მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება
"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება

არ­სე­ბობს ბევ­რი მითი, "მეც­ნი­ე­რუ­ლი ფაქ­ტი", თუ უბ­რა­ლოდ გა­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლი­საც უამ­რავ ადა­მი­ანს სჯე­რა და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. გთა­ვა­ზობთ 9 ასეთ "ფაქტს".

1. ღა­მუ­რე­ბი ბრმე­ბი არ არი­ან. მარ­თა­ლია ისი­ნი სივ­რცე­ში ექო­ლო­კა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამას­თან, კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბაც აქვთ.

2. თმე­ბი და ფრჩხი­ლე­ბი სკვდი­ლის შემ­დეგ ზრდას არ გა­ნაგ­რძო­ბენ. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იმის გამო რჩე­ბა, რომ ცხედ­რის კანი შრე­ბა.

3. სი­რაქ­ლე­მე­ბი ში­შის დროს თავს ქვი­შა­ში არ მა­ლა­ვენ. საფრ­თხის შეგ­რძნე­ბის დროს მათ აქვთ ჩვე­ვა, რომ მი­წა­ზე და­ეც­ნენ და თავი მო­იმ­კვდა­რუ­ნონ.

4. შაქ­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­ლე­ბი არ ხდე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე კვლე­ვამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ბავ­შვე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა იგი­ვე რჩე­ბა, თუ ისი­ნი უშაქ­რო გა­ზი­ან სას­მელს მი­ი­ღე­ბენ.

5. ტყუ­ი­ლია, თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბი ტვი­ნის მხო­ლოდ 10%-ს იყე­ნე­ბენ. ჩვენ მთლი­ან ტვინს ვი­ყე­ნებთ - უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა ნა­წილს სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში.

6. ფაქ­ტი, რომ ზვი­გე­ნებს კიბო არ ემარ­თე­ბათ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ისი­ნიც ავად­დე­ბი­ან ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით. მცდა­რი ჭორი უი­ლი­ამ ლე­ინ­მა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც ზვი­გე­ნის ხრტილს ყიდ­და, რო­გორც "ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას".

7. ჩი­ნე­თის დიდი კე­დე­ლი არ არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი რამ, რისი და­ნახ­ვაც კოს­მო­სი­დან შე­იძ­ლე­ბა. დე­და­მი­წი­დან და­შო­რე­ბის მან­ძი­ლის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა და­ი­ნა­ხოთ ბევ­რი სხვა მსხვი­ლი კონ­სტრუქ­ცი­აც, ან ვერ და­ი­ნა­ხოთ სა­ერ­თოდ ვერ­ცერ­თი ობი­ექ­ტი.

8. არ არ­სე­ბობს "ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა" - არ­სე­ბობს მხო­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა. მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, ვინც გა­მო­ირ­ჩე­ვა უნი­კა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით, არ შე­უძ­ლი­ათ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბის ისე და­მახ­სოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რა­ფი­ას შე­ედ­რე­ბა.

9. არ არის მარ­თა­ლი, რომ ჩაყ­ლა­პულ სა­ღეჭ რე­ზინს ორ­გა­ნიზ­მი 7-8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინე­ლებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამის­თვის ორ­გა­ნიზმს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mixstuff.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება

"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება

არსებობს ბევრი მითი, "მეცნიერული ფაქტი", თუ უბრალოდ გაგონილი ამბავი, რომლისაც უამრავ ადამიანს სჯერა და არ შეესაბამება სიმართლეს. გთავაზობთ 9 ასეთ "ფაქტს".

1. ღამურები ბრმები არ არიან. მართალია ისინი სივრცეში ექოლოკაციის დახმარებით გადაადგილდებიან, მაგრამ ამასთან, კარგი მხედველობაც აქვთ.

2. თმები და ფრჩხილები სკვდილის შემდეგ ზრდას არ განაგრძობენ. ასეთი შთაბეჭდილება იმის გამო რჩება, რომ ცხედრის კანი შრება.

3. სირაქლემები შიშის დროს თავს ქვიშაში არ მალავენ. საფრთხის შეგრძნების დროს მათ აქვთ ჩვევა, რომ მიწაზე დაეცნენ და თავი მოიმკვდარუნონ.

4. შაქრის მიღების შემდეგ ბავშვები ჰიპერაქტიულები არ ხდებიან. რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ ბავშვების აქტიურობა იგივე რჩება, თუ ისინი უშაქრო გაზიან სასმელს მიიღებენ.

5. ტყუილია, თითქოს ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ. ჩვენ მთლიან ტვინს ვიყენებთ - უბრალოდ სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა პერიოდში.

6. ფაქტი, რომ ზვიგენებს კიბო არ ემართებათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინიც ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებით. მცდარი ჭორი უილიამ ლეინმა გაავრცელა, რომელიც ზვიგენის ხრტილს ყიდდა, როგორც "ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას".

7. ჩინეთის დიდი კედელი არ არის ერთადერთი ადამიანის ხელით შექმნილი რამ, რისი დანახვაც კოსმოსიდან შეიძლება. დედამიწიდან დაშორების მანძილის მიხედვით, შესაძლოა დაინახოთ ბევრი სხვა მსხვილი კონსტრუქციაც, ან ვერ დაინახოთ საერთოდ ვერცერთი ობიექტი.

8. არ არსებობს "ფოტოგრაფიული მეხსიერება" - არსებობს მხოლოდ ძალიან კარგი მეხსიერება. მაგრამ იმ ადამიანებსაც კი, ვინც გამოირჩევა უნიკალური მეხსიერებით, არ შეუძლიათ ვიზუალური დეტალების ისე დამახსოვრება, რომელიც ფოტოგრაფიას შეედრება.

9. არ არის მართალი, რომ ჩაყლაპულ საღეჭ რეზინს ორგანიზმი 7-8 წლის განმავლობაში ინელებს. სინამდვილეში, ამისთვის ორგანიზმს რამდენიმე საათი სჭირდება.

მომზადებულია mixstuff.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს