კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება შესაძლოა, პირველივე შეთხვევისას ჩამოართვან
ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება შესაძლოა, პირველივე შეთხვევისას ჩამოართვან

არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და სან­ქცი­ე­ბი იზ­რდე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­მარ­თა. "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის ნაც­ვლად, ერთი წლის ვა­დით მარ­თვის უფ­ლე­ბას ჩა­მო­არ­თმე­ვენ. თუკი ამას 18 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი, მარ­თვის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი გა­ა­კე­თებს, მას მარ­თვის უფ­ლე­ბა ორი წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ნაც­ვლად ერთი წლი­სა, რა­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი სა­დღე­ი­სოდ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გარ­და ამი­სა, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის­თვის გა­და­ცე­მა, 250 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 300 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის ჩა­დე­ნა, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღოლს არა აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ან ეს უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს სხვა დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის, გა­მო­იწ­ვევს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 700 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად სა­დღე­ი­სოდ და­წე­სე­ბუ­ლი 500 ლა­რი­სა.

700 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა პირი, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით მან­ქა­ნას არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პირს კვლავ გა­დას­ცემს და ამ ქმე­დე­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დენს.

1000 ლა­რით ან 15-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბი­ან პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვთ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო ერთხელ უკვე და­ჯა­რიმ­დნენ, მაგ­რამ იგი­ვე ქმე­დე­ბა კვლავ გა­ი­მე­ო­რეს.

ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, საქ­მის გან­მხილ­ველ ორ­გა­ნოს შე­უძ­ლია, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა 700 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით შეც­ვა­ლოს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პარ­ლა­მენ­ტში, ივ­ნი­სის ბო­ლოს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის კი­დევ ერთი პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბის, ასე­ვე ჯა­რი­მე­ბის დრო­უ­ლად გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ხოლო მათი გა­დახ­დის ვა­დე­ბის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რია ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" წევ­რი თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება შესაძლოა, პირველივე შეთხვევისას ჩამოართვან

ნასვამ მძღოლებს მართვის უფლება შესაძლოა, პირველივე შეთხვევისას ჩამოართვან

არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანქციები იზრდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, ერთი წლის ვადით მართვის უფლებას ჩამოართმევენ. თუკი ამას 18 წლის ასაკს მიუღწეველი, მართვის უფლების მქონე პირი გააკეთებს, მას მართვის უფლება ორი წლის ვადით ჩამოერთმევა, ნაცვლად ერთი წლისა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სადღეისოდ ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინასწარი შეცნობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გადაცემა, 250 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით, ნაცვლად სადღეისოდ დაწესებული 500 ლარისა.

700 ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც წინასწარი შეცნობით მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირს კვლავ გადასცემს და ამ ქმედებას წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს.

1000 ლარით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან პირები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული აქვთ, ამ ვითარებაში სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ, მაგრამ იგივე ქმედება კვლავ გაიმეორეს.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 700 ლარიანი ჯარიმით შეცვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში, ივნისის ბოლოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების კიდევ ერთი პროექტის ინიცირება მოხდა, რომელიც საგზაო წესების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობის, ასევე ჯარიმების დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანციების შემცირებას, ხოლო მათი გადახდის ვადების გაზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივის ავტორია ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი თემურ მაისურაძე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია