დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს კონტაქტური ლინზებით - ზოგი მხედველობის კორექციისთვის, ზოგიც უბრალოდ თვალის ფერის შესაცვლელად. ეს საკმაოდ კომფორტული საშუალებაა გაიუმჯობესო მხედველობა ან ცვლილებები შეიტანო შენს გარეგნობაში, თუმცა ორივე შემთხვევაში არჩევანი ხარისხის სასარგებლოდ უნდა გააკეთო. ჩვენ კი სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით...
ახალი თვალის კლინიკა - "ბალტიკ-კლინიკ", რომელიც თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა, მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. 26-დან 30 ივლისამდე, კლინიკაში მისულ პაციენტებს, კონსულტაციას ლიტვიდან და ლატვიიდან მოწვეული კონტაქტოლოგები გაუწევენ. მოწვეული სპეციალისტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად, პაციენტებს შეურჩევენ კონტაქტურ ლინზებს და ზედმიწევნით გააცნობენ ლინზებით სარგებლობის თუ მათი შენახვის წესებს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში კლინიკაში პაციენტების მიღება, წინასწარი ჩაწერით მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თვალის ახალი კლინიკა თბილისში, ლიტვური კომპანიის მიერ არის დაფუძნებული და პაციენტებს მაღალი, ევროპული ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ თვალთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს. ეფექტური დიაგნოსტირება კი ექიმს ეხმარება პაციენტს ზუსტად შეურჩიოს სათვალე და მკურნალობის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ანა კიმოთიძე, "ბალტიკ-კლინიკის" ოფთალმოლოგი: "უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში კონტაქტური ლინზები მოიხმარება. კონტაქტურ ლინზებს მომხმარებელთა ფართო სეგმენტი ჰყავს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც სარგებლობს სათვალით და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შიშის გამო უარს ამბობს, ან ფრთხილობს გამოიყენოს კონტაქტური ლინზა. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა დადებითი მხარე აქვს ლინზას სათვალესთან შედარებით. თუ ლინზას სწორად მოვიხმაროთ და დავიცავთ იმ ინსტრუქციას, რასაც კონტაქტოლოგი გვაძლევს, ლინზა ჩვენი თვალისთვის ყოვლად უსაფრთხო იქნება. პირველ რიგში, ლინზა უნდა შეგვირჩიოს ოფთალმოლოგმა . მან უნდა განსაზღვროს, არის თუ არა მიზანშეწონილი ლინზის ტარება ჩვენი თვალისთვის. ამ გადაწყვეტილებას ექიმი თვალის მდგომარეობის მიხედვით იღებს. რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული სახის დაავადებები, რომლის შემთხვევაშიც ლინზის ტარება რეკომენდებული არ არის.
- რატომ უნდა ვურჩიოთ, პაციენტს ატაროს კონტაქტური ლინზა? რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას სათვალესთან შედარებით?
- პირველ რიგში, მხედველობა კონტაქტურ ლინზასა და სათვალეში ერთმანეთისგან განსხვავდება. ლინზაში მიღებული მხედველობა როგორც ხარისხის, ასევე მხედველობის სიმახვილით, აღემატება იგივე ოპტიკური შესაძლებლობების მქონე სათვალით მიღებულ მხედველობას. ეს კი განპირობებულია იმით, რომ სათვალეს ჩვენ ვატარებთ თვალიდან გარკვეულ დისტანციაზე, მაშინ, როცა ლინზა უშუალოდ თვალზე თავსდება და ქმნის ერთიან ოპტიკურ სისტემას, რაც უკეთეს მხედველობას გვაძლევს. მეორე გარემოება ის არის, რომ ლინზაში ხედვის არეალი გვაქვს უფრო ფართო. ნებისმიერი მიმართულებით ხედვისას, მხედველობა გვრჩება ერთნაირად კარგი. სათვალეში კი ეს შესაძლებლობა შეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ადამიანი ირჩევს ლინზას - ესთეტიკური მოსაზრებაა. ამ დროს არ არსებობს ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომ სათვალე შესაძლოა არ გიხდებოდეს, ხელს გიშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათთვის, ვინც აქტიური სპორტითაა დაკავებული, კონტაქტური ლინზა შეუცვლელი საშუალებაა.
- რამდენად კომფორტულია ლინზა სარგებლობისთვის, ალბათ დიდწილად მის ხარისხზეა დამოკიდებული...
- დღეს, საქართველოს ბაზარზე უკვე გვაქვს შესაძლებლობა, შევიძინოთ საკმაოდ მაღალი ხარისხის ლინზები. მაგალითად, ჩვენი კლინიკაში არსებული ოპტიკა მომხმარებელს სთავაზობს "ჯონსონ და ჯონსონის" ლინზებს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია ე.წ. ფერადი ლინზები. ჩვენ შეგვიძლია კომპლექსურად შევთავაზოთ მომხმარებელს ფერადი ლინზა ოპტიკური მახასიათებლებით და მათ გარეშე - მხოლოდ თვალის ფერის შესაცვლელად.
- როცა ამბობთ, რომ აუცილებელია გავითვალსიწინოთ ლინზის ტარებისას ექიმის რამდენიმე რეკომენდაცია, ამაში შენახვის პირობებიც იგულისხმება?
- ლინზების შენახვის და მოხმარების წესი და ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ დავაზიანოთ თვალი, ამის თაობაზე პაციენტი ყოველთვის ინფორმირებულია ექიმისგან. აუცილებლად გასათვალისწინებელია ასევე ის ვადები, რაც ლინზის მწარმოებელს აქვს მითითებული. პაციენტი ხშირად არღვევს ვადებს და ლინზას მითითებულ დროზე მეტხანს იყენებს. ეს კი აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან მისი ხარისხი ვადის გასვლის შემდეგ მცირდება და საფრთხის შემცველი ხდება ჩვენი თვალისთვის.
- თქვენს კლინიკაში მოსულ პაციენტს რა პროცედურების გავლა მოუწევს კონტაქტური ლინზების შესარჩევად?
- ნებისმიერ მსურველს ჩვენს კლინიკაში შეუძლია მაღალი დონის, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება მიიღოს. კვალიფიციური ექიმები და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოკლე დროში განისაზღვროს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ხდება საჭირო ოპტიკური მახასიათებლის ლინზის შერჩევა. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ლინზების შეძენა პაციენტ აქვე შეუძლია. შესაბამისად, ერთი ვიზიტით, ჩვენ კლინიკაში სრული სამედიცინო სერვისის მიღებაა შესაძლებელი".
"ბალტიკ-კლინიკ" მის. თბილისი, წინამძღვრიშვილის N110
ტელ: 235-99-83
www.lenses.geR