუ­შებს თვე­ო­ბით არ აუ­ღი­ათ ხელ­ფა­სე­ბი.

მთა­ვა­რი გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც შარ­შან უნდა დაგ­ვემ­თავ­რე­ბი­ნა, დღეს უკვე გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუ წელს და­ი­წყო, 456 დღე­ში დამ­თავ­რდე­ბაო. ეს ნიშ­ნავს არა მო­მა­ვალ, არა­მედ იმის მო­მა­ვალ წელს. რას ნიშ­ნავს ეს ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის?! ავ­ღა­ნუ­რი ტვირ­თე­ბი, რო­მე­ლიც უნდა გა­მოგ­ვე­ტა­ნა მო­მა­ვალ წელს ლა­ზი­კის პორ­ტით და ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქით, ამით უამ­რა­ვი ბიზ­ნე­სი შე­იქ­მნე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერს გა­და­ეს­ვა დიდი ხაზი მხო­ლოდ იმის გამო, რომ ლა­ზი­კა­ში სა­ხე­ლი არ მო­ე­წო­ნათ, რომ ძა­ლი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ა­კაშ­ვილ­თან. ამის გამო მში­ე­რი და­ტო­ვეს სა­მეგ­რე­ლო, მათ შო­რის იმე­რე­თი, გუ­რია და აფხა­ზე­თი, ჩვე­ნი ხალ­ხი, ამ პრო­ექტს ერ­გე­ბო­და და ამას დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე სა­უ­ბა­რია აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით რკი­ნიგ­ზის გახ­სნა­ზე. "ამა­სო­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ უნდა გა­იხ­სნას აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზა. რო­გორ არ ვი­ფიქ­რო, რომ ამ ორ მოვ­ლე­ნას შო­რის არის კავ­ში­რი. აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა კო­მერ­ცი­უ­ლად ნულს უტოლ­დე­ბა, ხოლო ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის რკი­ნიგ­ზით დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეხ­სნე­ბა ქვე­ყა­ნას. მაგ­რამ ეს არ შე­დის ერთი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში, რო­მელ­საც უნდა ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტი მოკ­ლას და გახ­სნას აფხა­ზე­თის. სუ­ლე­ლი მარ­თლა არა­ვინ არის და კარ­გად ვხე­დავ რა თა­მა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს",-აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, მას ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უხა­რია, რად­გან ეს მისი პრო­ექ­ტე­ბია. "ეს პრო­ექ­ტე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ვის შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი შვი­ლის გა­ჩე­რე­ბა ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა უხა­რო­დეს. ერთი შვი­ლი, ლა­ზი­კას სა­ხით, სა­ერ­თოდ შე­მი­ჩე­რა, აა­ორ­თქლა სა­დღაც და მე­ო­რე, ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის, კლას­ში ჩა­მი­ტო­ვა. ეს ხალ­ხი ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვილს უხა­რი­აო. რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ეს მი­ხა­რო­დეს. ეს არის ჩემი და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ექ­ტე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა",-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახლა ჯინ­ში ჩად­გო­მას სჯობს ახალ­მა მთავ­რო­ბამ ხელი გა­ან­ძრი­ოს, "9 სა­ათ­ზე არ და­ი­ძი­ნოს". "თუ უნ­დათ გვი­ან ღა­მემ­დე სვან სტა­ფი­ლოს წვე­ნი, ოღონდ იმუ­შა­ონ და ქვე­ყა­ნა არ იყოს და­პა­უ­ზე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიხეილ სააკაშვილი - ჯინში ჩადგომას სჯობს, ახალმა მთავრობამ ხელი გაანძრიოს და "9 საათზე არ დაიძინოს"

მიხეილ სააკაშვილი - ჯინში ჩადგომას სჯობს, ახალმა მთავრობამ ხელი გაანძრიოს და "9 საათზე არ დაიძინოს"

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის და ლაზიკას პროექტი ჩემი შვილები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მას სამწუხაროდ ხშირად უწევს იმის გამეორება, რომ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები არის ძალიან შენელებული ან შეჩერებული.

"მე ისიც მოვისმინე, თურმე ინფრასტრუქტურის მინისტრს ათქმევინეს, რომ ლაზიკას მშენებლობა გრძელდება. ლაზიკაში წარწერებიც კი მოხსნეს, სადაც "ლაზიკა" იყო მოხსენებული. რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქს, ეს აზერბაიჯანული ფული იყო და არა სუფთა ქართული, როგორც ლაზიკა და იქ მოხდა არა მშენებლობის შეჩერება, არამედ მკვეთრი შენელება", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქი იყო მისი საყვარელი პროექტი, რომელიც ემთხვეოდა ისე, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლოს მას უნდა გაეხსნა.

"როგორც მიყვარდა და მიყვარს, პირველ მატარებელში მე უნდა ჩავმჯდარიყავი მემანქანესთან ერთად, მატარებლის ტარებასაც ვსწავლობდი. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს მატარებელი წელს არ გავა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამათ, ეს მატარებელი უნდა გასულიყო წელს და ვეღარ გავა კიდევ ორი წელი. ვიყავი მე იმ გვირაბის მშენებლობაზე, მე ვერ მომატყუებენ. ბოლო წლებში "პრარაბადაც" ჩამოვყალიბდი. თქვეს, კვირას იმიტომ ჩამოვიდა, რომ იმედი ჰქონდა არ ვიმუშვებდითო. რა სისულელეა, კვირაობითაც, შაბათობითაც, ღამეც ვმუშაობდით. ეტყობა მე ვიღაცაში ვეშლები, თავისი მთავრობის რომელიმე წევრში. მე შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი, ღამეც და 9 საათზე არ ვიძინებ. ჩემი გრაფიკი მაქვს, მთელი ეს წლები ასე იყო და მშენებლობებიც ამ გრაფიკს იყო მორგებული. ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ მუშებს თვეობით არ აუღიათ ხელფასები.

მთავარი გვირაბი, რომელიც შარშან უნდა დაგვემთავრებინა, დღეს უკვე გვეუბნებიან, თუ წელს დაიწყო, 456 დღეში დამთავრდებაო. ეს ნიშნავს არა მომავალ, არამედ იმის მომავალ წელს. რას ნიშნავს ეს ქართული ეკონომიკისთვის?! ავღანური ტვირთები, რომელიც უნდა გამოგვეტანა მომავალ წელს ლაზიკის პორტით და ყარსი-ახალქალაქით, ამით უამრავი ბიზნესი შეიქმნებოდა. ამ ყველაფერს გადაესვა დიდი ხაზი მხოლოდ იმის გამო, რომ ლაზიკაში სახელი არ მოეწონათ, რომ ძალიან დაკავშირებულია სააკაშვილთან. ამის გამო მშიერი დატოვეს სამეგრელო, მათ შორის იმერეთი, გურია და აფხაზეთი, ჩვენი ხალხი, ამ პროექტს ერგებოდა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე საუბარია აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნაზე. "ამასობაში საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა. როგორ არ ვიფიქრო, რომ ამ ორ მოვლენას შორის არის კავშირი. აფხაზეთის რკინიგზის მნიშვნელობა კომერციულად ნულს უტოლდება, ხოლო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით დიდი შესაძლებლობები ეხსნება ქვეყანას. მაგრამ ეს არ შედის ერთი ქვეყნის ინტერესებში, რომელსაც უნდა ყარსი-ახალქალაქის პროექტი მოკლას და გახსნას აფხაზეთის. სულელი მართლა არავინ არის და კარგად ვხედავ რა თამაშიც მიმდინარეობს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მას ეს ყველაფერი არ უხარია, რადგან ეს მისი პროექტებია. "ეს პროექტები ჩემი შვილები არიან. ვის შეიძლება თავისი შვილის გაჩერება ან წარუმატებლობა უხაროდეს. ერთი შვილი, ლაზიკას სახით, საერთოდ შემიჩერა, ააორთქლა სადღაც და მეორე, ყარსი-ახალქალაქის, კლასში ჩამიტოვა. ეს ხალხი ამბობს, რომ სააკაშვილს უხარიაო. რანაირად შეიძლება ეს მიხაროდეს. ეს არის ჩემი და საქართველოს პროექტები და სტრატეგიული მემკვიდრეობა",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ჯინში ჩადგომას სჯობს ახალმა მთავრობამ ხელი გაანძრიოს, "9 საათზე არ დაიძინოს". "თუ უნდათ გვიან ღამემდე სვან სტაფილოს წვენი, ოღონდ იმუშაონ და ქვეყანა არ იყოს დაპაუზებულ მდგომარეობაში", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა