რესპუბლიკელი ზაალ გუდაძე გორის გამგებლის მოადგილედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ჯერ კიდევ 2009 წელს, ანუ დაპატიმრებისთანავე სარგებლობდა. გუდაძე 2009 წლის 15 ივნისს თანაგუნდელ თამაზ ტლაშაძესთან ერთად დააკავეს. მას ორი ხელყუმბარისა და ოცი ცალი საბრძოლო ვაზნის, ტლაშაძეს კი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა წაუყენეს ბრალად. რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციების შედეგად კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებულები ჯარიმით გამოუშვა.
ზაალ გუდაძის დაკავებაში სამი პოლიციელი: არსენ ახალკაცი, მიხეილ პაპელიშვილი და ბორის ხინჩიკაშვილი მონაწილეობდა.