პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - "ბედუკაძის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო"
თეა წულუკიანი - "ბედუკაძის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო"

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რო­გო­რი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ი­ძებ­ნოს ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მუ­შა­ობს.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ბე­დუ­კა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

წუ­ლუ­კი­ა­ნი აცხა­დებს, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მას შემ­დეგ ნახა, რაც ეს დო­კუ­მენ­ტი სა­სა­მარ­თლო­ში მი­ი­ტა­ნეს.

"შუ­ამ­დგომ­ლო­ბას გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა გა­მორ­ჩე­ნი­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ საქ­მე ეხე­ბო­და სულ მცი­რე არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას და მაქ­სი­მუმ - წა­მე­ბას. ამ ორ ნა­წილ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი და მათ შო­რის ჩვე­ნი კა­ნო­ნი კრძა­ლავს იმას, რომ ვინ­მეს რა­ი­მე ტი­პის შე­ღა­ვა­თი გა­უ­კე­თონ, მი­თუ­მე­ტეს, ამ ხა­რის­ხის შე­ღა­ვა­თი. ამი­ტომ გა­და­ს­ა­სინ­ჯია, რო­გო­რი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა გა­მო­ი­ძებ­ნოს. მე ამა­ზე ვიცი, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მუ­შა­ობს და და­ვე­ლო­დოთ ხვა­ლინ­დელ დღეს, რა გა­მო­სა­ვალს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ. თუმ­ცა, თვი­თონ სის­ხლის სა­მარ­თლის, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ისე საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი ძა­ლი­ან ბევრ გა­სა­ქანს ამ მხრივ არ იძ­ლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, იღებს თუ არა ამ სა­კი­თხზე თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­სო­დეს არ გაქ­ცე­ვია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ასე იქ­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - "ბედუკაძის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო"

თეა წულუკიანი - "ბედუკაძის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო"

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როგორი გამოსავალი უნდა მოიძებნოს ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით, ამაზე მთავარი პროკურატურა მუშაობს.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო.

წულუკიანი აცხადებს, შუამდგომლობა მას შემდეგ ნახა, რაც ეს დოკუმენტი სასამართლოში მიიტანეს.

"შუამდგომლობას გარკვეულწილად, დასაბუთებული იყო, თუმცა გამორჩენილი იყო ის ფაქტი, რომ საქმე ეხებოდა სულ მცირე არაადამიანურ მოპყრობას და მაქსიმუმ - წამებას. ამ ორ ნაწილში საერთაშორისო სამართალი და მათ შორის ჩვენი კანონი კრძალავს იმას, რომ ვინმეს რაიმე ტიპის შეღავათი გაუკეთონ, მითუმეტეს, ამ ხარისხის შეღავათი. ამიტომ გადასასინჯია, როგორი გამოსავალი უნდა გამოიძებნოს. მე ამაზე ვიცი, რომ მთავარი პროკურატურა მუშაობს და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, რა გამოსავალს შემოგვთავაზებენ. თუმცა, თვითონ სისხლის სამართლის, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კოდექსი ძალიან ბევრ გასაქანს ამ მხრივ არ იძლევა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებს თუ არა ამ საკითხზე თავის წილ პასუხისმგებლობას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ არასოდეს არ გაქცევია პასუხისმგებლობას და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ