პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"
"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"

დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი და­ი­წყო, მაგ­რამ უდა­ვოა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი ფონი ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის­თვის ნაც­ნო­ბი თე­მაა, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია.

გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, ამ პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­უმკლავ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო. რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მავს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტა­რი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს...

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზღვის კუ­რორ­ტე­ბი, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და ა.შ.

- დიახ, საკ­მა­ოდ მძი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი ფონი გვაქვს და ეს ეხე­ბა ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­საც. ამას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს, მათ შო­რის არის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვას არა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. რაც უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც ის­ვე­ნებ და ცხოვ­რობ, ის ად­გი­ლე­ბი და­ა­ნაგ­ვი­ა­ნო და გა­ა­პარ­ტა­ხო. ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გას­წავ­ლის, თუმ­ცა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის და­ბინ­ძუ­რე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლის, ჯა­რი­მე­ბი­სა და სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამას ვა­კე­თებთ კი­დეც. მიმ­დი­ნა­რე კვი­რი­დან პარ­ლა­მენ­ტი და­ი­წყებს ჩემ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი პა­კე­ტის გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბას ეხე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­უ­გე­ბა­რი და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ კეთ­დე­ბო­და. ვგუ­ლის­ხმობ ჩემი კო­მი­ტე­ტის სა­კე­თე­ბელ საქ­მეს. შემ­დე­გი ეტა­პი უკვე აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, მერე კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­და­დის.

- ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ი­საა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან ხში­რად მო­ის­მენთ, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პი­ა­რი არ უვარ­გა...

- არ არის ასე... რაც შე­ე­ხე­ბა ზღვის კუ­რორ­ტებს, ჩამ­დი­ნა­რე წყლებ­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ას - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვი­თომ­და და­ი­წყო ბა­თუ­მის კე­თილ­მო­წყო­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი, მათ შო­რის ქა­ლა­ქის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა. საქ­მე ისაა, ამ პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, ეს პრო­ექ­ტი არა თუ დას­რულ­და, ჯერ კი­დევ შუა გზა­შია. გამ­დი­ნა­რე წყლე­ბი ისევ შავ ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. რა თქმა უნდა, იქ არის კო­ლექ­ტო­რე­ბი, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭები, მაგ­რამ ჩვენ ახლა ბუ­ნებ­რი­ვი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ. ამ დრო­ის­თვის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მხო­ლოდ ერთი გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბა არ­სე­ბობს და ისიც სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა. არა­და, ყვე­ლას ახ­სოვს მათი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ტყუ­ი­ლე­ბი, თუ რო­გორ აშე­ნებ­დნენ ქვე­ყა­ნას... სა­კი­თხი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მეტ­საც გე­ტყვით, თბი­ლისს არ გა­აჩ­ნია ბუ­ნებ­რი­ვი გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბა, მხო­ლოდ ერთი, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბის ამა­რა ვართ, რომ­ლის შე­კე­თე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც თა­ვის დრო­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო "თბი­ლი­სის წყალ­მა" . ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ კომ­პა­ნი­ას, თუ არ ვცდე­ბი, 2017 წლამ­დე გა­და­უ­ვა­და... სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს. ეს წყლე­ბი ჩა­ე­დი­ნე­ბა მტკვარ­ში და ამის გამო ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად აზერ­ბა­ი­ჯან­თან, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"

"მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც"

დასვენების სეზონი დაიწყო, მაგრამ უდავოა, რომ ამ პერიოდში უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მოუწესრიგებელი ეკოლოგიური ფონი ქართველი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ნაცნობი თემაა, თუმცა წლების განმავლობაში, არაერთი დაპირების მიუხედავად, მოუგვარებელია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, ამ პრობლემას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება და საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. რა სიახლეებს გეგმავს ახალი ხელისუფლება, ამის შესახებ პარლამენტარი ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს...

- წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა საკურორტო ზონები, განსაკუთრებით ზღვის კურორტები, კანალიზაციის მოუწესრიგებლობა და ა.შ.

- დიახ, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური ფონი გვაქვს და ეს ეხება ტურისტულ ზონებსაც. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის არის მოსახლეობა, რომელიც გარემოს დაცვას არანაირ ყურადღებას არ აქცევს. რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, არ შეიძლება, სადაც ისვენებ და ცხოვრობ, ის ადგილები დაანაგვიანო და გააპარტახო. ამას ხელისუფლება ვერ გასწავლის, თუმცა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული ზონის დაბინძურებისთვის გარკვეული ადმინისტრაციული სასჯელის, ჯარიმებისა და სანქციების შემოღებას გულისხმობს, აუცილებელია და ამას ვაკეთებთ კიდეც. მიმდინარე კვირიდან პარლამენტი დაიწყებს ჩემ მიერ ინიცირებული ახალი პაკეტის განხილვას, რომელიც დაცული ტერიტორიების დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გაუგებარი და გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ კეთდებოდა. ვგულისხმობ ჩემი კომიტეტის საკეთებელ საქმეს. შემდეგი ეტაპი უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მერე კი საზოგადოებაზე გადადის.

- ამის შესახებ ოპოზიციისაა და საზოგადოების ნაწილისგან ხშირად მოისმენთ, რომ ახალ ხელისუფლებას პიარი არ უვარგა...

- არ არის ასე... რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ჩამდინარე წყლებსა და კანალიზაციას - წინა ხელისუფლებამ ვითომდა დაიწყო ბათუმის კეთილმოწყობის გრანდიოზული პროექტი, მათ შორის ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. საქმე ისაა, ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს პროექტი არა თუ დასრულდა, ჯერ კიდევ შუა გზაშია. გამდინარე წყლები ისევ შავ ზღვაში ჩაედინება, რაც ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, იქ არის კოლექტორები, საკანალიზაციო ჭები, მაგრამ ჩვენ ახლა ბუნებრივი, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე უნდა ვიფიქროთ. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი გამწმენდი ნაგებობა არსებობს და ისიც საჩხერის რაიონში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. არადა, ყველას ახსოვს მათი დაუსრულებელი ტყუილები, თუ როგორ აშენებდნენ ქვეყანას... საკითხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტსაც გეტყვით, თბილისს არ გააჩნია ბუნებრივი გამწმენდი ნაგებობა, მხოლოდ ერთი, ამორტიზებული ტექნიკური ნაგებობის ამარა ვართ, რომლის შეკეთების ვალდებულებაც თავის დროზე ხელშეკრულებით საკუთარ თავზე აიღო ''თბილისის წყალმა'' . ეს ვალდებულება წინა ხელისუფლებამ ამ კომპანიას, თუ არ ვცდები, 2017 წლამდე გადაუვადა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს წყლები ჩაედინება მტკვარში და ამის გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, კონკრეტულად აზერბაიჯანთან, გარკვეული პრობლემები გვექმნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ