პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"
"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"

"ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, არა­სო­დეს პა­სი­უ­რი რომ არ ვი­ყა­ვი ჩემი სამ­შობ­ლოს ბე­დის მი­მართ. ყო­ველ­თვის მქონ­და პო­ზი­ცია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა არ­ცთუ ისე მარ­თა­ლი, მაგ­რამ ჩემი რწმე­ნის ერ­თგუ­ლი ვი­ყა­ვი"... - ამ­ბობს ნიკა რუ­რუა. იგი ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ უამ­რავ შე­კი­თხვას­თან ერ­თად იმ ხალ­ხსაც უპა­სუ­ხა, ვინც 90-იან წლებს და მხედ­რი­ონს მისი მი­სა­მარ­თით უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებს.

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზეა. ეს არ არის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და ამას ახ­სნა არც სჭირ­დე­ბა... დე­მოკ­რა­ტი­ის სა­წყი­სე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ის არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად მოხ­და არ­ჩევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბა. ყვე­ლა ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­საც გან­ვიც­დით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვია. შეც­დო­მე­ბი, რა­საც ახლა აშ­კა­რად ვუშ­ვებთ,რო­გორც ქვე­ყა­ნა და მა­ნამ­დეც და­ვუშ­ვით, გა­მოც­დი­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია. შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­დან ვერ ის­წავ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ას. არ შე­იძ­ლე­ბა ის გად­მო­ნერ­გო და ამ გად­მო­ნერ­გილ­მა ხემ (დე­მოკ­რა­ტი­ას ვგუ­ლის­ხმობ), თა­ვი­სით გა­ი­ხა­როს. ჩვენ ჩვე­ნი წილი შეც­დო­მე­ბი უნდა და­ვუშ­ვათ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ამ შეც­დო­მე­ბის შემ­დეგ თუ გვექ­ნე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის უნა­რი შეც­დო­მე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბად ვაქ­ცი­ოთ. ეს არის ჩემი ნერ­ვი­უ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი... ამი­ტომ ისევ ვი­მე­ო­რებ, რომ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტრა­გი­კულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, გარ­და იმი­სა, რაც უკვე ის­ტო­რი­ას ბევ­რჯერ უნა­ხავს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან არ მომ­წონს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტონი და ქმე­დე­ბა, ის, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებს და ცდი­ლობს, ოპო­ზი­ცი­ის (გუ­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის), რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის გაქ­რო­ბას. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასე არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ თუ მოხ­დე­ბა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ჩიხ­ში შევა. მას არ ეყო­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ძალა და სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­იგ­დებს პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავს და შემ­დეგ ქვე­ყა­ნას და­ღუ­პავს... ასე­ვე არ მომ­წონს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ნარ­ცი­სის­ტუ­ლი" და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი.…

- რა გან­ცხა­დე­ბებს გუ­ლის­ხმობთ?

- გან­ცხა­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ იგი ცოტა ხან­ში და­ტო­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, წავა და ასე შემ­დეგ... თუ მარ­თლა ასეა, ძა­ლი­ან კარ­გია, ამას მი­ვე­სალ­მე­ბი, ე.ი. ეს ადა­მი­ა­ნი არ არის შეშ­ლი­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ეკო­ნო­მი­კას, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს. ინ­ვეს­ტო­რე­ბი ისე­დაც ძა­ლი­ან დამფრ­თხა­ლი არი­ან. ეს ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს, რად­გან ჩვენ ჯერ საკ­მა­ოდ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან ღა­რი­ბიც. ჩვენს ბევრ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს ძა­ლი­ან უჭირს. ახალ­გაზ­რდებს, ხვა­ლინ­დე­ლი დღის ბა­ტონ-პატ­რო­ნებს, არ ეძ­ლე­ვათ შან­სი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ, რაც დიდი ტრა­გე­დი­აა. თუ კი რა­ი­მეს დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მუქ ფე­რებ­ში ვუ­ყუ­რებ, ეს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბაა. იგი ბევ­რად უხა­რის­ხოა, ვიდ­რე ის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი, რაც ნორ­მა­ლუ­რი მო­მავ­ლი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი და მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და.

- გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი დღეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გახ­ლავთ და...

- ვერ და­ვაბ­რა­ლებ­დი ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს. ეს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის... დღე­ვან­დე­ლი სა­მი­ნის­ტროს მიერ უფა­სოდ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის და­რი­გე­ბას არ ვე­თან­ხმე­ბი. ძა­ლი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, პო­პუ­ლის­ტუ­რი ნა­ბი­ჯია. სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზა­რალ­და წიგ­ნის ინ­დუსტრია, წიგ­ნის გა­მო­ცე­მის საქ­მე და შე­სა­ბა­მი­სად ეკო­ნო­მი­კა. ავ­ტო­რებს წიგ­ნე­ბი გა­მოს­ტა­ცეს ხე­ლი­დან, ვი­თომ­ცდა კა­ნო­ნი­ე­რად, მაგ­რამ სრუ­ლი­ად არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­ზეც ხელი ჰქონ­და მო­წე­რი­ლი წინა მი­ნისტრს. გა­მარ­თლე­ბა არ აქვს არც წინა და არც დღე­ვან­დელ მი­ნისტრს ამ ცუდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

- თქვენ ზე­მოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ახ­სე­ნეთ... თა­ვად პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე ნუ გა­ვა­კე­თებთ ზედ­მეტ აქ­ცენ­ტებს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს... მისი თქმით, სა­უ­კე­თე­სო მთავ­რო­ბა შექ­მნა და ტო­ვებს... ეთან­ხმე­ბით?

- ვერ ვი­ტყვი, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მათი "პერ­ფორ­მან­სით" და ვფიქ­რობ­დე, თით­ქოს ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას. სა­ხე­ზეა ძა­ლი­ან ბევ­რი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ძა­ლი­ან ცუდ რე­ზულ­ტა­ტებ­ში. მა­გა­ლი­თად, სრუ­ლი­ად არ მეს­მის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პა­სი­უ­რო­ბა... ამის ერთ-ერთი, სულ ახა­ლი მა­გა­ლი­თია თუ რო­გორ ჩა­ა­ტა­რეს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა, აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ურ­მა მთავ­რო­ბამ "აფხა­ზე­თის დღე" ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. ჩვენ ამას გა­ვი­გებ­დით და დავბლო­კავ­დით. სე­პა­რა­ტის­ტებ­მა ისარ­გებ­ლეს ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი ჩერ­ქე­ზუ­ლი დღით, მათი ეგი­დით შე­აღ­წი­ეს, ააფ­რი­ა­ლეს თა­ვი­ან­თი დრო­შე­ბი და და­ფიქ­სირ­დნენ, რო­გორც ლე­გი­ტი­მუ­რი თვით­გა­მორ­კვე­ვის სურ­ვი­ლით შე­პყრო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ასე­თი შეც­დო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ძვი­რად და­უჯ­დე­ბა და ეს არის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თვის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი... და­დე­ბი­თად მეჩ­ვე­ნე­ბა და ნორ­მა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბა.

- რა­ტომ?

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ყვი­რი­ლი­სა, რომ კა­ნო­ნი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის შე­სა­ხებ თით­ქოს გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ეს კა­ნო­ნი და­იც­ვა და ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს. სა­მი­ნის­ტრო ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს მეტ-ნაკ­ლე­ბად ებ­რძვის. თუმ­ცა, ამა­ვე დროს ძა­ლი­ან არ მომ­წონს შე­ფერ­ხე­ბუ­ლი პრო­ცე­სი ჯი­ჰა­დის კლი­პე­ბის შე­სა­ხებ. ეს კლი­პე­ბი არა­ფე­რია თუ არა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. კლი­პი არის სა­ჯა­რო ის­ტე­რი­ის გა­მომ­წვე­ვი და დი­ვერ­სი­ის ერთ-ერთი ძა­ლი­ან ღია გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ამი­ტო­მაც გა­მო­ძი­ე­ბა უფრო სწრა­ფად უნდა მოხ­დეს... რაც შე­ე­ხე­ბა ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, ჩემი აზ­რით, აქაც ძა­ლი­ან ბუნ­დოვ­ნად არის საქ­მე. არ შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რით ვთქვათ, რომ აი, 13 ათა­სი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ფირი არ­სე­ბობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. ჯერ უნდა შევ­თან­ხმდეთ, რას ნიშ­ნავს - სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი... სის­ტე­მუ­რი ჩა­ვარ­დნა აშ­კა­რად იყო თუ ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი უკა­ნო­ნოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ასე­თი - სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი კო­დექსში არ არ­სე­ბობს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ მოხ­დეს დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის (გუ­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის) დე­მო­ნი­ზა­ცია და შემ­დგომ მოს­პო­ბა.

- თქვე­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში იმარ­თე­ბო­და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, მი­უ­ზიკ­ლე­ბი, ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, რაც ახლა ხში­რად არის წა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი...

- სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა.. ან­დრეა ბო­ჩე­ლის ჩა­მოყ­ვა­ნას თუ შე­ვე­ხე­ბით, უდი­დე­სი ვარ­სკვლა­ვია მსოფ­ლი­ო­ში და ასე­თი დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა იაფი არ ჯდე­ბა. სტინ­გის მოწ­ვე­ვას მი­ლი­ო­ნე­ბი სჭირ­დე­ბა, თითო ტურ­ნე­ში 5-6 მი­ლი­ონს იღებს, მაგ­რამ ჩვენ მე­ა­თედ ფა­სად ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლებს, ეს არის ერთ-ერთი ინ­სტრუ­მენ­ტი ჩვე­ნი და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს­თან სა­უბ­რი­სათ­ვის. ძა­ლი­ან კარ­გია ეკო­ნო­მი­კის­თვის, ტუ­რიზ­მის­თვის, აჭა­რის­თვის, ქვეყ­ნის ზო­გა­დი იმი­ჯის­თვის და ჩვენ დღეს საკ­მა­ოდ კარ­გი "დიპ­ლო­მა­ტე­ბი" გვყავს ჯა­ზურ სამ­ყა­რო­ში. ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის, ბა­ჩა­ნა მძი­ნა­რიშ­ვი­ლის და სა­ლი­ოს (სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი) მსგავ­სი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩვენ­ზე უდი­დეს ქვეყ­ნებს არ ჰყო­ლი­ათ... ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და ასე­თი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის "მოკ­ვლა". მას სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც მხარს და­უ­ჭერს კერ­ძო სექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"

"სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ"

"ძალიან მეამაყება, არასოდეს პასიური რომ არ ვიყავი ჩემი სამშობლოს ბედის მიმართ. ყოველთვის მქონდა პოზიცია, ხშირ შემთხვევაში მართალი, ზოგჯერ შეიძლება არცთუ ისე მართალი, მაგრამ ჩემი რწმენის ერთგული ვიყავი"... - ამბობს ნიკა რურუა. იგი ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და საზოგადოებაში დაგროვილ უამრავ შეკითხვასთან ერთად იმ ხალხსაც უპასუხა, ვინც 90-იან წლებს და მხედრიონს მისი მისამართით უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

- ვერ ვიტყოდი, რომ დღეს განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა საქართველოში. დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების საწყის ეტაპზეა. ეს არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია და ამას ახსნა არც სჭირდება... დემოკრატიის საწყისების ყველაზე ნათელი მაგალითი ის არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ პირველად მოხდა არჩევნების საშუალებით ხელისუფლების გადაბარება. ყველა ის სირთულეები, რასაც განვიცდით, აბსოლუტურად ბუნებრივია. შეცდომები, რასაც ახლა აშკარად ვუშვებთ,როგორც ქვეყანა და მანამდეც დავუშვით, გამოცდილების შეგროვების გარდაუვალი პროცესია. შეცდომების გარეშე სახელმძღვანელოებიდან ვერ ისწავლი დემოკრატიას. არ შეიძლება ის გადმონერგო და ამ გადმონერგილმა ხემ (დემოკრატიას ვგულისხმობ), თავისით გაიხაროს. ჩვენ ჩვენი წილი შეცდომები უნდა დავუშვათ, მაგრამ მთავარია, ამ შეცდომების შემდეგ თუ გვექნება დაკვირვების და კეთილგონიერების უნარი შეცდომები გამოცდილებად ვაქციოთ. ეს არის ჩემი ნერვიულობის ძირითადი მიზეზი... ამიტომ ისევ ვიმეორებ, რომ დღეს განსაკუთრებულად ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რაც უკვე ისტორიას ბევრჯერ უნახავს. მაგალითად, ძალიან არ მომწონს ახალი ხელისუფლების ტონი და ქმედება, ის, რომ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და ცდილობს, ოპოზიციის (გუშინდელი ხელისუფლების), როგორც პოლიტიკური ოპონენტის გაქრობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, ახალი ხელისუფლება აუცილებლად ჩიხში შევა. მას არ ეყოლება სერიოზული მაკონტროლებელი ძალა და სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდებს პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ ქვეყანას დაღუპავს... ასევე არ მომწონს ახალი ხელისუფლების ხელმძღვანელის - ბიძინა ივანიშვილის "ნარცისისტული" და უპასუხისმგებლო განცხადებები.…

- რა განცხადებებს გულისხმობთ?

- განცხადებებს იმის შესახებ, რომ იგი ცოტა ხანში დატოვებს ხელისუფლებას, წავა და ასე შემდეგ... თუ მართლა ასეა, ძალიან კარგია, ამას მივესალმები, ე.ი. ეს ადამიანი არ არის შეშლილი ძალაუფლებაზე, მაგრამ ასეთი განცხადებები ეკონომიკას, ინვესტიციების შემოდინებას ძალიან აზიანებს. ინვესტორები ისედაც ძალიან დამფრთხალი არიან. ეს ძალიან მაშფოთებს, რადგან ჩვენ ჯერ საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ღარიბიც. ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს ძალიან უჭირს. ახალგაზრდებს, ხვალინდელი დღის ბატონ-პატრონებს, არ ეძლევათ შანსი, კარგი განათლება მიიღონ, რაც დიდი ტრაგედიაა. თუ კი რაიმეს დღეს განსაკუთრებულად მუქ ფერებში ვუყურებ, ეს სასკოლო განათლებაა. იგი ბევრად უხარისხოა, ვიდრე ის მინიმალური სტანდარტი, რაც ნორმალური მომავლისათვის საკმარისი და მისაღები იქნებოდა.

- განათლების მინისტრი დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი გახლავთ და...

- ვერ დავაბრალებდი ყველაფერს მხოლოდ გიორგი მარგველაშვილს. ეს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის... დღევანდელი სამინისტროს მიერ უფასოდ სახელმძღვანელოების დარიგებას არ ვეთანხმები. ძალიან უპასუხისმგებლო, პოპულისტური ნაბიჯია. სერიოზულად დაზარალდა წიგნის ინდუსტრია, წიგნის გამოცემის საქმე და შესაბამისად ეკონომიკა. ავტორებს წიგნები გამოსტაცეს ხელიდან, ვითომცდა კანონიერად, მაგრამ სრულიად არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი წინა მინისტრს. გამართლება არ აქვს არც წინა და არც დღევანდელ მინისტრს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში.

- თქვენ ზემოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ახსენეთ... თავად პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხზე ნუ გავაკეთებთ ზედმეტ აქცენტებს, რადგან საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს... მისი თქმით, საუკეთესო მთავრობა შექმნა და ტოვებს... ეთანხმებით?

- ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი "პერფორმანსით" და ვფიქრობდე, თითქოს ძალიან კარგად მართავენ ქვეყანას. სახეზეა ძალიან ბევრი არაკომპეტენტური საქციელი, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება ძალიან ცუდ რეზულტატებში. მაგალითად, სრულიად არ მესმის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასიურობა... ამის ერთ-ერთი, სულ ახალი მაგალითია თუ როგორ ჩაატარეს სეპარატისტებმა, აფხაზეთის ოკუპაციურმა მთავრობამ "აფხაზეთის დღე" ევროპარლამენტში. ეს გამორიცხული იყო წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის პირობებში. ჩვენ ამას გავიგებდით და დავბლოკავდით. სეპარატისტებმა ისარგებლეს ეგრეთწოდებული ჩერქეზული დღით, მათი ეგიდით შეაღწიეს, ააფრიალეს თავიანთი დროშები და დაფიქსირდნენ, როგორც ლეგიტიმური თვითგამორკვევის სურვილით შეპყრობილი სახელმწიფო. ასეთი შეცდომები საქართველოს ძვირად დაუჯდება და ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა. ასევე აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის რეინტეგრაციის სამინისტროს ქმედებები და განცხადებები... დადებითად მეჩვენება და ნორმალურად მიმაჩნია რაღაც მიმართულებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა.

- რატომ?

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად ბევრი ყვირილისა, რომ კანონი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ თითქოს გასაუქმებელია, ეს კანონი დაიცვა და ეფექტურად იყენებს. სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულს მეტ-ნაკლებად ებრძვის. თუმცა, ამავე დროს ძალიან არ მომწონს შეფერხებული პროცესი ჯიჰადის კლიპების შესახებ. ეს კლიპები არაფერია თუ არა ფსიქოლოგიური ომის იარაღი, რომელიც გამოყენებულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ. კლიპი არის საჯარო ისტერიის გამომწვევი და დივერსიის ერთ-ერთი ძალიან ღია გამოვლინება. ამიტომაც გამოძიება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს... რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ჩემი აზრით, აქაც ძალიან ბუნდოვნად არის საქმე. არ შეიძლება გადაჭრით ვთქვათ, რომ აი, 13 ათასი ფარული ჩანაწერის ფირი არსებობს და აქედან გამომდინარე, ეს არის სისტემური დანაშაული. ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რას ნიშნავს - სისტემური დანაშაული... სისტემური ჩავარდნა აშკარად იყო თუ ბევრი ჩანაწერი უკანონოდ არის გაკეთებული, მაგრამ როგორც ასეთი - სისტემური დანაშაული კოდექსში არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური განცხადება მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს დღევანდელი ოპოზიციის (გუშინდელი ხელისუფლების) დემონიზაცია და შემდგომ მოსპობა.

- თქვენი კულტურის მინისტრობის პერიოდში იმართებოდა ძვირად ღირებული კონცერტები, მიუზიკლები, ჯაზ-ფესტივალები, რაც ახლა ხშირად არის წამოძახების მიზეზი...

- სრული სისულელეა.. ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანას თუ შევეხებით, უდიდესი ვარსკვლავია მსოფლიოში და ასეთი დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იაფი არ ჯდება. სტინგის მოწვევას მილიონები სჭირდება, თითო ტურნეში 5-6 მილიონს იღებს, მაგრამ ჩვენ მეათედ ფასად ჩამოვიყვანეთ. რაც შეეხება ჯაზ-ფესტივალებს, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან საუბრისათვის. ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის, აჭარისთვის, ქვეყნის ზოგადი იმიჯისთვის და ჩვენ დღეს საკმაოდ კარგი "დიპლომატები" გვყავს ჯაზურ სამყაროში. ბექა გოჩიაშვილის, ბაჩანა მძინარიშვილის და სალიოს (სალომე კორკოტაშვილი) მსგავსი ვარსკვლავები ჩვენზე უდიდეს ქვეყნებს არ ჰყოლიათ... ამიტომ არ შეიძლება ჯაზ-ფესტივალების და ასეთი ღონიძიებების "მოკვლა". მას სჭირდება სახელმწიფოსგან ისეთი პირობების შექმნა, რომელსაც მხარს დაუჭერს კერძო სექტორი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია