პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ
"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ

1 ივ­ლისს მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა. 80 ათას­ზე მეტი ზა­რი­დან მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლი და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი ნინა სუბ­ლა­ტი გახ­და. ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ნი­ნას­თან ერ­თად მა­რი­კო ლეჟა­ვა და ნუკა გვა­ლია იბ­რძოდ­ნენ. ყო­ფილ კონ­კურ­სან­ტებს ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში მი­ვა­კი­თხეთ.

სამ­თვი­ა­ნი მა­რა­თო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუკა გვა­ლი­ამ, ნინა სუბ­ლატ­მა და მა­რი­კო ლეჟა­ვამ საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეს. ნუკა ბევ­რჯერ იყო აუტ­სა­ი­დე­რი. კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ნუკა ფეხ­მძი­მე­დაა. რამ­დენ­ჯერ­მე ნი­ნაც მოხ­ვდა აუტ­სა­ი­დერ­თა რი­გებ­ში და ლა­მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც და­ენგრა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­კო ლეჟა­ვას, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი­ნა­ღამ ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლის ფა­ნე­ბის "მსხვერ­პლი" გახ­და. ინ­ტერ­ვი­უმ მხი­ა­რუ­ლად ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ყო­ფი­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი დაღ­ლი­ლე­ბი და ნა­ნერ­ვი­უ­ლე­ბი ჩან­დნენ.

- გო­გო­ნე­ბო, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით რთულ სა­კონ­კურ­სო პე­რი­ოდს?

მა­რი­კო:

- პი­რა­დად მე რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ვი­ა­რე. ისეთ ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდი, რო­გო­რე­ბიც არი­ან დეჟა გო­მე­სი და "დიფ ფარ­ფლი". იან გი­ლან­მა ჩაგ­ვი­ტა­რა მას­ტერკლა­სი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ნინო ქა­თა­მა­ძის ტური. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ტურს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე კარ­გი პერ­ფორ­მან­სი მა­შინ მქონ­და. სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე. არ ვი­ცო­დი, თუ ამ ჟანრ­შიც შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა.

ნუკა:

- მი­უჩ­ვე­ვე­ლი ვი­ყა­ვი ასეთ რე­ჟიმს. თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ძილი და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ადრე მოს­ვლა მი­ჭირ­და, მერე შე­ვე­გუე (იღი­მე­ბა). ამ კონ­კურ­სმა დიდი აღი­ა­რე­ბა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­მი­ტა­ნა.

ნინა:

- რთუ­ლი გზა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემ­თვის. კონ­კურ­სში ჩემი მი­სი­ით მი­ვე­დი. მინ­დო­და, შე­ხე­დუ­ლე­ბა შე­მეც­ვა­ლა ქარ­თულ შო­უ­ბუ­იზ­ნეს­სა და მომ­ღერ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, კარ­გად გა­ვარ­თვი თავი, რად­გან ჩემი თი­თო­ე­უ­ლი გა­მოს­ვლა იყო სტე­რე­ო­ტი­პე­ბის რღვე­ვა, ჩაც­მუ­ლო­ბი­თა თუ რე­პერ­ტუ­ა­რით. ისეთ რთულ რა­ღა­ცას მოვ­კი­დე ხელი, რო­გო­რიც ბოლო გა­მოს­ვლის დროს ბი­ორ­კის სიმ­ღე­რა იყო. თა­მა­მი გა­მოს­ვლა მქონ­და პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე, რო­დე­საც სიმ­ღე­რა "თო­ხიც" შე­ვას­რუ­ლე. ბეტ ჰარ­ტის სიმ­ღე­რის დროს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობ­და, რომ ცუ­დად შე­ვას­რუ­ლე და ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში ჰარ­ტმა "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დადო ჩემი გა­მოს­ვლა და კარ­გად შე­ა­ფა­სა. რაც მთა­ვა­რია, კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­პო­ვე.

- გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლად რა გახ­სენ­დე­ბათ ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?

ნინა:

- პირ­ვე­ლი სა­კონ­კურ­სო დღე, როცა არ ვი­ცო­დი, რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და ჩემს სიმ­ღე­რას. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდი, ხალ­ხი შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რომ სმს-ლი­დე­რი არ გავ­ხდი. ბევ­რი რა­ღა­ცის დათ­მო­ბა მო­მიხ­და კონ­კურ­სის გამო.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სი იყო. თი­თო­ე­უ­ლი ნი­უ­ან­სი გათ­ვლი­ლი მქონ­და და ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებ­დი. ამ დროს სხვა რა­ღა­ცე­ბი ხან­და­ხან გვა­ვი­წყდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ნუკა:

- არც ერთი ჭორი არ მი­მაქვს გულ­თან და რთუ­ლად არა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია. თა­ნაც, ხალ­ხის კო­მენ­ტა­რებს რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, და­დე­ბი­თი ჭარ­ბობს.

- დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა შენს ტა­ტუს, რო­დე­საც მთე­ლი ზურ­გი მო­ი­ხა­ტე...

- ეს არა­ვის საქ­მე არ არის. ვი­საც თა­ვი­დან­ვე არ მოვ­წონ­დი, მათ­გან მოჰ­ყვა უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია. მათ ჩემი ფეხ­მძი­მო­ბის ტესტზეც უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს.

- შენ და ნი­ნა­საც გა­პი­რის­პი­რებ­დნენ...

- არა მარ­ტო ნი­ნას, ბო­ლოს, ირაკ­ლი რომ გა­ვარ­და, მის­მა ფა­ნებ­მა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და­მი­წე­რეს. არ ვიცი, მე რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი. ის ჩვენ­თვის პა­ტა­რა ძმა იყო.

მა­რი­კო:

- ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რო­დე­საც ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლის გაგ­დე­ბას მე მაბ­რა­ლებ­დნენ. იმ დროს ჩემ ნაც­ვლად სხვა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ნე­ბის­მი­ერს და­ა­დებ­დნენ ვე­ტოს. ბევ­რმა ვერ გა­ი­გო და მლან­ძღავ­დნენ, რომ ჩემი ბრა­ლი იყო და უნი­ჭო ვარ. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ეს კო­მენ­ტა­რე­ბი, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან მი­მაქვს. მე და ლე­ვა­ნი ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ. ერთხელ ვუ­თხა­რი, შენი ფა­ნე­ბი მერ­ჩი­ან-მეთ­ქი და მი­თხრა, და­ი­კი­დეო. შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ეს­მის, რომ ეს ფორ­მა­ტის ნა­წი­ლი იყო.

- ნიკა გვა­რა­მი­ას ფა­ვო­რი­ტო­ბაც და­გაბ­რა­ლეს.

- დიახ, თქვეს, რომ მას უნ­დო­და ჩემი დარ­ჩე­ნა და გა­მარ­ჯვე­ბა. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ჩემს მა­გივ­რად ნე­ბის­მი­ერ კონ­კურ­სანტს და­ა­დებ­დნენ ვე­ტოს.

- ნუკა და ნინა, თქვენ რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ვე­ტოს?

ნუკა:

- პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ამის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ და ძა­ლი­ან კარ­გად მო­იქ­ცნენ. გა­მი­ხარ­და, რომ მა­რი­კო დარ­ჩა, ვმე­გობ­რობთ და ჩემი ემო­ცი­ე­ბი ვი­დე­ო­შიც ჩანს.

ნინა:

- მეც გა­მი­ხარ­და, იმი­ტომ, რომ მა­რი­კო ლეჟა­ვა ჩემი და­ქა­ლია. პირ­ველ რიგ­ში, მინ­დო­და, მე გა­მე­მარ­ჯვა და შემ­დეგ, მა­რი­კოს. მისი გა­მარ­ჯვე­ბა იგი­ვე ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბო­და. ვეტო კარ­გი იყო, ვფიქ­რობ, ვინც ვი­ყა­ვით ფი­ნალ­ში, ისი­ნი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ჩვენ ის გუნ­დი ვი­ყა­ვით, ვი­საც ძა­ლი­ან გვინ­დო­და ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა და მი­ხა­რია, რომ ასე მოხ­და.

- ნინა, ახლა მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლე გვა­რი...

- რე­ა­ლუ­რად სუ­ლა­ბე­რი­ძე ვარ (იღი­მე­ბა).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ

"საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტების რთული გზა ფინალამდე და ცხოვრება კონკურსის შემდეგ

1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. 80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა. ფინალში გამარჯვებისთვის ნინასთან ერთად მარიკო ლეჟავა და ნუკა გვალია იბრძოდნენ. ყოფილ კონკურსანტებს ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე სარეპეტიციო დარბაზში მივაკითხეთ.

სამთვიანი მარათონის განმავლობაში ნუკა გვალიამ, ნინა სუბლატმა და მარიკო ლეჟავამ საკმაოდ რთული გზა გაიარეს. ნუკა ბევრჯერ იყო აუტსაიდერი. კონკურსის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნუკა ფეხმძიმედაა. რამდენჯერმე ნინაც მოხვდა აუტსაიდერთა რიგებში და ლამის პირადი ცხოვრებაც დაენგრა. რაც შეეხება მარიკო ლეჟავას, რამდენიმე კვირის წინ კინაღამ ლევან მასპინძელაშვილის ფანების "მსხვერპლი" გახდა. ინტერვიუმ მხიარულად ჩაიარა, მაგრამ ყოფილი ფინალისტები დაღლილები და ნანერვიულები ჩანდნენ.

- გოგონებო, როგორ შეაფასებდით რთულ საკონკურსო პერიოდს?

მარიკო:

- პირადად მე რთული, მაგრამ საინტერესო გზა გავიარე. ისეთ ადამიანებს შევხვდი, როგორებიც არიან დეჟა გომესი და "დიფ ფარფლი". იან გილანმა ჩაგვიტარა მასტერკლასი. მნიშვნელოვანი იყო ნინო ქათამაძის ტური. ყველაზე მეტად კი ირაკლი ჩარკვიანის ტურს გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პერფორმანსი მაშინ მქონდა. საკუთარი თავი ვიპოვე. არ ვიცოდი, თუ ამ ჟანრშიც შემეძლო სიმღერა.

ნუკა:

- მიუჩვეველი ვიყავი ასეთ რეჟიმს. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება. ძალიან მიყვარს ძილი და რეპეტიციებზე ადრე მოსვლა მიჭირდა, მერე შევეგუე (იღიმება). ამ კონკურსმა დიდი აღიარება და ხალხის სიყვარული მომიტანა.

ნინა:

- რთული გზა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის. კონკურსში ჩემი მისიით მივედი. მინდოდა, შეხედულება შემეცვალა ქართულ შოუბუიზნესსა და მომღერლებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი, რადგან ჩემი თითოეული გამოსვლა იყო სტერეოტიპების რღვევა, ჩაცმულობითა თუ რეპერტუარით. ისეთ რთულ რაღაცას მოვკიდე ხელი, როგორიც ბოლო გამოსვლის დროს ბიორკის სიმღერა იყო. თამამი გამოსვლა მქონდა პირველივე ტურზე, როდესაც სიმღერა "თოხიც" შევასრულე. ბეტ ჰარტის სიმღერის დროს, საზოგადოების ნახევარი ამბობდა, რომ ცუდად შევასრულე და ზუსტად ერთ კვირაში ჰარტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დადო ჩემი გამოსვლა და კარგად შეაფასა. რაც მთავარია, კონკურსის განმავლობაში ხალხის დიდი სიყვარული მოვიპოვე.

- განსაკუთრებით რთულად რა გახსენდებათ ამ სამი თვის განმავლობაში?

ნინა:

- პირველი საკონკურსო დღე, როცა არ ვიცოდი, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს სიმღერას. იმის მიუხედავად, რომ აუტსაიდერებში მოვხვდი, ხალხი შოკირებული იყო, რომ სმს-ლიდერი არ გავხდი. ბევრი რაღაცის დათმობა მომიხდა კონკურსის გამო.

- რას გულისხმობ?

- მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი იყო. თითოეული ნიუანსი გათვლილი მქონდა და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი. ამ დროს სხვა რაღაცები ხანდახან გვავიწყდებოდა. მაგალითად, პირადი ურთიერთობები.

ნუკა:

- არც ერთი ჭორი არ მიმაქვს გულთან და რთულად არაფერი გადამიტანია. თანაც, ხალხის კომენტარებს რომ ვაკვირდები, დადებითი ჭარბობს.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენს ტატუს, როდესაც მთელი ზურგი მოიხატე...

- ეს არავის საქმე არ არის. ვისაც თავიდანვე არ მოვწონდი, მათგან მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მათ ჩემი ფეხმძიმობის ტესტზეც უარყოფითი კომენტარები გააკეთეს.

- შენ და ნინასაც გაპირისპირებდნენ...

- არა მარტო ნინას, ბოლოს, ირაკლი რომ გავარდა, მისმა ფანებმა საშინელებები დამიწერეს. არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი. ის ჩვენთვის პატარა ძმა იყო.

მარიკო:

- ძალიან ვინერვიულე, როდესაც ლევან მასპინძელაშვილის გაგდებას მე მაბრალებდნენ. იმ დროს ჩემ ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ნებისმიერს დაადებდნენ ვეტოს. ბევრმა ვერ გაიგო და მლანძღავდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო და უნიჭო ვარ. ძალიან მეწყინა ეს კომენტარები, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. მე და ლევანი ახლო მეგობრები ვართ. ერთხელ ვუთხარი, შენი ფანები მერჩიან-მეთქი და მითხრა, დაიკიდეო. შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ეს ფორმატის ნაწილი იყო.

- ნიკა გვარამიას ფავორიტობაც დაგაბრალეს.

- დიახ, თქვეს, რომ მას უნდოდა ჩემი დარჩენა და გამარჯვება. კიდევ ვიმეორებ, ჩემს მაგივრად ნებისმიერ კონკურსანტს დაადებდნენ ვეტოს.

- ნუკა და ნინა, თქვენ როგორ შეაფასებდით ვეტოს?

ნუკა:

- პროექტის ფარგლებში ამის გამოყენება შეეძლოთ და ძალიან კარგად მოიქცნენ. გამიხარდა, რომ მარიკო დარჩა, ვმეგობრობთ და ჩემი ემოციები ვიდეოშიც ჩანს.

ნინა:

- მეც გამიხარდა, იმიტომ, რომ მარიკო ლეჟავა ჩემი დაქალია. პირველ რიგში, მინდოდა, მე გამემარჯვა და შემდეგ, მარიკოს. მისი გამარჯვება იგივე ჩემი გამარჯვება იქნებოდა. ვეტო კარგი იყო, ვფიქრობ, ვინც ვიყავით ფინალში, ისინი უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ის გუნდი ვიყავით, ვისაც ძალიან გვინდოდა ფინალში გადასვლა და მიხარია, რომ ასე მოხდა.

- ნინა, ახლა მაინც გაგვიმხილე გვარი...

- რეალურად სულაბერიძე ვარ (იღიმება).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება