Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
microsoft-მა სმარტფონებს პატრონის ხასიათის გამოცნობა "ასწავლა"
microsoft-მა სმარტფონებს პატრონის ხასიათის გამოცნობა "ასწავლა"

Microsoft-ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბა სმარ­ტფო­ნებს კი­დევ უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელ და გა­მო­სა­დეგ მო­წყო­ბი­ლო­ბად აქ­ცევს. კორ­პო­რა­ცია ისე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც სმარ­ტფონს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­ად­გი­ნოს მისი მფლო­ბე­ლის ხა­სი­ა­თი და ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­აგ­ზავ­ნოს ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ას უკვე აქვს სა­ხე­ლი Moodscope. ეს არის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ხა­სი­ა­თის კლა­სი­ფი­კა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით ახ­დენს: აღელ­ვე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, მო­წყე­ნი­ლო­ბა, სიმ­შვი­დე, გან­ცდა და გაბ­რა­ზე­ბა.

ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბა რამ­დე­ნი­მე მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა - ამა თუ იმ აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ზარი, მი­მო­წე­რა, ბრა­უ­ზე­რის ის­ტო­რია, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა უკვე ჩა­ა­ტა­რეს ტეს­ტე­ბი 32 მო­ხა­ლი­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და 66%-იან სი­ზუს­ტე­საც მი­აღ­წი­ეს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სი­ზუს­ტე 93%-იც კი იყო.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებ­დნენ მო­წყო­ბი­ლო­ბას და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის პა­რა­ლე­ლუ­რად, აღ­წერ­დნენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას. სმარ­ტფო­ნე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ხა­სი­ა­თი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მფლო­ბე­ლის ხა­სი­ათს და­ემ­თხვა.

რა თქმა უნდა, ასე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თგვა­რად ხელს უშ­ლის პრი­ვა­ტუ­ლო­ბას. ამას­თან, Microsoft-ი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სის­ტე­მა ადა­მი­ა­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და უბიძ­გებს, რომ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

გაბ­რა­ზე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელ­თან მა­ლე­ვე მივ­ლენ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამის შე­სა­ხებ სოც-ქსელ­ში წა­ი­კი­თხა­ვენ, ხოლო გაბ­რა­ზე­ბულ უფ­როსს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ე­რი­დე­ბი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

microsoft-მა სმარტფონებს პატრონის ხასიათის გამოცნობა "ასწავლა"

microsoft-მა სმარტფონებს პატრონის ხასიათის გამოცნობა "ასწავლა"

Microsoft-ში დარწმუნებულები არიან, რომ მომხმარებლის ხასიათის შესახებ ინფორმაციის ფლობა სმარტფონებს კიდევ უფრო მოსახერხებელ და გამოსადეგ მოწყობილობად აქცევს. კორპორაცია ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სმარტფონს საშუალებას მისცემს, დაადგინოს მისი მფლობელის ხასიათი და ავტომატურად გააგზავნოს ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

ახალ ტექნოლოგიას უკვე აქვს სახელი Moodscope. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ხასიათის კლასიფიკაციას რამდენიმე კატეგორიის მიხედვით ახდენს: აღელვება, ბედნიერება, დაძაბულობა, მოწყენილობა, სიმშვიდე, განცდა და გაბრაზება.

ადამიანის განწყობა რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით დგინდება - ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენება, ზარი, მიმოწერა, ბრაუზერის ისტორია, ადგილმდებარეობა.

მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს ტესტები 32 მოხალისის მონაწილეობით და 66%-იან სიზუსტესაც მიაღწიეს. ზოგ შემთხვევაში სიზუსტე 93%-იც კი იყო.

მოხალისეები 2 თვის განმავლობაში იყენებდნენ მოწყობილობას და მიღებული შედეგის პარალელურად, აღწერდნენ საკუთარ მდგომარეობას. სმარტფონების მიერ განსაზღვრული ხასიათი უმეტეს შემთხვევაში, მფლობელის ხასიათს დაემთხვა.

რა თქმა უნდა, ასეთი ტექნოლოგიის გამოყენება ერთგვარად ხელს უშლის პრივატულობას. ამასთან, Microsoft-ი დარწმუნებულია, რომ სისტემა ადამიანებს ურთიერთობაში დაეხმარება და უბიძგებს, რომ ერთმანეთისადმი მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

გაბრაზებულ მომხმარებელთან მალევე მივლენ მეგობრები, რომლებიც ამის შესახებ სოც-ქსელში წაიკითხავენ, ხოლო გაბრაზებულ უფროსს თანამშრომლები მოერიდებიან.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს