Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"
"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბას გიგი უგუ­ლა­ვას მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი აქვს და სა­სა­მარ­თლო­ზეც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უწევს სი­ა­რუ­ლი, დე­და­ქა­ლა­ქის მერი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. რა კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბით ხდე­ბო­და დე­და­ქა­ლა­ქის 600-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის გან­კარ­გვა და რო­გორ ნი­ავ­დე­ბო­და თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში მი­ლი­ო­ნე­ბი, ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­შია გვე­სა­უბ­რა:

- თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ისე­თი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ ნე­ბის­მი­ერ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლა­ქის მერს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ნი­მუმ გა­დად­გო­მას აი­ძუ­ლებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უგუ­ლა­ვა მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს სკა­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და აქვე ვი­ტყვი, რომ ფული, რო­მელ­საც ხარ­ჯავ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად მისი სკა­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ხმარ­დე­ბო­და.

უგუ­ლა­ვას სურ­ვი­ლი­სა­მებრ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ისე­თია, რომ მე­რის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს არ გა­აჩ­ნია. ერ­თა­დერ­თი გზა, რი­თაც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ქა­ლა­ქის მერს იმ­ხე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, რაც თვით პრე­ზი­დენ­ტსაც არ გა­აჩ­ნია. უგუ­ლა­ვა ნიშ­ნავ­და და ათა­ვი­სუფ­ლებ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. უგუ­ლა­ვას ხე­ლის ერთი მოს­მით შე­უძ­ლია თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის, 635 მლნ ლა­რის გან­კარ­გვა. საკ­რე­ბუ­ლო და საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა მან სა­კუ­თარ ნო­ტა­რი­უ­სე­ბად აქ­ცია, - შე­მო­ი­ტან­და დო­კუ­მენტს, უმ­რავ­ლე­სო­ბა ხელს უწერ­და და თან­ხე­ბი უგუ­ლა­ვას სურ­ვი­ლი­სა­მებრ იხარ­ჯე­ბო­და.

- იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რი­თაც თან­ხე­ბის არას­წო­რი გან­კარ­გვა დას­ტურ­დე­ბა, უგუ­ლა­ვას ხელ­მო­წე­რე­ბია?

- ძა­ლი­ან ბევრ დო­კუ­მენტზე არ არის. ტენ­დერე­ბი­სა და ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ქა­ლა­ქის მერს მო­ე­წე­რა ხელი, მაგ­რამ ხელს აწერ­დნენ პირ­ვე­ლი ვიცე-მერი და­ვით ნი­ნი­ძე ან სხვა მო­ად­გი­ლე­ე­ბი. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხე­ლის­მომ­წერს, რო­დე­საც უგუ­ლა­ვა აკონ­ტრო­ლებ­და ყვე­ლა­ფერს?

- რო­მელ კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ში ხე­დავთ მე­რის ინ­ტე­რე­სებს?

- და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და დე­ნის გა­და­სა­ხა­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უგუ­ლა­ვას იდეა იყო. ის იყო სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ტენ­დე­რის ლო­ბის­ტი, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში არ­სად ფი­გუ­რი­რებს. უგუ­ლა­ვა იყო ინი­ცი­ა­ტო­რი იმი­სა, რომ გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და­ე­დოთ იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სათ­ვის, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი დას­ტურ­დე­ბო­და. ბრძა­ნე­ბებს უგუ­ლა­ვა გას­ცემ­და და სა­სა­ცი­ლოა იმის თქმა, რომ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი უგუ­ლა­ვამ არ იცო­და. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში რომ 700 კაც­ზე მეტი ტყუ­ი­ლად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, იცო­და. რო­დე­საც მე­რის ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს მოვ­თხო­ვე, წარ­მო­ედ­გი­ნათ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხარჯთაღ­რი­ცხვა და ვუ­თხა­რი, მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ და­სუფ­თა­ვე­ბა 48 მლნ კი არა, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ჯდე­ბა და თან­ხე­ბი გა­ბე­რი­ლია-მეთ­ქი, დო­კუ­მენ­ტა­ცია არ მოგ­ვცეს. ამ თან­ხი­დან 5 მი­ლი­ო­ნი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აგი­ტა­ტო­რებ­ზე გა­ი­ცა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"

"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას გიგი უგულავას მიმართ გარკვეული ეჭვები აქვს და სასამართლოზეც პერმანენტულად უწევს სიარული, დედაქალაქის მერი უფლებამოსილებას ინარჩუნებს. რა კორუფციული სქემებით ხდებოდა დედაქალაქის 600-მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვა და როგორ ნიავდებოდა თბილისის მერიაში მილიონები, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გვესაუბრა:

- თბილისის მერიაში ისეთი კორუფციული სქემები იქნა აღმოჩენილი, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ქალაქის მერს საზოგადოება მინიმუმ გადადგომას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, უგულავა მთელი მონდომებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას და აქვე ვიტყვი, რომ ფული, რომელსაც ხარჯავდა, გარკვეულწილად მისი სკამის შენარჩუნებას ხმარდებოდა.

უგულავას სურვილისამებრ მიღებული კანონები ისეთია, რომ მერის იმპიჩმენტის საშუალება საკრებულოს არ გააჩნია. ერთადერთი გზა, რითაც მისი უფლებამოსილების შეჩერება შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ქალაქის მერს იმხელა უფლებამოსილება აქვს, რაც თვით პრეზიდენტსაც არ გააჩნია. უგულავა ნიშნავდა და ათავისუფლებდა თანამდებობის პირებს. უგულავას ხელის ერთი მოსმით შეუძლია თბილისის ბიუჯეტის, 635 მლნ ლარის განკარგვა. საკრებულო და საკრებულოს უმრავლესობა მან საკუთარ ნოტარიუსებად აქცია, - შემოიტანდა დოკუმენტს, უმრავლესობა ხელს უწერდა და თანხები უგულავას სურვილისამებრ იხარჯებოდა.

- იმ დოკუმენტაციაზე, რითაც თანხების არასწორი განკარგვა დასტურდება, უგულავას ხელმოწერებია?

- ძალიან ბევრ დოკუმენტზე არ არის. ტენდერებისა და ქონების გასხვისების დოკუმენტაციაზე ვალდებული იყო, ქალაქის მერს მოეწერა ხელი, მაგრამ ხელს აწერდნენ პირველი ვიცე-მერი დავით ნინიძე ან სხვა მოადგილეები. რა მნიშვნელობა აქვს ხელისმომწერს, როდესაც უგულავა აკონტროლებდა ყველაფერს?

- რომელ კორუფციულ სქემებში ხედავთ მერის ინტერესებს?

- დასუფთავებისა და დენის გადასახადის გაერთიანება უგულავას იდეა იყო. ის იყო სამარშრუტო ტაქსების ტენდერის ლობისტი, თუმცა დოკუმენტაციაში არსად ფიგურირებს. უგულავა იყო ინიციატორი იმისა, რომ გრიფი "საიდუმლო" დაედოთ იმ დოკუმენტაციისათვის, სადაც ფინანსური დარღვევები დასტურდებოდა. ბრძანებებს უგულავა გასცემდა და სასაცილოა იმის თქმა, რომ რაღაც-რაღაცები უგულავამ არ იცოდა. დასუფთავების სამსახურში რომ 700 კაცზე მეტი ტყუილად იყო გაფორმებული, რა თქმა უნდა, იცოდა. როდესაც მერის ერთ-ერთ მოადგილეს მოვთხოვე, წარმოედგინათ დასუფთავების სამსახურის ხარჯთაღრიცხვა და ვუთხარი, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასუფთავება 48 მლნ კი არა, გაცილებით ნაკლები ჯდება და თანხები გაბერილია-მეთქი, დოკუმენტაცია არ მოგვცეს. ამ თანხიდან 5 მილიონი "ნაცმოძრაობის" აგიტატორებზე გაიცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა