პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება 300 ლარით დაჯარიმდება
საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება 300 ლარით დაჯარიმდება

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბა, ამა­ვე ად­გი­ლას ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა 300 ლა­რით, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში კი - 500 ლა­რით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ხედ­ვის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა და კა­ნონ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის გან­სა­ზღვრის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და.

კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, "ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის სმა ქუ­ჩებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში, გარ­და სა­ვაჭ­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი­სა, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ჩა­მოს­ხმით გა­ყიდ­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზნე­ო­ბის შე­უ­რა­ცხმყოფ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით და­ის­ჯე­ბა, ხოლო მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით".

ამა­ვე პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, თუ საქ­მის გა­რე­მო­ე­ბა­თა მი­ხედ­ვით და დამ­რღვე­ვი პი­როვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არა­საკ­მა­რი­სად ჩა­ით­ვლე­ბა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 15 დღე-ღა­მემ­დე ვა­დით.სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება 300 ლარით დაჯარიმდება

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება 300 ლარით დაჯარიმდება

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია