პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძე - წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი
ვლადიმერ ბედუკაძე - წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძემ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­სავ­რცე­ლებ­ლად გი­ორ­გი ლო­მი­ას გა­დას­ცა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თა­ვად ბე­დუ­კა­ძე გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ეს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია არ არის და ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­შიც გა­ა­კე­თა.

"ჩვენ ერ­თად ვე­ძებ­დით გზებს ამ კად­რე­ბის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად და ქვეყ­ნი­დან გა­სა­ტა­ნად. ეს ადა­მი­ა­ნი დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია და არის პარ­ტია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. მა­სა­ლის გა­და­ცე­მა მოხ­და 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, თუმ­ცა შემ­დეგ მისი გავ­რცე­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა", - აღ­ნიშ­ნა ბე­დუ­კა­ძემ.

გან­ცხა­დე­ბა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის მიერ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ვა­დებ­ზე დღეს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ა­კე­თა. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვის გა­დას­ცა ვი­დე­ო­მა­სა­ლა ბე­დუ­კა­ძემ, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებს პე­რი­ოდ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა სთხო­ვა.

რო­გორც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის არა­ვი­თა­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ ჩან­და და ბე­დუ­კა­ძეს "პო­ლი­ტი­კურ შე­ღა­ვათ­ზე გათ­ვლა ვერ ექ­ნე­ბო­და".

ასე­ვე იხი­ლეთ:

"პრო­კუ­რორ­მა არ გა­მო­ი­ძია ეს საქ­მე ბო­ლომ­დე, ან არ სურს სი­მარ­თლის თქმა" - გი­ორ­გი ლო­მია ბე­დუ­კა­ძის საქ­მე­ზე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვლადიმერ ბედუკაძე - წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი

ვლადიმერ ბედუკაძე - წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადავეცი

ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გასავრცელებლად გიორგი ლომიას გადასცა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ბედუკაძე განუცხადა.

მისი თქმით, ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის და ამის შესახებ განცხადება სასამართლოშიც გააკეთა.

"ჩვენ ერთად ვეძებდით გზებს ამ კადრების გამოსააშკარავებლად და ქვეყნიდან გასატანად. ეს ადამიანი დღეს თავისუფალია და არის პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. მასალის გადაცემა მოხდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა შემდეგ მისი გავრცელება ვერ მოხერხდა", - აღნიშნა ბედუკაძემ.

განცხადება ვლადიმერ ბედუკაძის მიერ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების ვადებზე დღეს მთავარმა პროკურორმა გააკეთა. არჩილ კბილაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გადასცა ვიდეომასალა ბედუკაძემ, თუმცა ჟურნალისტებს პერიოდზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, 2011 წლის სექტემბერში ცვლილებების არავითარი პერსპექტივა არ ჩანდა და ბედუკაძეს "პოლიტიკურ შეღავათზე გათვლა ვერ ექნებოდა".

ასევე იხილეთ:

"პროკურორმა არ გამოიძია ეს საქმე ბოლომდე, ან არ სურს სიმართლის თქმა" - გიორგი ლომია ბედუკაძის საქმეზე

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ