პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა
არჩილ კბილაშვილი - ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა

ლადო ბე­დუ­კა­ძემ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­სავ­რცე­ლებ­ლად 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­დას­ცა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მთა­ვარ პრო­კუ­რორს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვის გა­დას­ცა ვი­დე­ო­მა­სა­ლა ბე­დუ­კა­ძემ, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებს პე­რი­ოდ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა სთხო­ვა.

"2011 წლის სექ­ტემ­ბე­რი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში რა­ი­მეს შეც­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა და იმე­დიც კი არ ჩანს, რად­გან შე­გახ­სე­ნებთ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ა­კე­თა. ანუ, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძემ ამ მა­სა­ლის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, არ შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და გათ­ვლა პო­ლი­ტი­კურ შე­ღა­ვათ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბო­და აღ­ქმუ­ლი­ყო ქვე­ტექ­სტად, რომ მან ხელ­საყ­რელ დროს ხელ­საყ­რე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ამას აქვს ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რათა შე­ვა­ფა­სოთ ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა დღეს ვრცლად ჩა­მოთ­ვა­ლა ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო. მისი თქმით, ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბით ბე­დუ­კა­ძემ პრაქ­ტი­კუ­ლად "შა­ჰი­დის ქა­მა­რი" შე­მო­ი­ჭი­რა.

"მან სა­კუ­თა­რი თავი და­უქ­ვემ­დე­ბა­რა 30 წლით პა­ტიმ­რო­ბას ცი­ხე­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით იმა­ვე მე­თო­დე­ბით, რო­გო­რიც დას­კვნა­შია აღ­წე­რი­ლი. მან კარ­გად იცო­და, რო­გორ ის­ჯე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მას აუმ­ხედ­რდე­ბოდ­ნენ. ეს საფრ­თხე იყო მისი ოჯა­ხის მი­მარ­თაც და ვერ ექ­ნე­ბო­და გათ­ვლე­ბი, რომ პრო­კუ­რო­რი გახ­დე­ბო­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი და ის პო­ლი­ტი­კურ შე­ღა­ვა­თებს მი­ი­ღებ­და. ამას­თა­ნა­ვე, ამ ადა­მი­ანს არ უვაჭ­რია ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლით, ფული არ გა­უ­კე­თე­ბია, არ გამ­ხდა­რა კო­მერ­ცი­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნი და ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, როცა ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბას შე­ვუ­დე­ქით. ამ არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვის შე­დე­გად გა­და­წყდა შე­ღა­ვა­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზომა მის მი­მართ", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არჩილ კბილაშვილი - ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა

არჩილ კბილაშვილი - ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა

ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავარ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, ვის გადასცა ვიდეომასალა ბედუკაძემ, თუმცა ჟურნალისტებს პერიოდზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

"2011 წლის სექტემბერი ის პერიოდია, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რაიმეს შეცვლის პერსპექტივა და იმედიც კი არ ჩანს, რადგან შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა განცხადება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხელისუფლებაში მოსვლის თაობაზე ოქტომბერში გააკეთა. ანუ, როდესაც ბედუკაძემ ამ მასალის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, არ შეიძლებოდა ჰქონოდა გათვლა პოლიტიკურ შეღავათზე, რაც შეიძლებოდა აღქმულიყო ქვეტექსტად, რომ მან ხელსაყრელ დროს ხელსაყრელი ნაბიჯი გადადგა. ამას აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რათა შევაფასოთ ადამიანის მოქმედება", - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა დღეს ვრცლად ჩამოთვალა ის არგუმენტები, რომლებიც ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო. მისი თქმით, ვიდეომასალების გავრცელებით ბედუკაძემ პრაქტიკულად "შაჰიდის ქამარი" შემოიჭირა.

"მან საკუთარი თავი დაუქვემდებარა 30 წლით პატიმრობას ციხეში, დიდი ალბათობით იმავე მეთოდებით, როგორიც დასკვნაშია აღწერილი. მან კარგად იცოდა, როგორ ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც სისტემას აუმხედრდებოდნენ. ეს საფრთხე იყო მისი ოჯახის მიმართაც და ვერ ექნებოდა გათვლები, რომ პროკურორი გახდებოდა არჩილ კბილაშვილი და ის პოლიტიკურ შეღავათებს მიიღებდა. ამასთანავე, ამ ადამიანს არ უვაჭრია ამ ვიდეომასალით, ფული არ გაუკეთებია, არ გამხდარა კომერციული სპეკულაციის საგანი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როცა ამ საკითხზე მსჯელობას შევუდექით. ამ არგუმენტების საფუძველზე, ხანგრძლივი განხილვის შედეგად გადაწყდა შეღავათის განსაკუთრებული ზომა მის მიმართ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ