საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მალე კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება!
პროკურატურა მალე კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება!

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ფი­ნან­სუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, "მად­ნე­უ­ლის", "კვარ­ცი­ტი­სა" და "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნის" პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას სწავ­ლობს. ეს ინ­ფორ­მა­ცია "ქრო­ნი­კას" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მალე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კლა­ნის სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს - კახა ბენ­დუ­ქი­ძე­სა და კობა ნა­ყო­ფი­ას მი­ად­გე­ბა. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამ სა­მი­ვე სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტის პრი­ვა­ტი­ზა­ცია იმ­დე­ნად უკა­ნო­ნოდ, მე­ტიც, ცი­ნი­კუ­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბით მოხ­და, სა­ეჭ­ვოა, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძე და კობა ნა­ყო­ფია ცი­ხეს გა­და­ურჩნენ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, "ვი­რის აბა­ნო­ში" ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი, ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი ჩო­გო­ვა­ძე და სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც მი­აბ­რძა­ნონ.

"ქრო­ნი­კა" "მად­ნე­უ­ლის", "კვარ­ცი­ტი­სა" და "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნის" უკა­ნო­ნო პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ და ასე­ვე, იმ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თაღ­ლი­თუ­რი გზით შე­ძე­ნილ ობი­ექ­ტებ­ში ხდე­ბო­და.

კახა ბენ­დუ­ქი­ძე ჯერ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იყო, მერე უპორ­ტფე­ლო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას და იქი­დან წა­მოს­ვლის შემ­დე­გაც, ის უხ­ვად აფი­ნან­სებ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბას". ადრე ბევ­რს ეგო­ნა, ბენ­დუ­ქი­ძე რუ­სეთ­ში ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეხ­მა­რე­ბა და ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებ­სო. თქვენც არ მო­მიკ­ვდეთ! მა­გის ჩი­ტია ბენ­დუ­ქი­ძე? რუ­სეთ­ში ნა­შოვნ მი­ლი­ო­ნებს აქ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი აშოვ­ნი­ნა და ამას მუ­დამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­თა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წაყ­რუ­ე­ბით აკე­თებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, უბ­რა­ლოდ, წილი მიჰ­ქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი რე­ჟი­მის ბო­სებ­თან, "ნა­ცი­ო­ნალ­თა კლან­ში" მას­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან. მან ჩა­წყო­ბი­თა და უკა­ნო­ნო პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის გზით უამ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კახა ბენ­დუ­ქი­ძი­სა და მისი ბიზ­ნესკლა­ნის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოქ­როს წარ­მო­ე­ბის მთე­ლი ციკ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა და მოკ­ვლა, რის სა­ნაც­ვლო­დაც ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი იშო­ვეს. ეს სპე­ცო­პე­რა­ცია ბენ­დუ­ქი­ძემ და მის­მა კლან­მა მა­შინ და­ი­წყო, როცა ის ერთი წლის და­ნიშ­ნუ­ლი იყო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად. მათ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ა­ხერ­ხეს, რომ ერთი კლა­ნის ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი­ყო "მად­ნე­უ­ლი" (ოქ­როს მო­პო­ვე­ბა), კვარ­ცი­ტი (ოქ­როს წარ­მო­ე­ბა) და "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა" (ოქ­როს ნა­კე­თო­ბა­თა წარ­მო­ე­ბა). მათ ეს სა­მი­ვე ობი­ექ­ტი უპ­რობ­ლე­მოდ იყი­დეს, მაგ­რამ ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან, ბენ­დუ­ქი­ძემ რომ და­გეგ­მა და მის­მა "ხე­ლის ბი­ჭებ­მა" შე­ას­რუ­ლეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცი­ნიზ­მი­თა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რო­ბით, "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნის" ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კოტ­რე­ბა, მისი, ანუ სა­ხელ­მწი­ფო სიმ­დიდ­რის, გა­ჩა­ნა­გე­ბა და მერე ია­ფად შე­ძე­ნა გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს სჯე­რა, რომ ამ ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი მხო­ლოდ მი­ლი­არ­დე­რი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა ნა­ყო­ფი­აა, მაგ­რამ ასე არ გახ­ლავთ. კი, ნა­ყო­ფი­აა "ზა­რა­ფხა­ნას" ფორ­მა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი, მაგ­რამ ეს კაცი ბენ­დუ­ქი­ძის კლა­ნის წევ­რია, "ზა­რა­ფხა­ნის" გა­კოტ­რე­ბის ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე და მსუ­ყე ლუკ­მაც ამი­ტომ ერგო - ფული დიდ ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­დე­ბი­ნეს და წილ­ში შე­იყ­ვა­ნეს.

"ქრო­ნი­კა" გთა­ვა­ზობთ "ზა­რა­ფხა­ნას" გა­კოტ­რე­ბის შემ­ზა­რავ ის­ტო­რი­ას. ამის შე­სა­ხებ ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა და ცხა­დია, ამ გავ­რცე­ლე­ბულ ფაქ­ტებს გვერდს ვერ ავუვ­ლით და მა­თაც შე­გახ­სე­ნებთ. თუმ­ცა, "ქრო­ნი­კამ" კლა­სი­კუ­რი მა­ფი­ის­თვის შე­სა­შუ­რი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა" სულ ბო­ლოს გა­ი­ყი­და, რო­გორც ოქ­როს წარ­მო­ე­ბის ციკ­ლის ბოლო ეტა­პი. ქარ­თუ­ლი ოქ­როს "მომ­პო­ვებ­ლებს", ყვე­ლა­ფე­რი იუ­ვე­ლი­რის სი­ზუს­ტით ჰქონ­დათ გათ­ვლი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, "ია­ტაკ­ქვე­შა მი­ლი­არ­დე­რი" კობა ნა­ყო­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წელს გა­მოჩ­ნდა. ის რუ­სეთ­ში კახა ბენ­დუ­ქი­ძის მე­გობ­რად და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბო­და და სწო­რედ ბენ­დუ­ქი­ძემ გა­უხ­სნა გზა ქარ­თულ ბიზ­ნეს­სა და შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში ნა­ყო­ფი­ას. ბენ­დუ­ქი­ძე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იყო და ამ პოსტზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე, სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­ზე ზრუნ­ვა და­ი­წყო. ბენ­დუ­ქი­ძე-ნა­ყო­ფი­ას წყვილ­მა დიდი მა­რი­ფა­თი გა­მო­ი­ჩი­ნა - მათ ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლი ჩა­ლის ფა­სად ჩა­იგ­დეს ხელ­ში. ნა­ყო­ფია სა­ხელ­მწი­ფო აუქ­ცი­ო­ნებ­სა და ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კახა ბენ­დუ­ქი­ძე და მისი პარტნი­ო­რი, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი გე­ნე­რა­ლო­ვი კი ჩრდილ­ში რჩე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა შე­ძე­ნილ ქო­ნე­ბა­საც და მო­გე­ბა­საც იყოფ­დნენ. ერთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რიტ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა კობა ნა­ყო­ფი­ამ (იგი­ვე ბენ­დუ­ქი­ძე და გე­ნე­რა­ლო­ვი), 2006 წელს სს "მად­ნე­უ­ლის" 97 პრო­ცენ­ტი 40 მი­ლი­ო­ნად იყი­და. ამ კომ­პა­ნი­ის ყიდ­ვა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­საც ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მის­მა კომ­პა­ნია "ენერ­გო­ინ­დუსტრია-კომ­პლექ­ტმაც" შე­ი­ტა­ნა ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­ნა­ცხა­დი. ამ დროს ბენ­დუ­ქი­ძე უკვე უპორ­ტფე­ლო სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრია, თუმ­ცა ამით მისი გავ­ლე­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. იმ­ჟა­მად ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ნა­ყო­ფი­ას კლა­სე­ლი ირაკ­ლი ჩო­გო­ვა­ძეა, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრად ბენ­დუ­ქი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი 36 მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დი­და "მად­ნე­ულ­ში", ხოლო ნა­ყო­ფი­ას კომ­პა­ნია "პრო­მინ­ვეს­ტო­რი" - 35 მი­ლი­ონს.

"ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩო­გო­ვა­ძემ ფა­რუ­ლად გახ­სნა "ინ­დუსტრია-კომ­პლექ­ტის" პა­კე­ტი, ნახა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბი და ბენ­დუ­ქი­ძეს აც­ნო­ბა. იმა­ვე დღეს "პრო­ინ­ვეს­ტორ­მა" ახა­ლი პა­კე­ტი შე­ი­ტა­ნა სა­მი­ნის­ტრო­ში როცა ტენ­დე­რი ჩა­ტარ­და, "პრო­მინ­ვეს­ტორ­მა" გა­ი­მარ­ჯვა - ის 4 მი­ლი­ო­ნით მეტს იხ­დი­და "მად­ნე­უ­ლის" 97 პრო­ცენ­ტში. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ამ 4 მი­ლი­ონ­ზე უკან არ და­ი­ხევ­და, მე­ტიც გა­დამ­ხდე­ლიც იყო "მად­ნე­ულ­ში", მაგ­რამ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გა­ა­ცუ­რეს და ამ­გვა­რი მა­ქი­ნა­ცი­ით ეს კომ­პა­ნია გე­ნე­რა­ლო­ვი­სა გახ­და, თუმ­ცა, მისი მო­წი­ლე ბენ­დუ­ქი­ძეც გახ­ლდათ, ვიდ­რე არ გა­ყი­დეს და პატ­რო­ნი არ გა­მო­იც­ვა­ლა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "პრო­მინ­ვეს­ტორ­სა" და მის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს - გე­ნე­რა­ლოვ­სა და ნა­ყო­ფი­ას, ამ 40 მი­ლი­ონ­ში "კვარ­ცი­ტის" აქ­ცი­ა­თა 50 პრო­ცენ­ტიც ერ­გოთ ხურ­და­ში - "მად­ნე­უ­ლი" სწო­რედ "კვარ­ცი­ტის" წი­ლის ნა­ხე­ვარს ფლობ­და. არა­და, "მად­ნე­უ­ლის" შე­ძე­ნა, თა­ნაც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნულ, ამე­რი­კულ, გერ­მა­ნულ, იტა­ლი­ურ და სამ ბრი­ტა­ნულ კო­პა­ნი­ას სურ­და. თუმ­ცა, "ბენ­დუ­ქი­ძემ და კომ­პა­ნი­ამ" რე­ა­ლურ ინ­ვეს­ტო­რებ­სა და იმ­ჟა­მად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურჩ პა­ტარ­კა­ციშ­ვილს უსი­ტყვოდ მორ­ჩი­ლი ბენ­დუ­ქი­ძე-ნა­ყო­ფია არ­ჩი­ეს.

ამის შემ­დეგ კობა ნა­ყო­ფი­ამ უკვე "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა" ჩა­იგ­დო ხელ­ში. ესეც ჩო­გო­ვა­ძი­სა და ბენ­დუ­ქი­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას მოხ­და, რად­გან "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა" სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ობი­ექ­ტი იყო, მისი გა­ყიდ­ვა ბენ­დუ­ქი­ძეს არ შე­ეძ­ლო - კა­ნო­ნი არ აძ­ლევ­და სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტის გა­ყიდ­ვის ნე­ბას. ადგა ეს შენი ბენ­დუ­ქი­ძე და მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა - კო­მუ­ნის­ტე­ბის­გან ისეს­ხა ძვე­ლი სა­ხე­ლი და ობი­ექტს "სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მის ქარ­ხა­ნა" და­არ­ქვა, სა­ხელ­წო­დე­ბი­ან "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა" ამო­ვარ­და და მას სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სტა­ტუ­სიც მო­ეხ­სნა. ვა­შა­ა­აა, ბენ­დუ­ქი­ძე­ეე!!!

ამის მერე, 2006 წლის მა­ის­ში, გა­ი­მარ­თა "ზა­რა­ფხა­ნის" აუქ­ცი­ო­ნი, რო­მელ­შიც ისევ ნა­ყო­ფია-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და­ე­ჯახ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ნა­ყო­ფი­ამ ტენ­დერამ­დე 1 კვი­რით ადრე და­ა­ფუძნა კომ­პა­ნია "გოლდ ინ­ვეს­ტი". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს კომ­პა­ნია ნა­ყო­ფი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე - არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ამ­ხე­ლა სა­წარ­მოს შე­ძე­ნის მსურ­ველ შპს-ს სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლად 2000 ლარი ჰქონ­და მხო­ლოდ ან­გა­რიშ­ზე.

"გოლდ ინ­ვეს­ტმა" სას­წრა­ფოდ 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აიღო სეს­ხად "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან" და ასე მი­ი­ღო ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცხა­დია, "გა­ი­მარ­ჯვა" და 2 მი­ლი­ონ 40 ათას დო­ლა­რად ჩა­იგ­დო ხელ­ში "ზა­რა­ფხა­ნა". არა­და, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ წინა წელს "ეროვ­ნულ ზა­რა­ფხა­ნა­ში" აუ­დი­ტი ჩა­ა­ტა­რა და მისი ქო­ნე­ბა 40 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფას­და. ტენ­დე­რის მერე, ამ აუ­დი­ტის დას­კვნა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­და­ნაც გაქ­რა, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის - ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის ოფი­სი­და­ნაც და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბენ­დუ­ქი­ძის ნა­მოქ­მე­და­რია.

ორი­ო­დე სი­ტყვით იმ ქო­ნე­ბა­ზეც მო­გახ­სე­ნებთ, 2 მი­ლი­ონ 40 ათას დო­ლა­რად რომ მო­ი­ხელ­თეს ბენ­დუ­ქი­ძემ, ნა­ყო­ფი­ამ და სხვა მა­ფი­ოზ­მა ოლი­გარ­ქებ­მა. "ზა­რა­ფხა­ნა" დი­ღომ­ში, ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს: 4 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, დამ­ხმა­რე სა­თავ­სო-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ასამ­დე უნი­კა­ლუ­რი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დაზ­გა-მა­გი­და, 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოქ­რო­სა და ძვირ­ფა­სი თვლე­ბის მა­რა­გი, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბის გა­ნუ­კი­თხა­ო­ბი­სას, "მხედ­რი­ო­ნის" თა­რე­შის პი­რო­ბებ­შიც კი ხე­ლუხ­ლებ­ლად დარ­ჩა "ზა­რა­ფხა­ნა­ში". და კი­დევ, "ზა­რა­ფხა­ნის" კუთ­ვნი­ლი 30 ათა­სი კვ.მ მიწა დი­ღომ­ში, ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე; მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2006 წელს 1 კვ.მ მი­წის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 230 ათა­სი დო­ლა­რი იყო. თუ 30 ათას კვ.მ-ს 230 დო­ლარ­ზე გა­ვამ­რავ­ლებთ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მარ­ტო მიწა 6 მი­ლი­ონ 900 ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და. აი, ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბა ჩა­იგ­დეს ხელ­ში მარ­თლაც­და ჩა­ლის ფა­სად კახა ბენ­დუ­ქი­ძემ და კობა ნა­ყო­ფი­ამ. მი­წის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­სა­მე­დიც კი არ გა­და­ი­ხა­დეს ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბა­ში. აი, ეს იყო კახა ბენ­დუ­ქი­ძის ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა. ამი­ტო­მაც იყო, ბენ­დუ­ქი­ძე თავს რომ იკ­ლავ­და და ათო­ბით ობი­ექტს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სტა­ტუ­სი მო­უხ­სნა. თუმ­ცა ეს არ არის ყვე­ლა­ფე­რი.

ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, "გოლდ-ინ­ვესტს" უნდა და­ე­ფა­რა "ზა­რა­ფხა­ნის" 6 მი­ლი­ო­ნი ვალი, რო­მე­ლიც სა­წარ­მოს სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ და­უგ­როვ­და. "ზა­რა­ფხა­ნის" დი­რექ­ტო­რი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, სწო­რედ ბენ­დუ­ქი­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მოხ­სნეს - ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი ასე­თი პრო­ფი­ლის სა­წარ­მოს გა­ყიდ­ვას. ლორ­თქი­ფა­ნი­ძის დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლის ეტა­პობ­რი­ვი და­ფარ­ვა, მაგ­რამ ეს არა­ნა­ი­რად არ ჯდე­ბო­და ბენ­დუ­ქი­ძის გეგ­მა­ში - მას გა­კოტ­რე­ბუ­ლი "ზა­რა­ფხა­ნა" სჭირ­დე­ბო­და. ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შემ­დეგ, დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს აკა­კი რა­მიშ­ვი­ლი, ოქ­როს სა­სინ­ჯი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. "ზა­რა­ფხა­ნის" თა­ნამ­შრომ­ლებს ამ კა­ცის დი­რექ­ტო­რო­ბა არ სურ­დათ, რა­მიშ­ვი­ლი სპეც­რაზ­მით მი­ვი­და სამ­სა­ხურ­ში და ისე შე­ვი­და დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში. მე­რეც, კარ­გა ხანს დაც­ვით და­დი­ო­და. მოკ­ლედ, რა­მიშ­ვილ­მა ეს ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მო­შო­ბი­ლი ვალი არ გა­და­ი­ხა­და, შე­წყვი­ტა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის დროს და­წყე­ბუ­ლი ვა­ლის გრა­ფი­კით და­ფარ­ვა. ჰოდა, როცა აუქ­ცი­ო­ნი ჩა­ტარ­და, "ზა­რა­ფხა­ნის" ვალი უკვე 6 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო. აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ეს 6 მი­ლი­ო­ნი 2 წე­ლი­წად­ში უნდა გა­და­ე­ხა­და "ზა­რა­ფხა­ნას". თქვენც არ მო­მიკ­ვდეთ, ნა­ყო­ფი­ას არც უფიქ­რია ამ 6 მი­ლი­ო­ნის ბი­უ­ჯეტ­ში გა­დახ­და. ნა­ყო­ფი­ამ ცალ­კე თა­ნაკ­ლა­სელ მი­ნისტრს, ირაკ­ლი ჩო­გო­ვა­ძეს მის­წე­რა და ცალ­კე ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელს: ქარ­თუ­ლი ოქ­როს ნა­კე­თო­ბა­თა წარ­მო­ე­ბა უნდა ავაყ­ვა­ვო და ეს ვალი ჩა­მო­მა­წე­რე­თო. აბა, ასე­თი სუ­ლის სა­ცხო­ნე­ბე­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ში ხელს ხომ არ შე­უშ­ლიდ­ნენ ნა­ყო­ფი­ას ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი? ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვი­ტეს, - ოღონდ ეგ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე გა­ა­კე­თე, 6 მი­ლი­ო­ნი რა სა­ლა­პა­რა­კო­აო და... ჩა­მო­ა­წე­რეს სა­ხელ­მწი­ფო ვალი. რო­გო­რი ბექა ოპი­ზა­რიც კობა ნა­ყო­ფია გა­მოდ­გა, ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა. ნა­ყო­ფია და მისი ჯგუ­ფი, ძი­რი­თა­დად, ინ­დო­ე­თი­დან და არა­ბე­თი­დან ეზი­დე­ბი­ან ია­ფ­ფა­სი­ან ოქ­როს ნა­კე­თო­ბებს და მერე "ზა­რა­ფხა­ნის" დამ­ღით ყი­დი­ან ვი­თომ ქარ­თულ ნა­წარმს. ში­გა­და­შიგ, ევ­რო­პა­შიც ყი­დუ­ლო­ბენ და­ბა­ლი ხა­რის­ხის ოქ­როს. წა­ლე­კა ქარ­თუ­ლი ოქ­როს ბა­ზა­რი უხა­რის­ხო ოქ­რომ. "მად­ნე­ულ­ში" მო­პო­ვე­ბულ, "კვარ­ცი­ტში" გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ოქ­როს კი ნა­ყო­ფია უცხო­ეთ­ში ეზი­დე­ბა, რად­გან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და ევ­რო­პა­ში კარ­გად იყი­დე­ბა. "ზა­რა­ფხა­ნის" ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჟანა ქა­რე­ლი­ძე ერთ ასეთ შემ­თხვე­ვა­საც იხ­სე­ნებს "ქრო­ნი­კას­თან": "რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია აქვს "ზა­რა­ფხა­ნას" და ერთ-ერთი ვა­კე­ში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ ამ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი ქარ­ხნის ნა­წარმს. ერთი ვერ­ცხლის ძეწ­კვი შევ­ნიშ­ნე, რო­მელ­საც მე­ტად უცხო ფსკვნი­ლი ჰქონ­და. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რომ "ზა­რა­ფხა­ნას" ისე­თი დაზ­გა არ ჰქონ­და, რომ­ლი­თაც ასე­თი ფსკვნი­ლე­ბი კეთ­დე­ბო­და. გამ­ყიდ­ველ გო­გო­ნას ვკი­თხე, სი­მარ­თლე მი­თხა­რი, მა­ინც ვერ მო­მა­ტყუ­ებ, ეს ძეწ­კვი მარ­თლა "ზა­რა­ფხა­ნის" ნა­წარ­მია-მეთ­ქი? არა, ქალ­ბა­ტო­ნო, უცხო­ე­თი­და­ნაა შე­მო­ტა­ნი­ლი და "ზა­რა­ფხა­ნას" დამ­ღა აზის, ვი­თომ ჩვე­ნი ქარ­ხნის ნა­წარ­მი­აო. აი, ასე ატყუ­ე­ბენ ხალ­ხს წლე­ბის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ განმკი­თხა­ვი არა­ვი­ნა­აა".

"ქრო­ნი­კას" ერთი ძვე­ლი ის­ტო­რი­აც მო­უ­თხრეს ექ­სკლუ­ზი­უ­რად. "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი (მა­შინ პო­ლი­ტი­კა­ში არ იყო) ეს­ტუმ­რა "ზა­რა­ფხა­ნის" ვა­კის მა­ღა­ზი­ას. იმ დღეს შინ პა­ტა­რა წვე­უ­ლე­ბა ჰქონ­და, რო­მელ­საც მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი უნდა დას­წრე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მა გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლას­თვის მცი­რე სი­ურპრი­ზი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ადგა და ყვე­ლას თითო ოქ­როს ნა­კე­თო­ბა უყი­და - მა­მა­კა­ცებს სა­მა­ჯუ­რე­ბი და ძეწ­კვე­ბი, ქა­ლებს ბეჭ­დე­ბი და სა­ა­თე­ბი... სა­გუ­რა­მო­ში, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, რომ იტყვი­ან, ეშხში შე­დი­ო­და, რო­დე­საც რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა სტუმ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს ოქ­როს სა­ჩუქ­რე­ბი ჩა­მო­უ­რი­გა, თან დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი და "ზა­რა­ფხა­ნის" წარ­მო­ე­ბი­სა იყო. ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­თა­გან­მა დიდ­ხანს ატ­რი­ა­ლა ხელ­ში ნა­ჩუ­ქა­რი სა­მა­ჯუ­რი, მერე კი გა­ნა­ცხა­და, რომ ზუს­ტად ასე­თი პა­რიზ­ში ჰქონ­და ნა­ყი­დი და ერთი მე­ო­რის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბო­და, რომ ერთს ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის ნი­შან­დე­ბა ჰქონ­და, მე­ო­რეს კი - "ზა­რა­ფხა­ნა­სი" (ისე, ნა­ჩუ­ქარ ცხენს კბილს ვინ უსინ­ჯავს, შე ოხე­რო? გა­ჩუ­ქეს? აიღე, მად­ლო­ბა თქვი და შე­ირ­გე, რა, თუ ინ­ტრი­გა­ნი არა ხარ). მოკ­ლედ, დიდი კა­მა­თის შემ­დეგ, ეს კაცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სახ­ლში წა­სუ­ლი­ყო და ში­ნი­დან "ზა­რა­ფხა­ნის" სა­მა­ჯუ­რის ზუს­ტი ასლი, ფრან­გუ­ლი სა­მა­ჯუ­რიც მო­ი­ტა­ნა. თან კა­ტა­ლო­გიც მო­ა­ყო­ლა, სა­დაც ამ სა­მა­ჯუ­რის მწარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მა და დი­ზა­ი­ნე­რის გვარ-სა­ხე­ლიც იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი დარ­წმუნ­და, რომ სას­ტი­კად მო­ა­ტყუ­ეს. მე­ო­რე დღეს, თა­ვის დას­თან, მაია კერ­ვა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გამ­წა­რე­ბუ­ლი მი­ვი­და "ზა­რა­ფხა­ნის" მა­ღა­ზი­ა­ში და ლა­მის სა­ხე­ში შე­ა­ყა­რა ოქ­რო­უ­ლო­ბა ვა­კის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტორს. ატყდა დიდი აყალ­მა­ყა­ლი. კერ­ვა­ლიშ­ვი­ლებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ არა მარ­ტო ერთი სა­მა­ჯუ­რი, რაც "ზა­რა­ფხა­ნის" მა­ღა­ზი­ა­ში იყი­და, ყვე­ლა ნივ­თი დუ­ბა­ი­სა და პა­რი­ზის მა­ღა­ზი­ებ­ში იყო ნა­ყი­დი და მერე, თბი­ლის­ში ფრან­გუ­ლი ქარ­ხნის დამ­ღა გა­დაც­ლი­ლი ჰქონ­დათ და "ზა­რა­ფხა­ნის" დამ­ღით იყო ხე­ლახ­ლა და­და­ღუ­ლი. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ცხა­დია, თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნეს, მაგ­რამ დებს თურ­მე ვერ აჩე­რებ­დნენ და ამ ამ­ბის მე­დი­ით გახ­მა­უ­რე­ბას აპი­რებ­დნენ, - ჩვენ მოვ­ტყუვ­დით, მაგ­რამ სხვას აღარ მო­გა­ტყუ­ე­ბი­ნებთ, ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს თქვე­ნი თაღ­ლი­თო­ბის ამ­ბა­ვიო. ბო­ლოს საქ­მე­ში კობა ნა­ყო­ფია ჩა­ე­რია. ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, მაია და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლე­ბის თუკი ვინ­მე სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი ჰყავ­და, ყვე­ლა ჩა­რია საქ­მე­ში, ყვე­ლას და­ა­რე­კი­ნა მათ­თან, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ბო­დი­შიც პი­რა­დად მო­უ­ხა­და დებს. თბი­ლი­სი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ტა­რა და ხათ­რი­ა­ნი ქა­ლა­ქია - ნა­ყო­ფი­ამ ეს შა­რი­ა­ნი საქ­მე ჩა­ფარ­ცხა. თუმ­ცა, დრო­ე­ბით. "ქრო­ნი­კის" მკი­თხველ­მა ხომ ამ წუ­თას ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ი­გო ამ მა­ქი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ. ოქ­როს წარ­მო­ე­ბა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დუ­ლი ხალ­ხი შე­მე­და­ვე­ბა ახლა - ფრან­გულ ოქ­როს "ზა­რა­ფხა­ნის" დამ­ღა რომ და­არ­ტყა, ძვე­ლი წა­შა­ლო და ახ­ლით გა­ყი­დო, ეგ რა ხე­ი­რი იქ­ნე­ბა, ფრან­გი იუ­ვე­ლირ-დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ოქ­როს ნა­წარ­მი უფრო ძვი­რი არ ეღი­რე­ბა, ვიდ­რე მისი გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტიო? ასე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით რა ხე­ი­რი ექ­ნე­ბო­და "ზა­რა­ფხა­ნას", პი­რი­ქით, იზა­რა­ლებ­და, რად­გან საფ­რან­გეთ­ში ნა­ყიდ, და­ვუშ­ვათ, "პერ­სტენს", "ზა­რა­ფხა­ნის" დამ­ღით თა­ვის ფას­შიც ვერ გა­ყიდ­დაო. კი, ლო­გი­კუ­რი კი­თხვაა, მაგ­რამ ნა­ყო­ფია მა­გის ჩი­ტია ახლა, 2000 ევ­როდ პა­რიზ­ში "პერ­სტე­ნი" იყი­დოს, მერე თბი­ლის­ში 2000 ლა­რად გა­ყი­დოს და იზა­რა­ლოს? აი, და­მარ­ხულ ძაღ­ლის თავ­საც მი­ვა­დე­ქით. საქ­მე ისაა, რომ "ზა­რა­ფხა­ნა­ში" არა მარ­ტო ფირ­მის აღმნიშ­ვნელ ნი­შანს ცვლი­ან, არა­მედ ოქ­როს სინ­ჯის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც. ოქ­როს ყი­დუ­ლო­ბენ პა­რიზ­ში და ევ­რო­პა-აზი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, დი­ღომ­ში კი სინ­ჯის აღმნიშ­ვნელ დამ­ღას აც­ლი­ან, სხვა, უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ოქ­როს სინ­ჯის დამ­ღას და­არ­ტყა­მენ და საქ­მეც გა­ჩარ­ხუ­ლია - 5 გრა­მი­ან ნივთს, რო­მელ­შიც 1 გრამ­ში 20 ევრო ანუ, მთლი­ა­ნად 100 ევრო გა­და­ი­ხა­დეს, 1 გრამს 50 ევ­როდ ანუ, ჯამ­ში, 250 ევ­როდ გა­ყი­დი­ან. და ყი­დი­ან კი­დეც!

შე­საძ­ლოა, მკი­თხვე­ლი იმა­შიც შე­მე­და­ოს, რა­ტომ არის ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი უხა­რის­ხო ოქ­რო­თი გა­დავ­სე­ბუ­ლი, ხომ არი­ან ე.წ. ოქ­როს ბირ­ჟებ­ზე ოქ­როს შე­მოწ­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიო. კი, იქ არი­ან, მაგ­რამ "ზა­რა­ფხა­ნას" თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავს და მათ რა­საც და­ა­ვა­ლე­ბენ, იმ კა­ტე­გო­რი­ის დამ­ღას დას­ცხე­ბენ ნა­კე­თო­ბას. მერე წა­ი­ღე და ამოწ­მე, რამ­დე­ნიც გინ­და. რაც დებ­მა კერ­ვა­ლიშ­ვი­ლებ­მა მო­ი­გეს, სხვაც იმას მო­ი­გებს. რაც შე­ე­ხე­ბა ოქ­როს ხა­რისხზე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ოქ­როს მომ­პო­ვე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც ოქ­როს ხა­რის­ხის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი არ გა­აჩ­ნია. ეს სამ­სა­ხუ­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­დი­ო­და, ბო­ლოს დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხით და ოქ­როს სა­სინ­ჯი დე­პარ­ტა­მენ­ტი ერ­ქვა. 2005 წელს კახა ბენ­დუ­ქი­ძემ ამ სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბაც მო­ა­ხერ­ხა. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია, მხო­ლოდ ეს სთხო­ვა ბენ­დუ­ქი­ძეს, - მაგ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, აკა­კი რა­მიშ­ვი­ლი ჩემი ნა­თე­სა­ვია და ეს კაცი და­მი­საქ­მეო. ოქ­როს სა­სინ­ჯი დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­უქ­მდა და რა­მიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნის" დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნა ბენ­დუ­ქი­ძემ.

"ზა­რა­ფხა­ნა­ში" რომ ანა­ლო­გი­უ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი ხდე­ბა, ეს "ქრო­ნი­კას" ჟანა ასა­ნი­ძე­მაც და­უ­დას­ტუ­რა, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს კი გა­ე­ცი­ნა, როცა ვკი­თხე, მარ­თლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა "ზა­რა­ფხა­ნა­ში"-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა: ვინც მა­გას აკე­თებს, იმ ხალ­ხს იუ­ვე­ლი­რე­ბი ჰქვი­ათ, მეტს აღა­რა­ფერს გე­ტყვი და ახლა თა­ვად გან­სა­ჯე, შეძ­ლე­ბენ თუ არაო.

ბენ­დუ­ქი­ძე-ნა­ყო­ფი­ას ტან­დემს ჟანა ქა­რე­ლი­ძე სხვა რა­მე­შიც სდებს ბრალს. თვალ­გა­ფა­ცი­ცე­ბულ მკი­თხველს უთუ­ოდ ემახ­სოვ­რე­ბა, ამ 3 წლის წი­ნათ, სოსო თო­ფუ­რი­ძის ავად სახ­სე­ნე­ბელ­მა კუდ-მა ერთი რი­გი­ა­ნი საქ­მე მარ­თლა გა­ა­კე­თა. "ზა­რა­ფხა­ნი­დან" და­კარ­გუ­ლი ოქ­როს ქურ­დე­ბი და­ა­კა­ვა და და­კარ­გუ­ლი ოქ­როც ამო­ი­ღო. მა­შინ თო­ფუ­რი­ძემ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, 132 კგ. ოქრო ამო­ვი­ღე­თო. არა­და, ქალ­ბა­ტო­ნი ჟანა ქა­რე­ლი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, 132 კი არა, 176 კგ. ოქრო და­ი­კარ­გაო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მივ­დიე და აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ვის დრო­ზე, საქ­მე მარ­თლა 176 კგ. ოქ­როს ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე იყო აღ­ძრუ­ლი კუდ­ში. ეს ინ­ფორ­მა­ცია, ქურ­დო­ბი­დან მე­სა­მე დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც გავ­რცელ­და. მაშ, სად გაქ­რა და­კარ­გულ და ამო­ღე­ბულ ოქ­როს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სხვა­ო­ბა - "ზა­რა­ფხა­ნის" კუთ­ვნი­ლი 44 კი­ლოგ­რა­მი ოქრო? ამის გარ­კვე­ვას, წე­სით, კი­დევ ერთი გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, "ქრო­ნი­კამ" ამ კი­თხვის პა­სუხს ისევ "ზა­რა­ფხა­ნას" ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­ში მი­აგ­ნო. 44 კი­ლოგ­რა­მი ოქრო, და­კარ­გუ­ლის პოვ­ნით გა­ხა­რე­ბულ კახა ბენ­დუ­ქი­ძე­სა და კობა ნა­ყო­ფი­ას, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის უჩუ­ქე­ბი­ათ. ვა­ნოს კი, ნა­ჩუ­ქა­რი ოქ­როს ნა­წი­ლი სოსო თო­ფუ­რი­ძის­თვის მი­უ­ცია პი­რად სა­ჩუქ­რად, ნა­წი­ლი კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ პრე­მი­ად კუდ-ის იმ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს მის­ცეს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. რაც ოქრო დარ­ჩა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­დგა­რა და ბავ­შვთა დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის შე­უ­წი­რავს. ეს ხუმ­რო­ბით, ცხა­დია. ისე, გსმე­ნი­ათ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ? ვიცი, არც გა­გი­გო­ნი­ათ და ახლა, მით უმე­ტეს, ვერც ვე­რას­დროს გა­ი­გებთ. ეს დარ­ჩე­ნი­ლი ოქრო მე­რა­ბიშ­ვილს ახალ­ცი­ხე­ში ჩა­უ­ტა­ნია და დე­და­მი­სის­თვის - ჟე­ნია თუ­მა­ნიშ­ვი­ლის­თვის ჩა­უ­ბა­რე­ბია. ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტო­ნი ჟე­ნია ამ ოქ­როს მი­წა­ში და­მარ­ხვას აპი­რებ­და და ვა­ნოს შე­უ­ჩე­რე­ბია, - შვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გყავს და ოქ­როს მი­წა­ში მარ­ხა­ვო? მოკ­ლედ, ჩემი ში­შით ამ არე­მა­რე­ზე ვე­რა­ვინ გა­ჭა­ჭან­დე­ბა და ჩემი სახ­ლი­დან ოქ­როს მო­პარ­ვას ვინ გა­ბე­დავ­სო, - უთ­ქვამს ვა­ნოს. ახლა სად აქვთ შე­ნა­ხუ­ლი ის ოქრო, არ ვიცი. შე­საძ­ლოა, ჟე­ნია დე­ი­დამ მა­ინც მი­წა­ში ჩაფ­ლა - ვანო ხომ პო­ლი­ცი­ის მი­ნის­ტრი აღარ არის?!

"ზა­რა­ფხა­ნი­დან" მარ­ტო ოქრო არ და­კარ­გუ­ლა. მა­ნამ­დე, სა­ნამ ქარ­ხნის პრი­ვა­ტი­ზა­ცია მოხ­დე­ბო­და, 1 თვით ადრე, ერთ ღა­მე­ში 3 ტონა თით­ბე­რი გაქ­რა. ამ რა­ო­დე­ნო­ბის თით­ბერს 3-4 კაცი ვერ მო­ი­პა­რავს, მით უფრო, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე ვერ წა­ი­ღებ­დნენ ქურ­დე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "ზა­რა­ფხა­ნის" დაც­ვა­მაც ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო. დაც­ვის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, რა­ტომ­ღაც, ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ე­ძი­ნა და მერე, ყვე­ლამ, ასე­ვე, ერ­თდრო­უ­ლად გა­იღ­ვი­ძა, - ასე უწე­რი­ათ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში. კი, რა­ღა­ცით ჰგავს ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის სი­უ­ჟეტს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი დიღ­მის მა­სივ­ში მოხ­და და რო­გორც ყო­ფი­ლი "ზა­რა­ფხა­ნე­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, ამ "ფილ­მის" სცე­ნა­რი კახა ბენ­დუ­ქი­ძის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­წე­რა. ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე საქ­მე აღიძ­რა და იმ პო­ლი­ცი­ამ, რო­მე­ლიც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს უკა­ნა­ლი­დან 00,1 გრამ ნარ­კო­ტიკს აძ­რობს (უფრო ნაკ­ლებ­საც), 3 ტონა თით­ბე­რის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნო. ისევ "ზა­რა­ფხა­ნის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს თით­ბე­რი, როცა ბენ­დუ­ქი­ძის კლან­მა ქარ­ხა­ნა იყი­და, კი­ლოგ­რა­მო­ბით უკან ჩუ­მად ბრუნ­დე­ბო­და და "ზა­რა­ფხა­ნის" მა­ღა­ზი­ებ­ში ნა­პა­რა­ვი თით­ბე­რის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი ძვი­რა­დაც იყი­დე­ბო­და.

ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ უბე­დუ­რე­ბე­ბი­სა, რა­საც ბენ­დუ­ქი­ძე-ნა­ყო­ფი­ას კლა­ნი სჩა­დი­ო­და "ზა­რა­ფხა­ნა­ში" წლე­ბის მან­ძილ­ზე. კახა ბენ­დუ­ქი­ძემ 200 კაცი უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვა, ერთ დროს უძ­ლი­ე­რე­სი სა­წარ­მო დღეს პა­ტა­რა სა­ამ­ქრო­დაა ქცე­უ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­კარ­გეს "ეროვ­ნუ­ლი ზა­რა­ფხა­ნა", რო­მელ­საც იმის რე­ა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა ჰქონ­და, რომ სა­კუ­თა­რი, ქარ­თუ­ლი ფული, სა­კუ­თარ ზა­რა­ფხა­ნა­ში მო­ეჭ­რა. მე­ტიც, სა­ნამ გა­ი­ყი­დე­ბო­და, მისი მმარ­თვე­ლე­ბი იმა­საც ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ამ ზა­რა­ფხა­ნას სხვა ქვეყ­ნე­ბის დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც შე­ეძ­ლო და არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ ფულს ქარ­თულ ზა­რა­ფხა­ნას და­უკ­ვეთ­და. ამით კი ქვე­ყა­ნა სო­ლი­დურ მო­გე­ბას ნა­ხავ­და და, ცხა­დია, რაც და­საქ­მე­ბუ­ლი იყო, ორი იმ­დე­ნი კი­დევ და­საქმდე­ბო­და. დღეს კი, სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ ვა­ლუ­ტას - ლარს საფ­რან­გე­თის ზა­რა­ფხა­ნა­ში ჭრის და ეს ბი­უ­ჯეტს სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი უჯ­დე­ბა.

კახა ბენ­დუ­ქი­ძეს სულ ფე­ხებ­ზე არ ჰკი­დია ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი? მისი ჯი­ბი­დან ხომ არა­ფე­რი გა­დის.

კახა ბენ­დუ­ქი­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­არ­დე­რია, ამის შე­სა­ხებ რუ­სულ და სხვა უცხო­ურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა და თქმუ­ლა. თა­ვის მი­ლი­არ­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­კე­ბად ნა­ყი­დი ქო­ნე­ბით რამ­დე­ნი შე­მა­ტა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თუმ­ცა, თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში ოდეს­მე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა, მა­შინ ამა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­გებთ. და თუ ეს გა­ვი­გეთ, მა­შინ ამ ნა­ყა­ჩა­ღა­რი ქო­ნე­ბის უკან, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხიც უნდა დად­გეს და ამას ბენ­დუ­ქი­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც უნდა ჩა­ე­ბას. თუ ამ ჯაჭვს გავ­ყე­ვით, თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერც კობა ნა­ყო­ფია გა­და­ურ­ჩე­ბა. იმე­დია, ასეც იქ­ნე­ბა.

კობა ნა­ყო­ფი­ას არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მი­ლი­არ­დე­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ეს არ არის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი. ეს კაცი სო­ლი­დურ წი­ლებს ფლობ­და და ფლობს იმ კომ­პა­ნი­ებ­ში, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი ოქ­როს მო­პო­ვე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბა-დამ­ზა­დე­ბა, ანუ სრუ­ლი ციკ­ლი ჩა­იგ­დეს ხელ­ში. უც­ნო­ბია, ამ სამ კომ­პა­ნი­ა­ში ვის რამ­დე­ნი წილი ჰქონ­და ან აქვს, არც ერთი არ აქ­ვეყ­ნებს დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა თუ აუქ­ცი­ო­ნერ­თა სიას. "გოლდ ინ­ვეს­ტი" კი, რო­მელ­საც "ზა­რა­ფხა­ნა" აჩუ­ქეს, 2007 წელს ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში გა­და­რე­გის­ტრირ­და და სა­ხე­ლიც შე­იც­ვა­ლა, ახლა "კუ­ენ­ტრო პორ­ტფე­ლიო" ჰქვია და ბენ­დუ­ქი­ძემ და გე­ნე­რა­ლოვ­მა თა­ვი­დან მო­ი­შო­რეს - გა­ყი­დეს. დიახ, როცა ოქ­როს მომ­პო­ვე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თა­დერ­თი მო­ნო­პო­ლის­ტი ხარ, 50 პრო­ცენტს ფლობ ოქ­როს გა­და­მუ­შა­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში და ოქ­როს ნა­კე­თო­ბა­თა ბა­ზარ­ზეც, "ზა­რა­ფხა­ნის" სა­ხით, სრუ­ლი მო­ნო­პო­ლის­ტი ხარ, მა­შინ ძალ­ზე რე­ა­ლუ­რი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ყო­ფია "ია­ტაკ­ქვე­შა მი­ლი­არ­დე­რია". ბო­ლოს და ბო­ლოს, კაცი ოქ­როს ყიდ­და და არა კარ­ტო­ფილს.

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

პროკურატურა მალე კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება!

პროკურატურა მალე კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება!

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსური დეპარტამენტი, "მადნეულის", "კვარციტისა" და "ეროვნული ზარაფხანის" პრივატიზაციის კანონიერებას სწავლობს. ეს ინფორმაცია "ქრონიკას" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მალე მიხეილ სააკაშვილის კლანის საჩინო წარმომადგენლებს - კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება. ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ამ სამივე სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაცია იმდენად უკანონოდ, მეტიც, ცინიკური სამართალდარღვევებით მოხდა, საეჭვოა, რომ კახა ბენდუქიძე და კობა ნაყოფია ციხეს გადაურჩნენ. გამორიცხული არ არის, "ვირის აბანოში" ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ირაკლი ჩოგოვაძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიაბრძანონ.

"ქრონიკა" "მადნეულის", "კვარციტისა" და "ეროვნული ზარაფხანის" უკანონო პრივატიზაციის შესახებ მოგითხრობთ და ასევე, იმ განუკითხაობის შესახებ, რაც წლების განმავლობაში ამ თაღლითური გზით შეძენილ ობიექტებში ხდებოდა.

კახა ბენდუქიძე ჯერ ეკონომიკის მინისტრი იყო, მერე უპორტფელო სახელმწიფო მინისტრი, ხელისუფლებაში ყოფნისას და იქიდან წამოსვლის შემდეგაც, ის უხვად აფინანსებდა "ნაცმოძრაობას". ადრე ბევრს ეგონა, ბენდუქიძე რუსეთში ნაშოვნი ფულით ხელისუფლებას ეხმარება და ქართულ საქმეს აკეთებსო. თქვენც არ მომიკვდეთ! მაგის ჩიტია ბენდუქიძე? რუსეთში ნაშოვნ მილიონებს აქ, საქართველოშიც, მრავალი მილიონი აშოვნინა და ამას მუდამ ხელისუფლების ხელშეწყობითა და დანაშაულებრივი წაყრუებით აკეთებდა. შესაბამისად, უბრალოდ, წილი მიჰქონდა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ბოსებთან, "ნაციონალთა კლანში" მასზე გავლენიან ადამიანებთან. მან ჩაწყობითა და უკანონო პრივატიზაციის გზით უამრავი ქონება იყიდა საქართველოში.

კახა ბენდუქიძისა და მისი ბიზნესკლანის სახელს უკავშირდება ქართული ოქროს წარმოების მთელი ციკლის ხელში ჩაგდება და მოკვლა, რის სანაცვლოდაც ათეულობით მილიონი იშოვეს. ეს სპეცოპერაცია ბენდუქიძემ და მისმა კლანმა მაშინ დაიწყო, როცა ის ერთი წლის დანიშნული იყო ეკონომიკის მინისტრად. მათ სახელისუფლებო ბერკეტების მეშვეობით მოახერხეს, რომ ერთი კლანის ხელში მოქცეულიყო "მადნეული" (ოქროს მოპოვება), კვარციტი (ოქროს წარმოება) და "ეროვნული ზარაფხანა" (ოქროს ნაკეთობათა წარმოება). მათ ეს სამივე ობიექტი უპრობლემოდ იყიდეს, მაგრამ ამ სპეცოპერაციიდან, ბენდუქიძემ რომ დაგეგმა და მისმა "ხელის ბიჭებმა" შეასრულეს, განსაკუთრებული ცინიზმითა და არაადამიანურობით, "ეროვნული ზარაფხანის" ხელოვნურად გაკოტრება, მისი, ანუ სახელმწიფო სიმდიდრის, გაჩანაგება და მერე იაფად შეძენა გამოირჩევა. შესაძლოა, ვინმეს სჯერა, რომ ამ ობიექტის მფლობელი მხოლოდ მილიარდერი და ყოფილი დეპუტატი კობა ნაყოფიაა, მაგრამ ასე არ გახლავთ. კი, ნაყოფიაა "ზარაფხანას" ფორმალური მფლობელი, მაგრამ ეს კაცი ბენდუქიძის კლანის წევრია, "ზარაფხანის" გაკოტრების ოპერაციის მონაწილე და მსუყე ლუკმაც ამიტომ ერგო - ფული დიდ ბიზნესში დააბანდებინეს და წილში შეიყვანეს.

"ქრონიკა" გთავაზობთ "ზარაფხანას" გაკოტრების შემზარავ ისტორიას. ამის შესახებ ქართულ მედიაში არაერთხელ დაწერილა და ცხადია, ამ გავრცელებულ ფაქტებს გვერდს ვერ ავუვლით და მათაც შეგახსენებთ. თუმცა, "ქრონიკამ" კლასიკური მაფიისთვის შესაშური ისტორიის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციებიც მოიპოვა. თუმცა, "ეროვნული ზარაფხანა" სულ ბოლოს გაიყიდა, როგორც ოქროს წარმოების ციკლის ბოლო ეტაპი. ქართული ოქროს "მომპოვებლებს", ყველაფერი იუველირის სიზუსტით ჰქონდათ გათვლილი.

საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, "იატაკქვეშა მილიარდერი" კობა ნაყოფია საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. ის რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნესპარტნიორად ითვლებოდა და სწორედ ბენდუქიძემ გაუხსნა გზა ქართულ ბიზნესსა და შემდეგ პოლიტიკაში ნაყოფიას. ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო და ამ პოსტზე დანიშვნისთანავე, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა დაიწყო. ბენდუქიძე-ნაყოფიას წყვილმა დიდი მარიფათი გამოიჩინა - მათ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ნაწილი ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. ნაყოფია სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში მონაწილეობდა, კახა ბენდუქიძე და მისი პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი გენერალოვი კი ჩრდილში რჩებოდნენ, თუმცა შეძენილ ქონებასაც და მოგებასაც იყოფდნენ. ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ (იგივე ბენდუქიძე და გენერალოვი), 2006 წელს სს "მადნეულის" 97 პროცენტი 40 მილიონად იყიდა. ამ კომპანიის ყიდვა ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა განზრახული და ეკონომიკის სამინისტროში მისმა კომპანია "ენერგოინდუსტრია-კომპლექტმაც" შეიტანა ტენდერში მონაწილეობის განაცხადი. ამ დროს ბენდუქიძე უკვე უპორტფელო სახელმწიფო მინისტრია, თუმცა ამით მისი გავლენა ხელისუფლებაში არ შემცირებულა. იმჟამად ეკონომიკის მინისტრი ნაყოფიას კლასელი ირაკლი ჩოგოვაძეა, რომელიც მინისტრად ბენდუქიძის რეკომენდაციით დანიშნა სააკაშვილმა. ბადრი პატარკაციშვილი 36 მილიონ დოლარს იხდიდა "მადნეულში", ხოლო ნაყოფიას კომპანია "პრომინვესტორი" - 35 მილიონს.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ფარულად გახსნა "ინდუსტრია-კომპლექტის" პაკეტი, ნახა პატარკაციშვილის სატენდერო პირობები და ბენდუქიძეს აცნობა. იმავე დღეს "პროინვესტორმა" ახალი პაკეტი შეიტანა სამინისტროში როცა ტენდერი ჩატარდა, "პრომინვესტორმა" გაიმარჯვა - ის 4 მილიონით მეტს იხდიდა "მადნეულის" 97 პროცენტში. ბადრი პატარკაციშვილი ამ 4 მილიონზე უკან არ დაიხევდა, მეტიც გადამხდელიც იყო "მადნეულში", მაგრამ პატარკაციშვილი გააცურეს და ამგვარი მაქინაციით ეს კომპანია გენერალოვისა გახდა, თუმცა, მისი მოწილე ბენდუქიძეც გახლდათ, ვიდრე არ გაყიდეს და პატრონი არ გამოიცვალა.

საინტერესოა, რომ "პრომინვესტორსა" და მის ოფიციალურ წარმომადგენლებს - გენერალოვსა და ნაყოფიას, ამ 40 მილიონში "კვარციტის" აქციათა 50 პროცენტიც ერგოთ ხურდაში - "მადნეული" სწორედ "კვარციტის" წილის ნახევარს ფლობდა. არადა, "მადნეულის" შეძენა, თანაც გაცილებით უკეთესი პირობებით, უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და სამ ბრიტანულ კოპანიას სურდა. თუმცა, "ბენდუქიძემ და კომპანიამ" რეალურ ინვესტორებსა და იმჟამად ხელისუფლების ურჩ პატარკაციშვილს უსიტყვოდ მორჩილი ბენდუქიძე-ნაყოფია არჩიეს.

ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ უკვე "ეროვნული ზარაფხანა" ჩაიგდო ხელში. ესეც ჩოგოვაძისა და ბენდუქიძის მინისტრობისას მოხდა, რადგან "ეროვნული ზარაფხანა" სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი გაყიდვა ბენდუქიძეს არ შეეძლო - კანონი არ აძლევდა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვის ნებას. ადგა ეს შენი ბენდუქიძე და მარტივი გამოსავალი მოძებნა - კომუნისტებისგან ისესხა ძველი სახელი და ობიექტს "საიუველირო ნაწარმის ქარხანა" დაარქვა, სახელწოდებიან "ეროვნული ზარაფხანა" ამოვარდა და მას სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსიც მოეხსნა. ვაშაააა, ბენდუქიძეეე!!!

ამის მერე, 2006 წლის მაისში, გაიმართა "ზარაფხანის" აუქციონი, რომელშიც ისევ ნაყოფია-პატარკაციშვილი დაეჯახნენ ერთმანეთს. ნაყოფიამ ტენდერამდე 1 კვირით ადრე დააფუძნა კომპანია "გოლდ ინვესტი". საინტერესოა, რომ ეს კომპანია ნაყოფიას საცხოვრებელი სახლის მისამართზე - არაყიშვილის ქუჩაზე იყო დარეგისტრირებული და ამხელა საწარმოს შეძენის მსურველ შპს-ს საწესდებო კაპიტალად 2000 ლარი ჰქონდა მხოლოდ ანგარიშზე.

"გოლდ ინვესტმა" სასწრაფოდ 2 მილიონი დოლარი აიღო სესხად "საქართველოს ბანკიდან" და ასე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ცხადია, "გაიმარჯვა" და 2 მილიონ 40 ათას დოლარად ჩაიგდო ხელში "ზარაფხანა". არადა, ეკონომიკის სამინისტრომ წინა წელს "ეროვნულ ზარაფხანაში" აუდიტი ჩაატარა და მისი ქონება 40 მილიონ დოლარად შეფასდა. ტენდერის მერე, ამ აუდიტის დასკვნა ეკონომიკის სამინისტროდანაც გაქრა, იმჟამინდელი პრემიერის - ზურაბ ნოღაიდელის ოფისიდანაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურიდანაც. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბენდუქიძის ნამოქმედარია.

ორიოდე სიტყვით იმ ქონებაზეც მოგახსენებთ, 2 მილიონ 40 ათას დოლარად რომ მოიხელთეს ბენდუქიძემ, ნაყოფიამ და სხვა მაფიოზმა ოლიგარქებმა. "ზარაფხანა" დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს: 4 სართულიანი შენობა, დამხმარე სათავსო-ნაგებობები, ასამდე უნიკალური, ძვირადღირებული დაზგა-მაგიდა, 8 მილიონი დოლარის ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგი, რომელიც 90-იანი წლების განუკითხაობისას, "მხედრიონის" თარეშის პირობებშიც კი ხელუხლებლად დარჩა "ზარაფხანაში". და კიდევ, "ზარაფხანის" კუთვნილი 30 ათასი კვ.მ მიწა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე; მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასი 230 ათასი დოლარი იყო. თუ 30 ათას კვ.მ-ს 230 დოლარზე გავამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ მარტო მიწა 6 მილიონ 900 ათასი დოლარი ღირდა. აი, ამხელა ქონება ჩაიგდეს ხელში მართლაცდა ჩალის ფასად კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ. მიწის ღირებულების მესამედიც კი არ გადაიხადეს ამხელა ქონებაში. აი, ეს იყო კახა ბენდუქიძის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა. ამიტომაც იყო, ბენდუქიძე თავს რომ იკლავდა და ათობით ობიექტს სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსი მოუხსნა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი.

ტენდერის პირობების თანახმად, "გოლდ-ინვესტს" უნდა დაეფარა "ზარაფხანის" 6 მილიონი ვალი, რომელიც საწარმოს სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდა. "ზარაფხანის" დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სწორედ ბენდუქიძესთან დაპირისპირების გამო მოხსნეს - ის ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ერთადერთი ასეთი პროფილის საწარმოს გაყიდვას. ლორთქიფანიძის დირექტორობის პერიოდში დაიწყო სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი დაფარვა, მაგრამ ეს არანაირად არ ჯდებოდა ბენდუქიძის გეგმაში - მას გაკოტრებული "ზარაფხანა" სჭირდებოდა. ლორთქიფანიძის შემდეგ, დირექტორად დანიშნეს აკაკი რამიშვილი, ოქროს სასინჯი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. "ზარაფხანის" თანამშრომლებს ამ კაცის დირექტორობა არ სურდათ, რამიშვილი სპეცრაზმით მივიდა სამსახურში და ისე შევიდა დირექტორის კაბინეტში. მერეც, კარგა ხანს დაცვით დადიოდა. მოკლედ, რამიშვილმა ეს ხელოვნურად წარმოშობილი ვალი არ გადაიხადა, შეწყვიტა ლორთქიფანიძის დროს დაწყებული ვალის გრაფიკით დაფარვა. ჰოდა, როცა აუქციონი ჩატარდა, "ზარაფხანის" ვალი უკვე 6 მილიონი ლარი იყო. აუქციონის პირობების თანახმად, ეს 6 მილიონი 2 წელიწადში უნდა გადაეხადა "ზარაფხანას". თქვენც არ მომიკვდეთ, ნაყოფიას არც უფიქრია ამ 6 მილიონის ბიუჯეტში გადახდა. ნაყოფიამ ცალკე თანაკლასელ მინისტრს, ირაკლი ჩოგოვაძეს მისწერა და ცალკე ზურაბ ნოღაიდელს: ქართული ოქროს ნაკეთობათა წარმოება უნდა ავაყვავო და ეს ვალი ჩამომაწერეთო. აბა, ასეთი სულის საცხონებელი საქმის გაკეთებაში ხელს ხომ არ შეუშლიდნენ ნაყოფიას ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი? ერთობლივად გადაწყვიტეს, - ოღონდ ეგ საშვილიშვილო საქმე გააკეთე, 6 მილიონი რა სალაპარაკოაო და... ჩამოაწერეს სახელმწიფო ვალი. როგორი ბექა ოპიზარიც კობა ნაყოფია გამოდგა, ყველას კარგად მოეხსენება. ნაყოფია და მისი ჯგუფი, ძირითადად, ინდოეთიდან და არაბეთიდან ეზიდებიან იაფფასიან ოქროს ნაკეთობებს და მერე "ზარაფხანის" დამღით ყიდიან ვითომ ქართულ ნაწარმს. შიგადაშიგ, ევროპაშიც ყიდულობენ დაბალი ხარისხის ოქროს. წალეკა ქართული ოქროს ბაზარი უხარისხო ოქრომ. "მადნეულში" მოპოვებულ, "კვარციტში" გადამუშავებულ ოქროს კი ნაყოფია უცხოეთში ეზიდება, რადგან მაღალი ხარისხისაა და ევროპაში კარგად იყიდება. "ზარაფხანის" ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი თანამშრომელი, ჟანა ქარელიძე ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს "ქრონიკასთან": "რამდენიმე მაღაზია აქვს "ზარაფხანას" და ერთ-ერთი ვაკეში მდებარეობს. სწორედ ამ მაღაზიაში შევედი და ვათვალიერებდი ქარხნის ნაწარმს. ერთი ვერცხლის ძეწკვი შევნიშნე, რომელსაც მეტად უცხო ფსკვნილი ჰქონდა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ "ზარაფხანას" ისეთი დაზგა არ ჰქონდა, რომლითაც ასეთი ფსკვნილები კეთდებოდა. გამყიდველ გოგონას ვკითხე, სიმართლე მითხარი, მაინც ვერ მომატყუებ, ეს ძეწკვი მართლა "ზარაფხანის" ნაწარმია-მეთქი? არა, ქალბატონო, უცხოეთიდანაა შემოტანილი და "ზარაფხანას" დამღა აზის, ვითომ ჩვენი ქარხნის ნაწარმიაო. აი, ასე ატყუებენ ხალხს წლების მანძილზე, მაგრამ განმკითხავი არავინააა".

"ქრონიკას" ერთი ძველი ისტორიაც მოუთხრეს ექსკლუზიურად. "ცენტრ-პოინტის" თანადამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი (მაშინ პოლიტიკაში არ იყო) ესტუმრა "ზარაფხანის" ვაკის მაღაზიას. იმ დღეს შინ პატარა წვეულება ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე უახლოესი მეგობარი უნდა დასწრებოდა. ქალბატონმა რუსუდანმა გადაწყვიტა, ყველასთვის მცირე სიურპრიზი გაეკეთებინა, ადგა და ყველას თითო ოქროს ნაკეთობა უყიდა - მამაკაცებს სამაჯურები და ძეწკვები, ქალებს ბეჭდები და საათები... საგურამოში, რჩეულიშვილების სახლში გამართული წვეულება, რომ იტყვიან, ეშხში შედიოდა, როდესაც რუსუდან კერვალიშვილმა სტუმრებსა და ოჯახის წევრებს ოქროს საჩუქრები ჩამოურიგა, თან დასძინა, რომ ყველაფერი ქართული და "ზარაფხანის" წარმოებისა იყო. ერთ-ერთმა სტუმართაგანმა დიდხანს ატრიალა ხელში ნაჩუქარი სამაჯური, მერე კი განაცხადა, რომ ზუსტად ასეთი პარიზში ჰქონდა ნაყიდი და ერთი მეორისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთს ფრანგული კომპანიის ნიშანდება ჰქონდა, მეორეს კი - "ზარაფხანასი" (ისე, ნაჩუქარ ცხენს კბილს ვინ უსინჯავს, შე ოხერო? გაჩუქეს? აიღე, მადლობა თქვი და შეირგე, რა, თუ ინტრიგანი არა ხარ). მოკლედ, დიდი კამათის შემდეგ, ეს კაცი იძულებული გახდა, სახლში წასულიყო და შინიდან "ზარაფხანის" სამაჯურის ზუსტი ასლი, ფრანგული სამაჯურიც მოიტანა. თან კატალოგიც მოაყოლა, სადაც ამ სამაჯურის მწარმოებელი ფირმა და დიზაინერის გვარ-სახელიც იყო მითითებული. რუსუდან კერვალიშვილი დარწმუნდა, რომ სასტიკად მოატყუეს. მეორე დღეს, თავის დასთან, მაია კერვალიშვილთან ერთად გამწარებული მივიდა "ზარაფხანის" მაღაზიაში და ლამის სახეში შეაყარა ოქროულობა ვაკის ფილიალის დირექტორს. ატყდა დიდი აყალმაყალი. კერვალიშვილებმა დაამტკიცეს, რომ არა მარტო ერთი სამაჯური, რაც "ზარაფხანის" მაღაზიაში იყიდა, ყველა ნივთი დუბაისა და პარიზის მაღაზიებში იყო ნაყიდი და მერე, თბილისში ფრანგული ქარხნის დამღა გადაცლილი ჰქონდათ და "ზარაფხანის" დამღით იყო ხელახლა დადაღული. რუსუდან კერვალიშვილს, ცხადია, თანხა უკან დაუბრუნეს, მაგრამ დებს თურმე ვერ აჩერებდნენ და ამ ამბის მედიით გახმაურებას აპირებდნენ, - ჩვენ მოვტყუვდით, მაგრამ სხვას აღარ მოგატყუებინებთ, ხალხმა უნდა გაიგოს თქვენი თაღლითობის ამბავიო. ბოლოს საქმეში კობა ნაყოფია ჩაერია. ვახტანგ რჩეულიშვილის, მაია და რუსუდან კერვალიშვილების თუკი ვინმე საერთო ნაცნობი ჰყავდა, ყველა ჩარია საქმეში, ყველას დაარეკინა მათთან, რომ გაჩერებულიყვნენ და ბოდიშიც პირადად მოუხადა დებს. თბილისი, მოგეხსენებათ, პატარა და ხათრიანი ქალაქია - ნაყოფიამ ეს შარიანი საქმე ჩაფარცხა. თუმცა, დროებით. "ქრონიკის" მკითხველმა ხომ ამ წუთას ექსკლუზიურად გაიგო ამ მაქინაციის შესახებ. ოქროს წარმოებაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ხალხი შემედავება ახლა - ფრანგულ ოქროს "ზარაფხანის" დამღა რომ დაარტყა, ძველი წაშალო და ახლით გაყიდო, ეგ რა ხეირი იქნება, ფრანგი იუველირ-დიზაინერების ოქროს ნაწარმი უფრო ძვირი არ ეღირება, ვიდრე მისი გადმოქართულებული ვარიანტიო? ასეთი მანიპულაციით რა ხეირი ექნებოდა "ზარაფხანას", პირიქით, იზარალებდა, რადგან საფრანგეთში ნაყიდ, დავუშვათ, "პერსტენს", "ზარაფხანის" დამღით თავის ფასშიც ვერ გაყიდდაო. კი, ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ნაყოფია მაგის ჩიტია ახლა, 2000 ევროდ პარიზში "პერსტენი" იყიდოს, მერე თბილისში 2000 ლარად გაყიდოს და იზარალოს? აი, დამარხულ ძაღლის თავსაც მივადექით. საქმე ისაა, რომ "ზარაფხანაში" არა მარტო ფირმის აღმნიშვნელ ნიშანს ცვლიან, არამედ ოქროს სინჯის მაჩვენებელსაც. ოქროს ყიდულობენ პარიზში და ევროპა-აზიის სხვა ქალაქებში, დიღომში კი სინჯის აღმნიშვნელ დამღას აცლიან, სხვა, უფრო მაღალი ხარისხის ოქროს სინჯის დამღას დაარტყამენ და საქმეც გაჩარხულია - 5 გრამიან ნივთს, რომელშიც 1 გრამში 20 ევრო ანუ, მთლიანად 100 ევრო გადაიხადეს, 1 გრამს 50 ევროდ ანუ, ჯამში, 250 ევროდ გაყიდიან. და ყიდიან კიდეც!

შესაძლოა, მკითხველი იმაშიც შემედაოს, რატომ არის ქართული ბაზარი უხარისხო ოქროთი გადავსებული, ხომ არიან ე.წ. ოქროს ბირჟებზე ოქროს შემოწმების სპეციალისტებიო. კი, იქ არიან, მაგრამ "ზარაფხანას" თავისი სპეციალისტები ჰყავს და მათ რასაც დაავალებენ, იმ კატეგორიის დამღას დასცხებენ ნაკეთობას. მერე წაიღე და ამოწმე, რამდენიც გინდა. რაც დებმა კერვალიშვილებმა მოიგეს, სხვაც იმას მოიგებს. რაც შეეხება ოქროს ხარისხზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველო ერთადერთი ოქროს მომპოვებელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ოქროს ხარისხის სახელმწიფო სამსახური არ გააჩნია. ეს სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შედიოდა, ბოლოს დეპარტამენტის სახით და ოქროს სასინჯი დეპარტამენტი ერქვა. 2005 წელს კახა ბენდუქიძემ ამ სამსახურის გაუქმებაც მოახერხა. ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია, მხოლოდ ეს სთხოვა ბენდუქიძეს, - მაგ დეპარტამენტის უფროსი, აკაკი რამიშვილი ჩემი ნათესავია და ეს კაცი დამისაქმეო. ოქროს სასინჯი დეპარტამენტი გაუქმდა და რამიშვილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს კუთვნილი "ეროვნული ზარაფხანის" დირექტორად დანიშნა ბენდუქიძემ.

"ზარაფხანაში" რომ ანალოგიური მაქინაციები ხდება, ეს "ქრონიკას" ჟანა ასანიძემაც დაუდასტურა, დავით ლორთქიფანიძეს კი გაეცინა, როცა ვკითხე, მართლა შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება "ზარაფხანაში"-მეთქი და მიპასუხა: ვინც მაგას აკეთებს, იმ ხალხს იუველირები ჰქვიათ, მეტს აღარაფერს გეტყვი და ახლა თავად განსაჯე, შეძლებენ თუ არაო.

ბენდუქიძე-ნაყოფიას ტანდემს ჟანა ქარელიძე სხვა რამეშიც სდებს ბრალს. თვალგაფაციცებულ მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, ამ 3 წლის წინათ, სოსო თოფურიძის ავად სახსენებელმა კუდ-მა ერთი რიგიანი საქმე მართლა გააკეთა. "ზარაფხანიდან" დაკარგული ოქროს ქურდები დააკავა და დაკარგული ოქროც ამოიღო. მაშინ თოფურიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 132 კგ. ოქრო ამოვიღეთო. არადა, ქალბატონი ჟანა ქარელიძე ირწმუნება, 132 კი არა, 176 კგ. ოქრო დაიკარგაო. ამ ინფორმაციას მივდიე და აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, საქმე მართლა 176 კგ. ოქროს ქურდობის ფაქტზე იყო აღძრული კუდში. ეს ინფორმაცია, ქურდობიდან მესამე დღეს ოფიციალურადაც გავრცელდა. მაშ, სად გაქრა დაკარგულ და ამოღებულ ოქროს შორის არსებული სხვაობა - "ზარაფხანის" კუთვნილი 44 კილოგრამი ოქრო? ამის გარკვევას, წესით, კიდევ ერთი გამოძიება სჭირდება, თუმცა, "ქრონიკამ" ამ კითხვის პასუხს ისევ "ზარაფხანას" ყოფილ თანამშრომლებში მიაგნო. 44 კილოგრამი ოქრო, დაკარგულის პოვნით გახარებულ კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას, ვანო მერაბიშვილისთვის უჩუქებიათ. ვანოს კი, ნაჩუქარი ოქროს ნაწილი სოსო თოფურიძისთვის მიუცია პირად საჩუქრად, ნაწილი კი არაოფიციალურ პრემიად კუდ-ის იმ რამდენიმე მაღალჩინოსანს მისცეს, რომლებიც ამ საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი. რაც ოქრო დარჩა, ვანო მერაბიშვილი ამდგარა და ბავშვთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეუწირავს. ეს ხუმრობით, ცხადია. ისე, გსმენიათ ვანო მერაბიშვილის ქველმოქმედების შესახებ? ვიცი, არც გაგიგონიათ და ახლა, მით უმეტეს, ვერც ვერასდროს გაიგებთ. ეს დარჩენილი ოქრო მერაბიშვილს ახალციხეში ჩაუტანია და დედამისისთვის - ჟენია თუმანიშვილისთვის ჩაუბარებია. ამბობენ, ქალბატონი ჟენია ამ ოქროს მიწაში დამარხვას აპირებდა და ვანოს შეუჩერებია, - შვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავს და ოქროს მიწაში მარხავო? მოკლედ, ჩემი შიშით ამ არემარეზე ვერავინ გაჭაჭანდება და ჩემი სახლიდან ოქროს მოპარვას ვინ გაბედავსო, - უთქვამს ვანოს. ახლა სად აქვთ შენახული ის ოქრო, არ ვიცი. შესაძლოა, ჟენია დეიდამ მაინც მიწაში ჩაფლა - ვანო ხომ პოლიციის მინისტრი აღარ არის?!

"ზარაფხანიდან" მარტო ოქრო არ დაკარგულა. მანამდე, სანამ ქარხნის პრივატიზაცია მოხდებოდა, 1 თვით ადრე, ერთ ღამეში 3 ტონა თითბერი გაქრა. ამ რაოდენობის თითბერს 3-4 კაცი ვერ მოიპარავს, მით უფრო, სპეციალური ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილის გარეშე ვერ წაიღებდნენ ქურდები. საინტერესოა, რომ "ზარაფხანის" დაცვამაც ვერაფერი გაიგო. დაცვის ყველა თანამშრომელს, რატომღაც, ერთდროულად ჩაეძინა და მერე, ყველამ, ასევე, ერთდროულად გაიღვიძა, - ასე უწერიათ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში. კი, რაღაცით ჰგავს ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს, მაგრამ ეს ამბავი დიღმის მასივში მოხდა და როგორც ყოფილი "ზარაფხანელები" ამბობენ, ამ "ფილმის" სცენარი კახა ბენდუქიძის კაბინეტში დაიწერა. ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა და იმ პოლიციამ, რომელიც ნარკორეალიზატორებს უკანალიდან 00,1 გრამ ნარკოტიკს აძრობს (უფრო ნაკლებსაც), 3 ტონა თითბერის კვალს ვერსად მიაგნო. ისევ "ზარაფხანის" ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს თითბერი, როცა ბენდუქიძის კლანმა ქარხანა იყიდა, კილოგრამობით უკან ჩუმად ბრუნდებოდა და "ზარაფხანის" მაღაზიებში ნაპარავი თითბერისგან დამზადებული ნაკეთობები ძვირადაც იყიდებოდა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ უბედურებებისა, რასაც ბენდუქიძე-ნაყოფიას კლანი სჩადიოდა "ზარაფხანაში" წლების მანძილზე. კახა ბენდუქიძემ 200 კაცი უმუშევარი დატოვა, ერთ დროს უძლიერესი საწარმო დღეს პატარა საამქროდაა ქცეული. რაც მთავარია, საქართველოს დაუკარგეს "ეროვნული ზარაფხანა", რომელსაც იმის რეალური პერსპექტივა ჰქონდა, რომ საკუთარი, ქართული ფული, საკუთარ ზარაფხანაში მოეჭრა. მეტიც, სანამ გაიყიდებოდა, მისი მმართველები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ამ ზარაფხანას სხვა ქვეყნების დაკვეთების შესრულებაც შეეძლო და არაერთი ქვეყანა საკუთარ ფულს ქართულ ზარაფხანას დაუკვეთდა. ამით კი ქვეყანა სოლიდურ მოგებას ნახავდა და, ცხადია, რაც დასაქმებული იყო, ორი იმდენი კიდევ დასაქმდებოდა. დღეს კი, საქართველო საკუთარ ვალუტას - ლარს საფრანგეთის ზარაფხანაში ჭრის და ეს ბიუჯეტს სოლიდური თანხები უჯდება.

კახა ბენდუქიძეს სულ ფეხებზე არ ჰკიდია ქვეყნის ბიუჯეტი? მისი ჯიბიდან ხომ არაფერი გადის.

კახა ბენდუქიძე ოფიციალური მილიარდერია, ამის შესახებ რუსულ და სხვა უცხოურ მედიაში არაერთხელ დაწერილა და თქმულა. თავის მილიარდებს საქართველოში კაპიკებად ნაყიდი ქონებით რამდენი შემატა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუ ამ ქვეყანაში ოდესმე სამართლიანობა აღდგება, მაშინ ამასაც აუცილებლად გავიგებთ. და თუ ეს გავიგეთ, მაშინ ამ ნაყაჩაღარი ქონების უკან, სახელმწიფოსთვის დაბრუნების საკითხიც უნდა დადგეს და ამას ბენდუქიძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა ჩაებას. თუ ამ ჯაჭვს გავყევით, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც კობა ნაყოფია გადაურჩება. იმედია, ასეც იქნება.

კობა ნაყოფიას არაოფიციალურ მილიარდერად მოიხსენიებენ და ეს არ არის გადაჭარბებული. ეს კაცი სოლიდურ წილებს ფლობდა და ფლობს იმ კომპანიებში, რომელთაც ქართული ოქროს მოპოვება-გადამუშავება-დამზადება, ანუ სრული ციკლი ჩაიგდეს ხელში. უცნობია, ამ სამ კომპანიაში ვის რამდენი წილი ჰქონდა ან აქვს, არც ერთი არ აქვეყნებს დამფუძნებელთა თუ აუქციონერთა სიას. "გოლდ ინვესტი" კი, რომელსაც "ზარაფხანა" აჩუქეს, 2007 წელს ოფშორულ ზონაში გადარეგისტრირდა და სახელიც შეიცვალა, ახლა "კუენტრო პორტფელიო" ჰქვია და ბენდუქიძემ და გენერალოვმა თავიდან მოიშორეს - გაყიდეს. დიახ, როცა ოქროს მომპოვებელ ქვეყანაში წლების მანძილზე ერთადერთი მონოპოლისტი ხარ, 50 პროცენტს ფლობ ოქროს გადამუშავების კომპანიაში და ოქროს ნაკეთობათა ბაზარზეც, "ზარაფხანის" სახით, სრული მონოპოლისტი ხარ, მაშინ ძალზე რეალური და საფუძვლიანია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაყოფია "იატაკქვეშა მილიარდერია". ბოლოს და ბოლოს, კაცი ოქროს ყიდდა და არა კარტოფილს.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა