საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს
სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდი გან­ცხრო­მით ცხოვ­რობ­და და მას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებ­ზე 6 საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცია ჰქონ­და. მოკ­ლედ, ჩვე­ნი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­სა და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ხალ­ხის პრე­ზი­დენ­ტი ისე ცხოვ­რობ­და, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რებს ნამ­დვი­ლად შე­შურ­დე­ბო­დათ. 6 რე­ზი­დენ­ცი­ის აშე­ნე­ბას ხომ უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა და არა­ნაკ­ლე­ბი ფული - მათ შე­ნახ­ვას. თუმ­ცა, ჩვე­ნი გრძე­ლის­თვის მთა­ვა­რია, თა­ვად იყოს კარ­გად, თა­ვად ინე­ბივ­როს, ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა კი რა ხა­ნია, ცალ ფეხ­ზე ჰკი­დია.

ევ­რი­კა!!! "ქრო­ნი­კამ" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მეშ­ვი­დე რე­ზი­დენ­ცია აღ­მო­ა­ჩი­ნა. მარ­თა­ლია, ის ჯერ მშე­ნე­ბა­რეა, მაგ­რამ, როცა დას­რულ­დე­ბა, ისე­თი იქ­ნე­ბა, მი­შას გე­მოვ­ნე­ბას სრუ­ლად რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს მშე­ნე­ბა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცია ბა­გებ­ში, ე.წ. კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს, გზის პი­რას. უფრო თუ და­ვა­კონ­კრე­ტებთ, ის წყნეთ­სა და ბა­გებს შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს - "კაკ­ლე­ბი" არც წყნე­თია და არც ბა­გე­ბი. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად წყნეთს ეკუთ­ვნის. ვიდ­რე მშე­ნე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე მო­გი­თხრობთ, მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს შე­გახ­სე­ნებთ.

2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, აგ­ვის­ტოს ომამ­დე ორი­ო­დე თვით ადრე, ქარ­თუ­ლი მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს, გრი­გოლ ვა­შა­ძეს წყნეთ­სა და ბა­გებს შუა, პრეს­ტი­ჟულ ად­გი­ლას 8000 კვ.მ. მი­წის ფარ­თო­ბი აჩუ­ქა (შე­გახ­სე­ნებთ, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვა­ჟის - ნი­კო­ლო­ზის ერთ-ერთი ნათ­ლი­აა). ანა­ნი­აშ­ვილ­მა ნა­წი­ლობ­რივ უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­წის ნაკ­ვე­თი მას ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აჩუ­ქა, თა­ნაც არა 8000 კვ.მ. არა­მედ შე­და­რე­ბით მცი­რე - 1000 კვ.მ. მა­შინ­ვე აგორ­და ჭორი, რომ "კაკ­ლებ­ში" და­წყე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი მშე­ნებ­ლო­ბა ანა­ნი­აშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბო­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით, ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი ორი უზარ­მა­ზა­რი შე­ნო­ბა შენ­დე­ბო­და და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მე­ო­რე სახ­ლის მე­პატ­რო­ნის ძი­ე­ბაც და­ი­წყეს (ერ­თის მფლო­ბე­ლად ანა­ნი­აშ­ვი­ლი აღი­ა­რეს). მე­ო­რე სახ­ლის პატ­რო­ნიც მალე "აღ­მო­ა­ჩი­ნეს" - პრე­ზი­დენ­ტის ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, "გა­ირ­კვა", რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი, ერ­თმა­ნე­თის მო­მიჯ­ნა­ვედ ორ უზარ­მა­ზარ სახ­ლს აშე­ნებ­დნენ, რო­მელ­თა­გა­ნაც თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო. თუმ­ცა, ასე არ აღ­მოჩ­ნდა. "ქრო­ნი­კამ" ამ სახ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­ი­ძია და აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს უზარ­მა­ზა­რი მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტი, სხვა არა­ფე­რია, თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მშე­ნე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცია. ცხა­დია, ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს მი­ჯრით მშე­ნე­ბა­რე სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბად ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი.

საქ­მე ისაა, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი წყნეთ­ში მარ­თლა ფლობ­და 1000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს, მაგ­რამ ის ნაკ­ვე­თი მან რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ გა­ას­ხვი­სა. ეს ნაკ­ვე­თი იუ­რი­დი­ულ­მა კომ­პა­ნია "ვი­სოლ­მა" იყი­და. "ვი­სო­ლის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მე­პატ­რო­ნე კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლია. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ იმ ფაქტს, რომ და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად ჩნდე­ბო­და ამ რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და მისი ცნო­ბა იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, მა­შინ ცხა­დი ხდე­ბა, რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს ის და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ამ სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბად. მარ­თლაც, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი აქ უბ­რა­ლოა.

მისი მთე­ლი "და­ნა­შა­უ­ლი" ის არის, რომ "ვი­სოლს" 1000 კვ.მ მიწა მიჰ­ყი­და და მის ყო­ფილ მი­წის ნაკ­ვეთ­ში შენ­დე­ბა რე­ზი­დენ­ცია. ამ 8000 კვ.მ მი­წი­დან კი­დევ 1000 კვ.მ ერთ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას ეკუთ­ვნო­და - კახი კა­ლა­ძე­მაც "ვი­სოლს", ანუ და­ვით სა­ა­კაშ­ვილს მიჰ­ყი­და თა­ვი­სი ნაკ­ვე­თი. და­ნარ­ჩე­ნი 6000 კვ.მ კი და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი, წყნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შე­ი­ძი­ნა.

თუმ­ცა მთა­ვა­რი წინ არის. უკვე 4 წე­ლია, იმ 8000 კვ.მ მი­წის ფარ­თობ­ზე გა­მა­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ქრო­ნი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ რე­ა­ლუ­რად ორი 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი შენ­დე­ბა, რო­მელ­თაც კი­დევ 2 სარ­თუ­ლი მი­წა­ში ექ­ნე­ბათ. ერთი სახ­ლი 3000 კვ.მ ფარ­თობ­ზე შენ­დე­ბა, მე­ო­რე - და­ნარ­ჩენ 5000 კვ.მ-ზე. სახ­ლებს ცალ-ცალ­კე შე­სას­ვლე­ლე­ბი აქვს, თუმ­ცა, ისი­ნი ერთ სა­ხუ­რავ­შია მოქ­ცე­უ­ლი და ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ი­თაც ებ­მის ერ­თმა­ნეთს. ამას­თა­ნა­ვე, ორი­ვე სახ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და დი­ზა­ი­ნით შენ­დე­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთ რე­ზი­დენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.

იქ და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ამ მშე­ნებ­ლო­ბას თა­ვის დრო­ზე და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტის ძმა დღე­საც ხში­რად მი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მარ­ცხი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა ეწუ­რე­ბა, ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის გა­მა­ლე­ბუ­ლი ტემ­პი ერთი წა­მი­თაც არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, აქ ჩნდე­ბო­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ შეფ­თან, ლე­ვან მხე­ი­ძეს­თან, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და გივი თარ­გა­მა­ძეს­თან ერ­თად. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ამ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უფრო ხში­რად ლე­ვან მხე­ი­ძე მო­დი­ო­და. მუ­შებს აქ კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია და მისი მო­ად­გი­ლე, სოსო თო­ფუ­რი­ძეც არა­ერ­თხელ შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. მუ­შე­ბის­ვე თქმით, თა­ვის დრო­ზე, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის "ცენ­ტრ პო­ინ­ტი", მარ­თა­ლია, კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვად არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ორი­ვე სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას და ის ტექ­ნი­კა დღემ­დე არა­ვის წა­უ­ღია. სა­ვა­რა­უ­დოდ, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მეს­ვე­უ­რებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად გა­კოტ­რე­ბი­სა, თა­ვის დრო­ზე "ვე­ღარ შეჰ­ბე­დეს" პრე­ზი­დენ­ტის ძმა­სა და კე­ზე­რაშ­ვილს ასი­ა­თა­სო­ბით ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის უკან გა­მორ­თმე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის საწ­ვა­ვით მო­მა­რა­გე­ბას, ამას მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე "ვი­სო­ლი" უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მუ­შე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცია, იტა­ლი­ელ­მა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა და­აპ­რო­ექ­ტეს. კერ­ძოდ, მი­კე­ლე დე ლუ­კის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­მა კომ­პა­ნია "პერ­მა სტე­ლი­ზამ". ეს ის მი­კე­ლე დე ლუ­კია, რო­მელ­მაც მე­ტეხ­თან, მტკვარ­ზე გა­დე­ბუ­ლი შუ­შის ხიდი და­აპ­რო­ექ­ტა და რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად "მშვი­დო­ბის ხიდი" უწო­დეს, ხალ­ხი კი "ოლ­ვე­ის ულტრას" ეძა­ხის.

მი­კე­ლე დე ლუ­კის კომ­პა­ნი­ის იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, რო­გორც მუ­შებ­მა მი­თხრეს, და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე­ში ერთხელ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ თბი­ლის­ში, რამ­დე­ნი­მე დღე მშე­ნებ­ლო­ბას დას­ტრი­ა­ლებ­დნენ, მშე­ნებ­ლებს მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­დნენ და უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ბო­ლოს იტა­ლი­ე­ლე­ბი შარ­შან, მა­ის­ში ყო­ფი­ლან თბი­ლის­ში უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­გან­გე­ბო მოწ­ვე­ვით. სა­ა­კაშ­ვილს მშე­ნე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ი­ის ერთი ფლი­გე­ლი აღარ მოს­წო­ნე­ბია, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გეგ­მა­ში ყო­ფი­ლა და გეგ­მის გა­და­კე­თე­ბა მო­უნ­დო­მე­ბია - ამ ფლი­გე­ლის მონ­გრე­ვა და სხვაგ­ვა­რად აშე­ნე­ბა. იტა­ლი­ე­ლებ­საც სხვა რა გზა ჰქონ­დათ, ად­გნენ და მთე­ლი ოთხი სარ­თუ­ლი მო­ან­გრე­ვი­ნეს, პრო­ექ­ტში დამ­კვე­თის ახი­რე­ბი­სა­მებრ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს. ამ პრო­ცესს, ფლი­გე­ლის მონ­გრე­ვას, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია თურ­მე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეს­წრე­ბოდ­ნენ. მუ­შე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იქ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მცი­რე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ბიძ­გი და მთე­ლი რე­ზი­დენ­ცია ჩა­მო­იშ­ლე­ბო­და, ამი­ტომ მუ­შე­ბი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­დნენ ამ ფლი­გელს, თუმ­ცა, მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის არა­ვის გა­და­უხ­დია. შარ­შან­დე­ლი მა­ი­სის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

ახლა იმის შე­სა­ხებ, რა­ტომ შენ­დე­ბა ერთი რე­ზი­დენ­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თმა­ნე­თის­გან სა­მო­უ­კი­დე­ბელ 2 სახ­ლად, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ხუ­რა­ვი­თა და ერთი დიდი ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ით არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მუ­შე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის იდეა ყო­ფი­ლა. რე­ზი­დენ­ცი­ის ერთი ნა­წი­ლი, უფრო მცი­რეა, რო­მე­ლიც 3000 კვ.მ-ზე შენ­დე­ბა და ის მი­შას სა­ცხოვ­რებ­ლად ნდო­მე­ბია, ხოლო მე­ო­რე, რო­მელ­მაც 5000 კვ.მ მო­იც­ვა, სას­ტუმ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა. მოკ­ლედ, მი­შას მარ­თლა დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბო­და, ექ­ვსი რე­ზი­დენ­ცია არ იმ­ყო­ფი­ნა და წყნეთ­შიც იშე­ნებ­და მეშ­ვი­დეს, მა­ღა­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა­საც აპი­რებ­და და რე­ზი­დენ­ცი­ის "პა­ტა­რა სახ­ლში" ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა­საც. არ და­ა­ცა­დეს სა­წყალს, თო­რემ დიდი სურ­ვი­ლი ჰქო­ნია, რომ ეს ყო­ფი­ლი­ყო მისი, ასე ვთქვათ, მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცია, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად იცხოვ­რებ­და და სა­ი­და­ნაც სამ­სა­ხურ­ში - ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ივ­ლი­და.

და­ზუს­ტე­ბით ძნე­ლია იმის თქმა, რამ­დე­ნი დაჯ­დე­ბა ამ რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა. თა­ვად იქ და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რე­ზი­დენ­ცი­ის ორი­ვე - დიდი და პა­ტა­რა სახ­ლე­ბის მარ­ტო აშე­ნე­ბა, 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯდე­ბა. პრინ­ციპ­ში, ამ­ხე­ლა ხარ­ჯი შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ორი­ვე სახ­ლის 4-4 სარ­თუ­ლის გარ­და, მი­წის ქვეშ კი­დევ 2-2 სარ­თუ­ლი შენ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის, რომ ეს 3 მი­ლი­ო­ნი 12 სარ­თუ­ლის აშე­ნე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. ისიც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ამ რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხი­საა და მათი დიდი ნა­წი­ლი უცხო­ე­თი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი რე­ზი­დენ­ცი­ის ე.წ. შავი კარ­კა­სის მშე­ნებ­ლო­ბა ჯდე­ბა. მთლი­ა­ნად რე­ზი­დენ­ცია კი - 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. და­ნარ­ჩე­ნი 5 მი­ლი­ო­ნი 12 სარ­თუ­ლის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე რე­მონ­ტის­თვის, 12 სარ­თუ­ლის ასე­ვე უკა­ნას­კნე­ლი მო­დის ავე­ჯი­თა და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბით მო­წყო­ბა-გა­ფორ­მე­ბის­თვის, ეზოს მო­წყო­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მოკ­ლედ, წყნე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მთლი­ა­ნად 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ ცხა­დია, სა­ა­კაშ­ვილს და­ა­ცა­დეს და მისი აშე­ნე­ბა და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს, როცა ის პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა. მუ­შე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ამ 8 მი­ლი­ონ დო­ლარ­ში შე­დის იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, მი­კე­ლე დე ლუ­კის ჰო­ნო­რა­რიც. მათ­თვის უნ­ცო­ბია, თუ რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა დე ლუ­კის, მაგ­რამ ის კი სმე­ნი­ათ, რომ იტა­ლი­ე­ლი მე­ტად კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ნი­ლა გა­სამ­რჯე­ლო­თი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყნე­თის რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი მთლი­ა­ნად სამ­თავ­რო­ბო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო­ფო­და. მარ­თა­ლია, ამ სამ­სა­ხუ­რის დიდი ნა­წი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მე­ურ­ვე­ო­ბას გა­მო­ე­ყო და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ ამ სამ­სა­ხუ­რის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დიდ ნა­წილს, დღემ­დე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს. ამ გრი­ფის მოხ­სნა კი სა­გან­გე­ბო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმე­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტე­რესს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ებ­ში გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­საც მი­ი­ღებს, გრიფ "სა­ი­დუმ­ლო­საც" ახ­სნის სამ­თავ­რო­ბო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­წე­ულ ხარ­ჯებს და ამის შემ­დეგ, იმა­საც გა­ვი­გებთ დე­ტა­ლუ­რად, რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა დღემ­დე წყნე­თის ახალ, მეშ­ვი­დე საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მთლი­ა­ნად რა უნდა დაჯ­დეს მისი მშე­ნებ­ლო­ბა და სა­ა­კაშ­ვილ­მა ჰო­ნო­რა­რის სა­ხით რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­და თა­ვის საყ­ვა­რელ არ­ქი­ტექ­ტორს - მი­კე­ლე დე ლუ­კის.

ხა­თუ­ნა ელ­ბა­ქი­ძე

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს

სააკაშვილი წყნეთში მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციას იშენებს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი განცხრომით ცხოვრობდა და მას საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე 6 საპრეზიდენტო რეზიდენცია ჰქონდა. მოკლედ, ჩვენი გაუბედურებული ქვეყნისა და გაღატაკებული ხალხის პრეზიდენტი ისე ცხოვრობდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მეთაურებს ნამდვილად შეშურდებოდათ. 6 რეზიდენციის აშენებას ხომ უზარმაზარი თანხები სჭირდება და არანაკლები ფული - მათ შენახვას. თუმცა, ჩვენი გრძელისთვის მთავარია, თავად იყოს კარგად, თავად ინებივროს, ხალხი და ქვეყანა კი რა ხანია, ცალ ფეხზე ჰკიდია.

ევრიკა!!! "ქრონიკამ" მიხეილ სააკაშვილის მეშვიდე რეზიდენცია აღმოაჩინა. მართალია, ის ჯერ მშენებარეა, მაგრამ, როცა დასრულდება, ისეთი იქნება, მიშას გემოვნებას სრულად რომ დააკმაყოფილებს. ეს მშენებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია ბაგებში, ე.წ. კაკლების დასახლებაში მდებარეობს, გზის პირას. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ის წყნეთსა და ბაგებს შორის ტერიტორიაზე მდებარეობს - "კაკლები" არც წყნეთია და არც ბაგები. თუმცა, ოფიციალურად წყნეთს ეკუთვნის. ვიდრე მშენებარე რეზიდენციაზე მოგითხრობთ, მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს შეგახსენებთ.

2008 წლის გაზაფხულზე, აგვისტოს ომამდე ორიოდე თვით ადრე, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილსა და მის მეუღლეს, გრიგოლ ვაშაძეს წყნეთსა და ბაგებს შუა, პრესტიჟულ ადგილას 8000 კვ.მ. მიწის ფართობი აჩუქა (შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის - ნიკოლოზის ერთ-ერთი ნათლიაა). ანანიაშვილმა ნაწილობრივ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი მას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ აჩუქა, თანაც არა 8000 კვ.მ. არამედ შედარებით მცირე - 1000 კვ.მ. მაშინვე აგორდა ჭორი, რომ "კაკლებში" დაწყებული უზარმაზარი მშენებლობა ანანიაშვილს უკავშირდებოდა. ამ ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის მსგავსი ორი უზარმაზარი შენობა შენდებოდა და ჟურნალისტებმა მეორე სახლის მეპატრონის ძიებაც დაიწყეს (ერთის მფლობელად ანანიაშვილი აღიარეს). მეორე სახლის პატრონიც მალე "აღმოაჩინეს" - პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი. საბოლოოდ, "გაირკვა", რომ ნინო ანანიაშვილი და დავით სააკაშვილი, ერთმანეთის მომიჯნავედ ორ უზარმაზარ სახლს აშენებდნენ, რომელთაგანაც თითოეულის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარი იყო. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. "ქრონიკამ" ამ სახლებთან დაკავშირებით ინფორმაციები მოიძია და აღმოჩნდა, რომ ეს უზარმაზარი მშენებარე ობიექტი, სხვა არაფერია, თუ არა მიხეილ სააკაშვილის მშენებარე რეზიდენცია. ცხადია, ისიც გავარკვიეთ, რატომ მიიჩნიეს მიჯრით მშენებარე სახლების მეპატრონეებად ნინო ანანიაშვილი და დავით სააკაშვილი.

საქმე ისაა, რომ ნინო ანანიაშვილი წყნეთში მართლა ფლობდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგრამ ის ნაკვეთი მან რამდენიმე წლის წინათ გაასხვისა. ეს ნაკვეთი იურიდიულმა კომპანია "ვისოლმა" იყიდა. "ვისოლის" არაოფიციალური მეპატრონე კი, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილია. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ დავით სააკაშვილი ხშირად ჩნდებოდა ამ რეზიდენციის მშენებლობაზე და მისი ცნობა იქ მომუშავე ადამიანებს არ გაუჭირდებოდათ, მაშინ ცხადი ხდება, რატომ მიიჩნიეს ის და ნინო ანანიაშვილი ამ სახლების მეპატრონეებად. მართლაც, ნინო ანანიაშვილი აქ უბრალოა.

მისი მთელი "დანაშაული" ის არის, რომ "ვისოლს" 1000 კვ.მ მიწა მიჰყიდა და მის ყოფილ მიწის ნაკვეთში შენდება რეზიდენცია. ამ 8000 კვ.მ მიწიდან კიდევ 1000 კვ.მ ერთ ცნობილ პიროვნებას ეკუთვნოდა - კახი კალაძემაც "ვისოლს", ანუ დავით სააკაშვილს მიჰყიდა თავისი ნაკვეთი. დანარჩენი 6000 კვ.მ კი დავით სააკაშვილმა ადგილობრივი, წყნეთის მოსახლეობისგან შეიძინა.

თუმცა მთავარი წინ არის. უკვე 4 წელია, იმ 8000 კვ.მ მიწის ფართობზე გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. "ქრონიკის" ინფორმაციით, აქ რეალურად ორი 4-სართულიანი სახლი შენდება, რომელთაც კიდევ 2 სართული მიწაში ექნებათ. ერთი სახლი 3000 კვ.მ ფართობზე შენდება, მეორე - დანარჩენ 5000 კვ.მ-ზე. სახლებს ცალ-ცალკე შესასვლელები აქვს, თუმცა, ისინი ერთ სახურავშია მოქცეული და ბეტონის კონსტრუქციითაც ებმის ერთმანეთს. ამასთანავე, ორივე სახლი განსხვავებული არქიტექტურითა და დიზაინით შენდება, მაგრამ სინამდვილეში ერთ რეზიდენციას წარმოადგენს.

იქ დასაქმებული მუშები საუბრობენ, რომ ამ მშენებლობას თავის დროზე დავით სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პრეზიდენტის ძმა დღესაც ხშირად მიდის მშენებლობაზე. მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" მარცხისა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება, ამ საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამალებული ტემპი ერთი წამითაც არ შეჩერებულა. დავით კეზერაშვილი, ყოფილი ხელისუფლების არალეგალური ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი, აქ ჩნდებოდა ფინანსური პოლიციის ყოფილ შეფთან, ლევან მხეიძესთან, ვანო მერაბიშვილთან და გივი თარგამაძესთან ერთად. ბოლო პერიოდში, ამ მშენებლობაზე უფრო ხშირად ლევან მხეიძე მოდიოდა. მუშებს აქ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და მისი მოადგილე, სოსო თოფურიძეც არაერთხელ შეუმჩნევიათ. მუშებისვე თქმით, თავის დროზე, მშენებლობის პროცესში ჩართული იყო რუსუდან კერვალიშვილის "ცენტრ პოინტი", მართალია, კერვალიშვილი თავად არ გამოჩენილა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ, "ცენტრ პოინტის" სამშენებლო ტექნიკა უსასყიდლოდ ემსახურებოდა ორივე სახლის მშენებლობას და ის ტექნიკა დღემდე არავის წაუღია. სავარაუდოდ, "ცენტრ პოინტის" მესვეურებმა, მიუხედავად გაკოტრებისა, თავის დროზე "ვეღარ შეჰბედეს" პრეზიდენტის ძმასა და კეზერაშვილს ასიათასობით ევროს ღირებულების ტექნიკის უკან გამორთმევა. რაც შეეხება სამშენებლო ტექნიკის საწვავით მომარაგებას, ამას მშენებლობის დაწყებიდან დღემდე "ვისოლი" უზრუნველყოფს.

მუშები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო რეზიდენცია, იტალიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. კერძოდ, მიკელე დე ლუკის არქიტექტურულმა კომპანია "პერმა სტელიზამ". ეს ის მიკელე დე ლუკია, რომელმაც მეტეხთან, მტკვარზე გადებული შუშის ხიდი დააპროექტა და რომელსაც ოფიციალურად "მშვიდობის ხიდი" უწოდეს, ხალხი კი "ოლვეის ულტრას" ეძახის.

მიკელე დე ლუკის კომპანიის იტალიელი არქიტექტორები, როგორც მუშებმა მითხრეს, დაახლოებით ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ თბილისში, რამდენიმე დღე მშენებლობას დასტრიალებდნენ, მშენებლებს მითითებებს აძლევდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ბოლოს იტალიელები შარშან, მაისში ყოფილან თბილისში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მოწვევით. სააკაშვილს მშენებარე რეზიდენციიის ერთი ფლიგელი აღარ მოსწონებია, რომელიც თავდაპირველად არქიტექტურულ გეგმაში ყოფილა და გეგმის გადაკეთება მოუნდომებია - ამ ფლიგელის მონგრევა და სხვაგვარად აშენება. იტალიელებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ადგნენ და მთელი ოთხი სართული მოანგრევინეს, პროექტში დამკვეთის ახირებისამებრ ცვლილებები შეიტანეს. ამ პროცესს, ფლიგელის მონგრევას, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია თურმე თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ. მუშები აცხადებენ, რომ იქ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება გამორიცხული იყო, მცირე გაუთვალისწინებელი ბიძგი და მთელი რეზიდენცია ჩამოიშლებოდა, ამიტომ მუშები 4 დღის განმავლობაში ანგრევდნენ ამ ფლიგელს, თუმცა, მათთვის დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის არავის გადაუხდია. შარშანდელი მაისის შემდეგ, იტალიელი არქიტექტორები მშენებლობაზე აღარ გამოჩენილან.

ახლა იმის შესახებ, რატომ შენდება ერთი რეზიდენცია, ფაქტობრივად, ერთმანეთისგან სამოუკიდებელ 2 სახლად, რომლებიც მხოლოდ სახურავითა და ერთი დიდი ბეტონის კონსტრუქციით არიან გაერთიანებული. მუშები ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის იდეა ყოფილა. რეზიდენციის ერთი ნაწილი, უფრო მცირეა, რომელიც 3000 კვ.მ-ზე შენდება და ის მიშას საცხოვრებლად ნდომებია, ხოლო მეორე, რომელმაც 5000 კვ.მ მოიცვა, სასტუმრო დანიშნულებისაა. მოკლედ, მიშას მართლა დიდი იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩებოდა, ექვსი რეზიდენცია არ იმყოფინა და წყნეთშიც იშენებდა მეშვიდეს, მაღალი სტუმრების მიღებასაც აპირებდა და რეზიდენციის "პატარა სახლში" ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებასაც. არ დააცადეს საწყალს, თორემ დიდი სურვილი ჰქონია, რომ ეს ყოფილიყო მისი, ასე ვთქვათ, მუდმივი საცხოვრებელი რეზიდენცია, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა და საიდანაც სამსახურში - ავლაბრის რეზიდენციაში ივლიდა.

დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, რამდენი დაჯდება ამ რეზიდენციის მშენებლობა. თავად იქ დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ რეზიდენციის ორივე - დიდი და პატარა სახლების მარტო აშენება, 3 მილიონი დოლარი ჯდება. პრინციპში, ამხელა ხარჯი შესაძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორივე სახლის 4-4 სართულის გარდა, მიწის ქვეშ კიდევ 2-2 სართული შენდება. საბოლოოდ გამოდის, რომ ეს 3 მილიონი 12 სართულის აშენებას მოხმარდება. ისიც გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი სამშენებლო მასალა, რომელიც ამ რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, განსაკუთრებული ხარისხისაა და მათი დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოიტანეს. შეგახსენებთ, რომ 3 მილიონი დოლარი რეზიდენციის ე.წ. შავი კარკასის მშენებლობა ჯდება. მთლიანად რეზიდენცია კი - 8 მილიონი დოლარი. დანარჩენი 5 მილიონი 12 სართულის მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის, ულტრათანამედროვე რემონტისთვის, 12 სართულის ასევე უკანასკნელი მოდის ავეჯითა და სხვადასხვა აქსესუარებით მოწყობა-გაფორმებისთვის, ეზოს მოწყობისთვის არის განკუთვნილი. მოკლედ, წყნეთის საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობისთვის მთლიანად 8 მილიონი დოლარია განსაზღვრული, თუ ცხადია, სააკაშვილს დააცადეს და მისი აშენება დაასრულებინეს, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნება. მუშები აცხადებენ, რომ ამ 8 მილიონ დოლარში შედის იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის ჰონორარიც. მათთვის უნცობია, თუ რამდენი გადაუხადა სააკაშვილმა დე ლუკის, მაგრამ ის კი სმენიათ, რომ იტალიელი მეტად კმაყოფილი დარჩენილა გასამრჯელოთი.

მიხეილ სააკაშვილის წყნეთის რეზიდენციის მშენებლობის ხარჯები მთლიანად სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა. მართალია, ამ სამსახურის დიდი ნაწილი, პრეზიდენტის მეურვეობას გამოეყო და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, მაგრამ ამ სამსახურის ფინანსური დოკუმენტაციის დიდ ნაწილს, დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს. ამ გრიფის მოხსნა კი საგანგებო საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდ ინტერესს მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციებში გახარჯული თანხების შესახებ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებასაც მიიღებს, გრიფ "საიდუმლოსაც" ახსნის სამთავრობო დაცვის სამსახურიდან გაწეულ ხარჯებს და ამის შემდეგ, იმასაც გავიგებთ დეტალურად, რეალურად რამდენი დაიხარჯა დღემდე წყნეთის ახალ, მეშვიდე საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობაზე, მთლიანად რა უნდა დაჯდეს მისი მშენებლობა და სააკაშვილმა ჰონორარის სახით რამდენი გადაუხადა თავის საყვარელ არქიტექტორს - მიკელე დე ლუკის.

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია