იორმუღანლოში გველები მომრავლდნენ

იორმუღანლოში გველები მომრავლდნენ

ზაფხულის სიცხეების მატებასთან ერთად, მოსახლეობაში ქვეწარმავლით დაკბენის შიშმაც იმატა. როგორც საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის სოფლების მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით ქვეწარმავალები მნიშვნელოვნად მომრავლდნენ, თუმცა დღემდე დაგესვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ქვეწარმავლებს ადრე იშვიათად ვხვდებოდით ეზოში, ახლა სახლებშიც შემოდიან. მინდორშიც იმდენია, ფეხს ვერ აუქცევ. უკვე რამდენიმე მოვკალით კიდეც. ალბათ, ბუნებაშიც შეიცვალა რამე და იმიტომ მომრავლდნენ. სხვა წლებში არც ასეთი დიდი ზომის და არც ამდენი გველი იყო. ჩვენს სოფელში არც ექიმია, არც სამედიცინო პუნქტი, რომ დაკბენის შემთხვევაში მივაკითხოთ. პირველადი დახმარებისთვის ვის უნდა მივმართოთ, არ ვიცი" - აცხადებენ იორმუღანლოში.

იხიელთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა