პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია
მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში რუ­სე­თის სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატ სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ვი­ზიტს აპ­რო­ტეს­ტებს და მას მტერს უწო­დებს. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­თათ­ბი­როს აღ­ნიშ­ნულ დე­პუ­ტატს 2008 წელს ხმა სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბის­თვის აქვს მი­ცე­მუ­ლი.

"ის, რაც გუ­შინ მოხ­და "თბი­ლი­სის დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და საფრ­თხე­ბის წი­ნა­შე ვართ და რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს, თუ ეს გაგ­რძელ­დე­ბა. მე პი­რა­დად მი­ვე­სალ­მე­ბი და პო­ზი­ტი­ურ მოვ­ლე­ნად მი­ვიჩ­ნევ ასეთ მატ­ჩებს - მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ცალ­მხრი­ვად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი­ყო სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, როცა არის კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, მაგ­რამ გუ­შინ (და­ვა­ნე­ბოთ თავი იმას, რა ლო­ზუნ­გე­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი) სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც ხმა აქვს მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ნა­წევ­რე­ბის­თვის, აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. ეს კაცი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და აფხა­ზე­თის ომში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ტი­უ­რად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და პრაქ­ტი­კუ­ლად არის სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი, ერთ-ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ ერ­თია, როცა ქვე­ყა­ნა­ში უშ­ვებ ტუ­რისტს, სპორ­ტსმენს და მე­ო­რე - სა­ქარ­თვე­ლოს მტერს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის კონ­ტექ­სტში, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი მი­იჩ­ნევს, რომ "დი­ნა­მო არე­ნას" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია "100 %-ით გა­მარ­თლე­ბუ­ლი" იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"რა თქმა უნდა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუკი გვაქვს ღირ­სე­ბა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, ამი­ტომ მინ­და ძა­ლი­ან მკაც­რად დავ­გმო ჩვე­ნი სა­სა­ზღვრო უწყე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მი­ნის­ტრის საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც და­უშ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მტრის ჩა­მოს­ვლა და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მე­ო­რე - სტა­დი­ონ­თან მი­სუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვით აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ სუ­ბი­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძალა და აღ­კვე­თეს მათი კონ­სი­ტუ­ტი­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, გა­ე­მარ­თათ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია. საქ­მე გვქონ­და პო­ლი­ცი­ის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის ქმე­დე­ბას­თან. ვთხოვ და ვა­ვა­ლებ ღა­რი­ბაშ­ვილს, რომ ეს ხალ­ხი იყოს გაშ­ვე­ბუ­ლი. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ქვე­ყა­ნა ჩა­ლი­თაა და­ხუ­რუ­ლი, არ­სე­ბობს რა­ღაც წე­სე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ უნდა და­იც­ვას", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია

მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ჩამოიყვანეს დუმის დეპუტატი, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებს და მას მტერს უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "დინამო არენაზე" მომხდარ ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, სათათბიროს აღნიშნულ დეპუტატს 2008 წელს ხმა საქართველოს დაქუცმაცებისთვის აქვს მიცემული.

"ის, რაც გუშინ მოხდა "თბილისის დინამოს" სტადიონზე ძალიან ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, რა გამოწვევებისა და საფრთხების წინაშე ვართ და რა რისკები არსებობს, თუ ეს გაგრძელდება. მე პირადად მივესალმები და პოზიტიურ მოვლენად მივიჩნევ ასეთ მატჩებს - მე ვიყავი ინიციატორი, რომ რუსი ტურისტებისთვის ცალმხრივად გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი საქართველოში. მე კმაყოფილი ვარ, როცა არის კულტურული და სპორტული კონტაქტები, მაგრამ გუშინ (დავანებოთ თავი იმას, რა ლოზუნგებით ჩამოვიდნენ გულშემატკივრები) საქართველოში ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ჩვენი ქვეყნის დანაწევრებისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობისთვის. ეს კაცი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და პრაქტიკულად არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი საქართველოს დაქუცმაცების მცდელობაზე. ამიტომ ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორე - საქართველოს მტერს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების მიერ გამართული საპროტესტო აქცია "100 %-ით გამართლებული" იყო. მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების შემოშვება არ შეიძლება, თუკი გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ჩამოსვლა და თავისუფლად გადაადგილება ჩვენს ტერიტორიაზე. მეორე - სტადიონთან მისული იყო ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც კანონის და კონსტიტუციის დაცვით აპროტესტებდა ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა და აღკვეთეს მათი კონსიტუტიციური უფლება, გაემართათ მშვიდობიანი აქცია. საქმე გვქონდა პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან. ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი იყოს გაშვებული. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა