პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი
რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი

შავი ზღვის სა­ნა­პი­რო "უი­ქენ­დზე" "მის თი­ნე­ი­ჯე­რი­სა" და "მის ქარ­თვე­ლის" კონ­კურ­სან­ტებ­მა აახ­მა­უ­რეს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან, მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ჟი­უ­რის წევ­რებ­თან ერ­თად გრი­გო­ლეთ­ში, სას­ტუმ­რო "ან­და­მატ­ში" დავ­ბი­ნავ­დით და ორი ლა­მა­ზი, მხი­ა­რუ­ლი დღე მუ­შა­ო­ბა­სა და გარ­თო­ბა­ში გა­ვა­ტა­რეთ.

ფო­ტო­სე­სია ქვი­ში­ან სა­ნა­პი­რო­ზე, გა­რუ­ჯვა აუზ­ზე, რაგ­ბი, რე­პე­ტი­ცია, ასე და­ი­წყო შა­ბა­თი გო­გო­ნე­ბის­თვის. კონ­კურ­სან­ტე­ბი კი მარ­თლაც ერ­თმა­ნეთ­ზე უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ჟი­უ­რი წა­რად­გი­ნა. მათ შო­რის იყ­ვნენ მო­დის კრი­ტი­კო­სი დალი ჩი­ტა­ლა­ძე, ფო­ტოგ­რა­ფი შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, მომ­ღერ­ლე­ბი: მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი და ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ივა კუ­ზა­ნო­ვი და სტი­ლის­ტი ჯორჯ რო­ვალ­სი. სხვებ­თან ერ­თად მეც მხვდა პა­ტი­ვი, კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე კრის­ტი ყიფ­ში­ძე გახ­ლდათ. არ­ჩე­ვა­ნი კი მარ­თლაც რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­ღალ ქუს­ლებ­ზე შემ­დგარ, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბილ, გა­რუ­ჯულ ლა­მაზ­მა­ნებს მე­ზღვა­უ­რის ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბა­თუ­მის სა­ზღვაო სას­წავ­ლო ცენ­ტრის სტუ­დენ­ტი ბი­ჭე­ბი მი­ა­ცი­ლებ­დნენ პო­დი­უ­მის­კენ, რო­მელ­ზე სი­ა­რუ­ლი არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა. ერთი არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბა და გო­გო­ნე­ბი აუზ­ში ამო­ყოფ­დნენ თავს. ქვა­ფე­ნილ­ზე რამ­დე­ნი­მემ წა­ი­ბორ­ძი­კა კი­დეც, მაგ­რამ გა­დავ­რჩით. სა­ღა­მო მუ­სი­კა­ლუ­რად ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძემ, მარ­კუს მეტ­რე­ველ­მა და მა­რი­ტა როხ­ვა­ძემ გა­ა­ფორ­მეს. რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტმა ცეკ­ვის ნომ­რე­ბიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. ჟი­უ­რის წევ­რებს გო­გო­ნე­ბის ტა­ლან­ტის შე­ფა­სე­ბა­მაც მოგ­ვი­წია, ვი­ნა­ი­დან კონ­კურ­სში "მის ევ­რო­პე­ლი", გო­გო­ნებ­მა ცეკ­ვი­თაც უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ თავი. ამ კონ­კურ­სზე ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ 13 გო­გო­ნა უნდა წა­რად­გი­ნოს. იმ დღეს რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტმა და­ან­გრია მითი, რომ მო­დე­ლებს სცე­ნა­ზე მოძ­რა­ო­ბა უჭირთ. "ლა­ზუ­რი" ისე კარ­გად იცეკ­ვა ერთ-ერ­თმა კონ­კურ­სან­ტმა, ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რეც კი აა­ცეკ­ვა. შეს­რულ­და "მთი­უ­ლუ­რი" და "აბ­რა­გუ­ლიც".

სა­ღა­მო დი­ჯე­იმ გა­აგ­რძე­ლა. ცეკ­ვის­გან ქან­ცგა­მო­ლე­უ­ლი გო­გო­ნე­ბი აუ­ზის­კენ გა­ე­შურ­ნენ. გვი­ან ღა­მეს თუხ­თუ­ხის­გან მო­ქან­ცულ­მა სტუმ­რებ­მა ჩვენ-ჩვენს ნომ­რებს მი­ვა­შუ­რეთ. ის-ის იყო ჩაგ­ვთვლი­მა, რომ თავს ქა­რიშ­ხა­ლი­ვით დაგ­ვა­ტყდა ფო­ტოგ­რა­ფი შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, კა­მე­რი­თა და მიკრო­ფო­ნით, - რა გე­სიზ­მრათ, ვინ გახ­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ვის­თან ერ­თად გძი­ნავთ? - ამ კი­თხვე­ბით გა­აღ­ვი­ძა მთე­ლი სას­ტუმ­რო. ექ­სცე­სე­ბიც მოხ­და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, შო­თი­კოს ნო­მე­რი შე­ე­შა­ლა და გო­გო­ნე­ბის ნაც­ვლად ეკა ბე­სე­ლი­ას ძმას შე­უ­ვარ­და ოთახ­ში. ბო­დი­შე­ბის მოხ­დაც დას­ჭირ­და ცალ­კე­ულ ნომ­რებ­ში. მე­ო­რე დი­ლით ყვე­ლა შო­თი­კოს ეძებ­და.

და­ჯილ­დო­ე­ბა მე­ო­რე დღეს ფოთ­ში, იახ­ტა­ზე გა­ი­მარ­თა. მზე­ზე გა­რუ­ჯულ ჟი­უ­რის ხარ­ბად დაგ­ვე­წა­ფა ჯი­ში­ა­ნი ფო­თე­ლი კო­ღო­ე­ბის ჯარი. ფო­თე­ლებ­მა დაგ­ვამ­შვი­დეს, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლით ნა­თე­სა­ო­ბის­თვი­სო. იმ­დე­ნი სის­ხლი გა­მომ­წო­ვეს, ამ ლო­გი­კით ეკა ბე­სე­ლია, სულ ცოტა, მა­მი­დად მა­ინც მე­კუთ­ვნის. გო­გო­ნე­ბი კვლავ ორ­ჯერ წარ­დგნენ მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის წი­ნა­შე: სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი­თა და სა­ღა­მოს კა­ბე­ბით. ერთ რი­გად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი მა­ღალ­ფე­ხე­ბა ლა­მაზ­მა­ნე­ბის ყუ­რე­ბა ერთ რა­მედ ღირ­და. და­ჯილ­დო­ე­ბა იახ­ტა­ზე ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძემ გახ­სნა სიმ­ღე­რით, გვიმ­ღე­რეს მა­რი­ტა როხ­ვა­ძემ და ეკა ბე­სე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა ლიზი გუ­ბე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ კონ­კურს "ბესთ ჩა­ილ­დი­დან" "მის ევ­რო­პის" ტი­ტუ­ლით დაბ­რუნ­და. ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და შვი­ლის გა­მოს­ვლას. ამა­სო­ბა­ში და­ჯილ­დო­ე­ბის დროც დად­გა, "მის თი­ნე­ი­ჯე­რი" თამ­თა ქენ­ქა­ძე გახ­და, "მის ევ­რო­პე­ლის­თვის" კი 13 კონ­კურ­სან­ტი შე­ირ­ჩა, მათ შო­რის იყ­ვნენ ეკა ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, ელე­ნე პა­ი­ჭა­ძე, ია მღებ­რიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ თევ­დო­რა­ძე. გა­მარ­ჯვე­ბულს გვირ­გვი­ნი კრის­ტი ყიფ­ში­ძემ და­ად­გა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი

რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი

შავი ზღვის სანაპირო "უიქენდზე" "მის თინეიჯერისა" და "მის ქართველის" კონკურსანტებმა აახმაურეს. ჟურნალისტები კონკურსის ორგანიზატორებთან, მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან ერთად გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში" დავბინავდით და ორი ლამაზი, მხიარული დღე მუშაობასა და გართობაში გავატარეთ.

ფოტოსესია ქვიშიან სანაპიროზე, გარუჯვა აუზზე, რაგბი, რეპეტიცია, ასე დაიწყო შაბათი გოგონებისთვის. კონკურსანტები კი მართლაც ერთმანეთზე უკეთ გამოიყურებოდნენ. სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა და კონკურსის ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა ტრადიციას არ უღალატა და უპრეცედენტო რაოდენობის ჟიური წარადგინა. მათ შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე, ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, მომღერლები: მარკუს მეტრეველი და ქეთი ორჯონიკიძე, პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და სტილისტი ჯორჯ როვალსი. სხვებთან ერთად მეც მხვდა პატივი, კონკურსანტები შემეფასებინა. ჟიურის თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე გახლდათ. არჩევანი კი მართლაც რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა. მაღალ ქუსლებზე შემდგარ, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ, გარუჯულ ლამაზმანებს მეზღვაურის ფორმებში გამოწყობილი ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრის სტუდენტი ბიჭები მიაცილებდნენ პოდიუმისკენ, რომელზე სიარული არც ისე იოლი აღმოჩნდა. ერთი არასწორი მოძრაობა და გოგონები აუზში ამოყოფდნენ თავს. ქვაფენილზე რამდენიმემ წაიბორძიკა კიდეც, მაგრამ გადავრჩით. საღამო მუსიკალურად ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა და მარიტა როხვაძემ გააფორმეს. რამდენიმე კონკურსანტმა ცეკვის ნომრებიც წარმოგვიდგინა. ჟიურის წევრებს გოგონების ტალანტის შეფასებამაც მოგვიწია, ვინაიდან კონკურსში "მის ევროპელი", გოგონებმა ცეკვითაც უნდა გამოიჩინონ თავი. ამ კონკურსზე ყველა ქვეყანამ 13 გოგონა უნდა წარადგინოს. იმ დღეს რამდენიმე კონკურსანტმა დაანგრია მითი, რომ მოდელებს სცენაზე მოძრაობა უჭირთ. "ლაზური" ისე კარგად იცეკვა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ჟიურის თავმჯდომარეც კი ააცეკვა. შესრულდა "მთიულური" და "აბრაგულიც".

საღამო დიჯეიმ გააგრძელა. ცეკვისგან ქანცგამოლეული გოგონები აუზისკენ გაეშურნენ. გვიან ღამეს თუხთუხისგან მოქანცულმა სტუმრებმა ჩვენ-ჩვენს ნომრებს მივაშურეთ. ის-ის იყო ჩაგვთვლიმა, რომ თავს ქარიშხალივით დაგვატყდა ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, კამერითა და მიკროფონით, - რა გესიზმრათ, ვინ გახდება წლევანდელი გამარჯვებული, ვისთან ერთად გძინავთ? - ამ კითხვებით გააღვიძა მთელი სასტუმრო. ექსცესებიც მოხდა, როგორც აღმოჩნდა, შოთიკოს ნომერი შეეშალა და გოგონების ნაცვლად ეკა ბესელიას ძმას შეუვარდა ოთახში. ბოდიშების მოხდაც დასჭირდა ცალკეულ ნომრებში. მეორე დილით ყველა შოთიკოს ეძებდა.

დაჯილდოება მეორე დღეს ფოთში, იახტაზე გაიმართა. მზეზე გარუჯულ ჟიურის ხარბად დაგვეწაფა ჯიშიანი ფოთელი კოღოების ჯარი. ფოთელებმა დაგვამშვიდეს, ეს აუცილებელია სისხლით ნათესაობისთვისო. იმდენი სისხლი გამომწოვეს, ამ ლოგიკით ეკა ბესელია, სულ ცოტა, მამიდად მაინც მეკუთვნის. გოგონები კვლავ ორჯერ წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე: საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ერთ რიგად ჩამწკრივებული მაღალფეხება ლამაზმანების ყურება ერთ რამედ ღირდა. დაჯილდოება იახტაზე ქეთი ორჯონიკიძემ გახსნა სიმღერით, გვიმღერეს მარიტა როხვაძემ და ეკა ბესელიას ქალიშვილმა ლიზი გუბელაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ კონკურს "ბესთ ჩაილდიდან" "მის ევროპის" ტიტულით დაბრუნდა. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ტელეფონით იღებდა შვილის გამოსვლას. ამასობაში დაჯილდოების დროც დადგა, "მის თინეიჯერი" თამთა ქენქაძე გახდა, "მის ევროპელისთვის" კი 13 კონკურსანტი შეირჩა, მათ შორის იყვნენ ეკა ნასყიდაშვილი, ელენე პაიჭაძე, ია მღებრიშვილი, მარიამ თევდორაძე. გამარჯვებულს გვირგვინი კრისტი ყიფშიძემ დაადგა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება