სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისა და დაპყრობისთვის"
მიხეილ სააკაშვილი - "ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისა და დაპყრობისთვის"

რო­დე­საც სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი კარ­გად ნა­ქე­ი­ფა­რი და მოს­ვე­ნე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებ­და, ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი ცი­ხის სა­კან­ში ის­ხდნენ, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ყო­ფილ დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ხი­ელ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" გუ­შინ­დელ მატჩს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თა­მა­შებს მი­ე­სალ­მე­ბა, ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა ტუ­რის­ტულ და კულ­ტუ­რულ კონ­ტაქ­ტებს.

"მე ვი­ყა­ვი რამ­დენ­ჯერ­მე სა­ზღვარ­ზე, რო­დე­საც ჩემი ინ­ცი­ა­ტი­ვით ცალ­მხრი­ვად გა­ვა­მარ­ტი­ვეთ მი­მოს­ვლა რუ­სეთ­თან იმის გამო, რომ რაც მეტი ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნა­ხავს, რა მა­გა­რი ქვე­ყა­ნაა, მით ნაკ­ლე­ბი საფრ­თხე ექ­ნე­ბა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, გუ­შინ ამ მატჩზე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს რუ­სე­თის დუ­მის წევ­რი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი. "რომ ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ ფეხ­ბურ­თე­ლი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი, უფ­რო­სი თა­ო­ბის ხალ­ხს ახ­სოვს, არ­სე­ბობ­და ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლიც, მე ამას მი­ვე­სალ­მე­ბო­დი. ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი, დუ­მის წევ­რი, რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წე­რია ის, რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ომში აფხა­ზეთ­ში და დნესტრის­პი­რეთ­ში, მოლ­დო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ომში. ჩა­მო­იყ­ვა­ნეს დუ­მის დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც ხმა აქვს მი­ცე­მუ­ლი 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბი­სა და და­პყრო­ბის­თვის. იმ 2008 წელს, სა­დაც ჩვენს ჯარ­თან ერ­თად ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­ის გმი­რულ­მა ქმე­დე­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ამას მარ­თლაც ძეგლს და­უდ­გა­მენ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი. აი, ეს კაცი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს",-აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს, სა­დაც თა­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, იყო რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ახალ­გზარ­და, მათ შო­რის სამი და­ა­კა­ვეს. პრე­ზი­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა არის დევ­ნი­ლი.

"ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი და­ა­კა­ვეს იმი­სათ­ვის, რომ იქე­დან რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მეტრში ქვა­ფე­ნილ­ზე იდ­გნენ პლა­კა­ტე­ბით "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა" და "დამ­თავ­რდეს ოკუ­პა­ცია". გავ­რი­ლო­ვი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, უცეკ­ვეს, უმ­ღე­რეს, ტაშ­ფან­დუ­რი მო­უ­წყვეს გარ­შე­მო, უკა­ნა თა­თებ­ზე და­უ­ა­რეს ალ­ბათ და მა­შინ ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, იმა­ვე ღა­მეს, რო­დე­საც გავ­რი­ლო­ვი კარ­გად ნა­ქე­ი­ფა­რი და მოს­ვე­ნე­ბე­უ­ლი ის­ვე­ნებ­და სას­ტუმ­რო­ში, ცი­ხის სა­კან­ში ის­ხდნენ. მე არა მგო­ნია, რომ ეს იყოს ის, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს წინსვლას და გან­ვი­თა­რე­ბას. არა­ფე­რი არ არის უფრო პრაგ­მა­ტუ­ლი, ვიდ­რე თა­ვა­წე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა", - დას­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მიხეილ სააკაშვილი - "ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისა და დაპყრობისთვის"

მიხეილ სააკაშვილი - "ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისა და დაპყრობისთვის"

როდესაც სერგეი გავრილოვი კარგად ნაქეიფარი და მოსვენებული სასტუმროში ისვენებდა, ქართველი პატრიოტები ციხის საკანში ისხდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტის სასახლეში ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მიხიელ სააკაშვილი თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" გუშინდელ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თამაშებს მიესალმება, ასევე მიესალმება ტურისტულ და კულტურულ კონტაქტებს.

"მე ვიყავი რამდენჯერმე საზღვარზე, როდესაც ჩემი ინციატივით ცალმხრივად გავამარტივეთ მიმოსვლა რუსეთთან იმის გამო, რომ რაც მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში და ნახავს, რა მაგარი ქვეყანაა, მით ნაკლები საფრთხე ექნება რუსეთიდან საქართველოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გუშინ ამ მატჩზე ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის წევრი, სერგეი გავრილოვი. "რომ ჩამოეყვანათ ფეხბურთელი სერგეი გავრილოვი, უფროსი თაობის ხალხს ახსოვს, არსებობდა ასეთი ფეხბურთელიც, მე ამას მივესალმებოდი. ჩამოიყვანეს სერგეი გავრილოვი, დუმის წევრი, რომლის ბიოგრაფიაში წერია ის, რომ მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში აფხაზეთში და დნესტრისპირეთში, მოლდოვას წინააღმდეგ ომში. ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისა და დაპყრობისთვის. იმ 2008 წელს, სადაც ჩვენს ჯართან ერთად ჩვენი დიპლომატიის გმირულმა ქმედებამ გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა და ამას მართლაც ძეგლს დაუდგამენ მომავალი თაობები. აი, ეს კაცი ჩამოიყვანეს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სტადიონთან ახლოს, სადაც თამაში მიმდინარეობდა, იყო რამდენიმე ქართველი ახალგზარდა, მათ შორის სამი დააკავეს. პრეზიდენტის ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა არის დევნილი.

"ქართველი პატრიოტები დააკავეს იმისათვის, რომ იქედან რამდენიმე ასეულ მეტრში ქვაფენილზე იდგნენ პლაკატებით "აფხაზეთი საქართველოა" და "დამთავრდეს ოკუპაცია". გავრილოვი ჩამოიყვანეს, უცეკვეს, უმღერეს, ტაშფანდური მოუწყვეს გარშემო, უკანა თათებზე დაუარეს ალბათ და მაშინ ქართველი პატრიოტები, იმავე ღამეს, როდესაც გავრილოვი კარგად ნაქეიფარი და მოსვენებეული ისვენებდა სასტუმროში, ციხის საკანში ისხდნენ. მე არა მგონია, რომ ეს იყოს ის, რითაც საქართველო შეძლებს წინსვლას და განვითარებას. არაფერი არ არის უფრო პრაგმატული, ვიდრე თავაწეული პოლიტიკა", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა