პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - სისტემა დაჭაობებული იყო და სამინისტროს გაჯანსაღება სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - სისტემა დაჭაობებული იყო და სამინისტროს გაჯანსაღება სჭირდება

სის­ტე­მა იყო და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი და ამი­ტომ სა­მი­ნის­ტროს გა­ჯან­სა­ღე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოს­ვლა სჭირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­ულ 30 სტუ­დენტს შეხ­ვდა. ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით შსს-ს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფებ­ში და­საქმდე­ბი­ან, ხოლო სხვა­დას­ხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის 110 სტუ­დენ­ტი სა­მი­ნის­ტრო­ში სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლის.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი 30 სტუ­დენ­ტი სა­მი­ნის­ტრო­ში იმუ­შა­ვებს.

"მე გთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტში ან სხვა­დას­ხვა მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბას, იმის მი­ხედ­ვით, ვის რა ინ­ტე­რე­სი აქვს. ზოგს შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰქონ­დეს ინ­ტე­რე­სი, ზოგს - უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში სურ­დეს მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. ასე­ვე არის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი და სხვა დე­პარ­ტა­მენ­ტი. მე ახლა კად­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და­ვა­ბა­რებ და თქვენ ხვა­ლი­დან უკვე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მიხ­ვალთ. უკვე შე­ვარ­ჩევთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ დე­პარ­ტა­მენტს თუ სამ­მარ­თვე­ლოს. ამავდრო­უ­ლად, ჩვენც, თქვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვექ­მნე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლი სად უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სის­ტე­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"მთე­ლი გუ­ლით მინ­და მო­გი­ლო­ცოთ, ასე უნდა მოხ­დეს სის­ტე­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა და გა­ჯან­სა­ღე­ბა. რე­ფო­რე­ბი, რაც გა­ვა­ტა­რეთ ჩემი და­ნიშ­ვნი­დან დღემ­დე, საკ­მა­რი­სი არ არის, სის­ტე­მა და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი იყო და ამი­ტომ ამას სჭირ­დე­ბა გა­ჯან­სა­ღე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოს­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 110 სტუ­დენ­ტი სა­მი­ნის­ტრო­ში სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლის და სა­უ­კე­თე­სო სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"ვფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ. კად­რებს სჭირ­დე­ბა სიფრ­თხი­ლით შერ­ჩე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­გო­რიც არის შსს. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა კად­რე­ბის შერ­ჩე­ვას. ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, მო­მა­ვალ თა­ო­ბას მი­ე­ცეს უპი­რა­ტე­სო­ბა. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და იმე­დია, თქვენც ასე შე­გიყ­ვარ­დე­ბათ. მუ­შა­ო­ბა კარ­გია, მაგ­რამ როცა იცი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბი, ორ­მა­გად და ათ­მა­გად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. გირ­ჩევ­დით, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოთ და თავი არ და­ზო­გოთ", - მი­მარ­თა მი­ნის­ტრმა სტუ­დენ­ტებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი - სისტემა დაჭაობებული იყო და სამინისტროს გაჯანსაღება სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი - სისტემა დაჭაობებული იყო და სამინისტროს გაჯანსაღება სჭირდება

სისტემა იყო დაჭაობებული და ამიტომ სამინისტროს გაჯანსაღებას თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანების შემოსვლა სჭირდება. ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსის წესით შერჩეულ 30 სტუდენტს შეხვდა. ახალგაზრდები გამოსაცდელი ვადით შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან, ხოლო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 110 სტუდენტი სამინისტროში სტაჟირებას გაივლის.

მინისტრის განცხადებით, კონკურსის წესით შერჩეული 30 სტუდენტი სამინისტროში იმუშავებს.

"მე გთავაზობთ სხვადასხვა დეპარტამენტში ან სხვადასხვა მთავარ სამმართველოში დასაქმებას, იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ზოგს შეიძლება პოლიციის მიმართულებით ჰქონდეს ინტერესი, ზოგს - უსაფრთხოების სააგენტოში სურდეს მუშაობის დაწყება. ასევე არის ანტიკორუფციული და სხვა დეპარტამენტი. მე ახლა კადრების სამმართველოს დავაბარებ და თქვენ ხვალიდან უკვე გასაუბრებაზე მიხვალთ. უკვე შევარჩევთ თქვენთვის სასურველ დეპარტამენტს თუ სამმართველოს. ამავდროულად, ჩვენც, თქვენთან გასაუბრების საფუძველზე შეგვექმნება შეხედულება, რომელი სად უფრო ეფექტური იქნებით", - აღნიშნა მინისტრმა.

ღარიბაშვილმა სისტემის გაახალგაზრდავებაზეც ისაუბრა.

"მთელი გულით მინდა მოგილოცოთ, ასე უნდა მოხდეს სისტემის გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება. რეფორები, რაც გავატარეთ ჩემი დანიშვნიდან დღემდე, საკმარისი არ არის, სისტემა დაჭაობებული იყო და ამიტომ ამას სჭირდება გაჯანსაღება, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანების შემოსვლა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 110 სტუდენტი სამინისტროში სტაჟირებას გაივლის და საუკეთესო სამინისტროში მუშაობას გააგრძელებს.

"ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. კადრებს სჭირდება სიფრთხილით შერჩევა, განსაკუთრებით ისეთ საპასუხისმგებლო სამინისტროში, როგორიც არის შსს. დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება კადრების შერჩევას. ჩემთვის პრიორიტეტულია, მომავალ თაობას მიეცეს უპირატესობა. ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმიანობა და იმედია, თქვენც ასე შეგიყვარდებათ. მუშაობა კარგია, მაგრამ როცა იცი, რას ემსახურები, ორმაგად და ათმაგად უფრო საინტერესო ხდება. გირჩევდით, ბოლომდე დაიხარჯოთ და თავი არ დაზოგოთ", - მიმართა მინისტრმა სტუდენტებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა