პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"
"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"

ამო­ნა­რი­დი:

გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ყვე­ლა ბრალ­დე­ბას და მი­აჩ­ნია, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვცა­დეთ იმ პი­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მას პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში ამ­ხე­ლენ.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი: - ბუ­თლი­აშ­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და პა­ტიმ­რებს: წე­რე­თელს, საყ­ვა­რე­ლი­ძეს, ზე­დე­ლაშ­ვილს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მე სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ჯე­ქი და ჩემი ხედ­ვის არე­ა­ლი შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ამი­ტომ მო­გახ­სე­ნებთ მხო­ლოდ იმას, რა­საც იმ პა­ტა­რა კო­რი­დორ­ში ვხე­დავ­დი. მე ვერ ვხე­დავ­დი, რა ხდე­ბო­და მორ­გში. ბევ­რი პა­ტი­მა­რი ერ­თსა და იმა­ვე გა­რე­მო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს: ცხვე­დი­ანს, ავთო პო­პი­აშ­ვილს, ბუ­თლი­აშ­ვილს და სხვებს ჩაჰ­ყავ­დათ პა­ტიმ­რე­ბი იქ და ხში­რად პა­ტიმ­რის სიკ­ვდი­ლი­თაც მთავ­რდე­ბო­და...

სა­მარ­ტოო სა­კან­ში გა­მო­კე­ტილ­მა გამ­სა­ხურ­დი­ამ 4-5 ფაქ­ტი ნახა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბო­და მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე? შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვოთ მო­ნა­ცე­მე­ბი, რამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი იღუ­პე­ბო­და ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი იყო ათე­უ­ლო­ბით პა­ტი­მა­რი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ 6-ჯერ შემ­ცირ­და პა­ტიმ­რე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ცი­ხე­ში. ნა­ნა­ხი მაქვს ბუ­თლი­აშ­ვი­ლი და მისი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­გორ გა­უს­წორ­დნენ საყ­ვა­რე­ლი­ძეს. შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ვი­და და ყვე­ლა პა­ტი­მარს ჩა­მო­არ­თვა გან­მარ­ტე­ბა, რომ მსგავს შემ­თხვე­ვას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ბუ­თლი­აშ­ვი­ლი თავს იმარ­თლებს, აბა რას იტყვის. ამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი ადებს ხელს, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სუფ­ლად და­დის, ეს კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბის უუ­ნა­რო­ბის შე­დე­გია. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჯა­ლა­თი, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს? ამა­ზე ლა­პა­რა­კი დღეს არ და­მი­წყია, თქვენ ეს­წრე­ბო­დით 4 წლის წინ ჩემს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და ის­მენ­დით ჩემს გან­ცხა­დე­ბებს ამ ფაქ­ტებ­ზე. არა­ვი­თა­რი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი მე არ მაქვს, უბ­რა­ლოდ, დამ­ნა­შა­ვე ჯა­ლა­თე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ.

ლადო ბე­დუ­კა­ძე, ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი: - სხვა რა უნდა თქვას? ის სის­ტე­მის პირ­ვე­ლი დამ­რტყმე­ლი ძალა იყო, მუ­ხა­ძის მარ­ჯვე­ნა ხელი. ორი ფაქ­ტი უკვე გი­თხა­რით... შე­გიძ­ლი­ათ ხა­ინ­დრა­ვაც მო­ი­ნა­ხუ­ლოთ და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ხერ­ხე­მა­ლი და­უ­ზი­ა­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო: რას პა­სუ­ხობს პა­ტიმ­რე­ბის მიერ "ცი­ხის ჯა­ლა­თად" შე­რა­ცხი­ლი გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბებ­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"

"ბუთლიაშვილი თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია"

ამონარიდი:

გოგა ბუთლიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც მას პატიმრების წამებაში ამხელენ.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პატიმარი: - ბუთლიაშვილი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს: წერეთელს, საყვარელიძეს, ზედელაშვილს. გაითვალისწინეთ, მე სამარტოო საკანში ვიჯექი და ჩემი ხედვის არეალი შეზღუდული იყო. ამიტომ მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რასაც იმ პატარა კორიდორში ვხედავდი. მე ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა მორგში. ბევრი პატიმარი ერთსა და იმავე გარემოებაზე საუბრობს: ცხვედიანს, ავთო პოპიაშვილს, ბუთლიაშვილს და სხვებს ჩაჰყავდათ პატიმრები იქ და ხშირად პატიმრის სიკვდილითაც მთავრდებოდა...

სამარტოო საკანში გამოკეტილმა გამსახურდიამ 4-5 ფაქტი ნახა და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მთელ ტერიტორიაზე? შეგიძლიათ გამოითხოვოთ მონაცემები, რამდენი პატიმარი იღუპებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დამერწმუნეთ, ასეთი იყო ათეულობით პატიმარი. არჩევნების შემდეგ 6-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა ციხეში. ნანახი მაქვს ბუთლიაშვილი და მისი რამდენიმე თანამშრომელი, როგორ გაუსწორდნენ საყვარელიძეს. შემდეგ პროკურატურის თანამშრომელი მოვიდა და ყველა პატიმარს ჩამოართვა განმარტება, რომ მსგავს შემთხვევას არ ჰქონია ადგილი. ბუთლიაშვილი თავს იმართლებს, აბა რას იტყვის. ამდენი პატიმარი ადებს ხელს, მაგრამ მაინც თავისუფლად დადის, ეს კბილაშვილის უწყების უუნარობის შედეგია. წარმოგიდგენიათ ჯალათი, რომელიც აღიარებს დანაშაულს? ამაზე ლაპარაკი დღეს არ დამიწყია, თქვენ ესწრებოდით 4 წლის წინ ჩემს სასამართლო პროცესებს და ისმენდით ჩემს განცხადებებს ამ ფაქტებზე. არავითარი პირადი ინტერესი მე არ მაქვს, უბრალოდ, დამნაშავე ჯალათები უნდა დაისაჯონ.

ლადო ბედუკაძე, ციხის ყოფილი თანამშრომელი: - სხვა რა უნდა თქვას? ის სისტემის პირველი დამრტყმელი ძალა იყო, მუხაძის მარჯვენა ხელი. ორი ფაქტი უკვე გითხარით... შეგიძლიათ ხაინდრავაც მოინახულოთ და დარწმუნდებით, რომ ხერხემალი დაუზიანა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს პატიმრების მიერ "ციხის ჯალათად" შერაცხილი გოგა ბუთლიაშვილი ბრალდებებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ