რუბრიკა ჭორ-მართალი
მას შემდეგ, რაც მომღერალმა მანანა თოდაძემ საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ სოლოკონცერტი გამართა, ჟურნალისტები კვლავ დაინტერესდნენ მისი პირადი ცხოვრებით. სცენაზე მომღერლის ქალიშვილი ლეილაც იხილა მაყურებელმა, რომელიც მანანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლეილა თოდაძე დედასთან ერთად მოსკოვში მოღვაწეობს.
პირველ უიღბლო ქორწინებაზე მანანა არასდროს საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ამბობენ, 15 წლის ასაკში მოიტაცა მისმა პირველმა ქმარმა მომღერალი, მას მერე მანანა "ივერიაში" მოხვდა და ბორის შხიანს დაუახლოვდა, ან დაუახლოვდა კი?..
როგორც გავარკვიეთ, იმ პერიოდში მათ მეგობრობაც არ აკავშირებდათ და მომღერალი კომპოზიტორის მეუღლე გაურკვეველ ვითარებაში გახდა. მანანას მეგობრები ამბობენ, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო მათი ქორწინება, შოკის მომგვრელიც კი. მანანას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მომავალი მეუღლის მიმართ. რა ხერხს მიმართა შეყვარებულმა ბორისმა მომღერლის გულის მოსაგებად, არავინ იცის.
ერთ-ერთი ვერსიით, მან ხმა გაუვრცელა მანანას, რომ ის ბორისის საყვარელი იყო და წყვილი ერთად იყოფდა სარეცელს. გახდა თუ არა ეს ჭორი ქორწინების მიზეზი, დაზუსტებით არავინ იცის. ისიც მხოლოდ მანანას მეგობრებმა იციან, რომ მომღერალს ბორის შხიანთან თანაცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. 17 წლის განმავლობაში კომპოზიტორი კარს უკეტავდა ცოლს, რომ გასტროლებზე არ წასულიყო. იმასაც ამბობენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდებოდა.