ირაკლი კაკაბაძემ დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავი2-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კაკაბაძის აგრესია ვლადიმერ ბედუკაძეზე დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია. ბრიფინგს ნანა კაკაბაძეც ესწრებოდა.
"შეკითხვები დასვით თემის ირგვლივ, ამაზე ცალკე ჩავატაროთ პრესკონფერენცია" - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
"შენ კაპიტალისტების მონა ხარ, თქვენ კაპიტალისტებს ემსახურებით და თქვენ ხართ კაპილატალისტების მონა. რამდენი ადამიანია უბედური, რამდენ ადამიანს ასახელებენ მუშათა კლასზე, იფიქრე, ამდენ ხალხზე იფიქრე, რა დროს ბედუკაძეა ეხლა. ეს არის კაპიტალისტების პრასტიტუტკა" - ასე მიმართა ირაკლი კაკაბაძემ რუსთავი2-ის ჟურნალისტს.
ჟურნალისტსა და ირაკლი კაკაბაძეს შორის კამათი გაგრძელდა. ჟურნალისტმა კაკაბაძეს უზრდელი უწოდა.
"უზრდელი ბებიაშენია" - უპასუხა კაკაბაძემ.