Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საყვარელიძე - არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმიდან თავის დაძვრენა გაუჭირდება
დავით საყვარელიძე - არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმიდან თავის დაძვრენა გაუჭირდება

უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლადო ბე­დუ­კა­ძის საქ­მის გა­და­ხედ­ვა იმ­დე­ნად რთულ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რას უკავ­შირ­დე­ბა, რომ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან "თა­ვის დაძ­ვრე­ნა" ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლოს მიერ, მას დღეს აქვს სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის ძალა, რომ­ლის გა­და­ხედ­ვაც და გა­უქ­მე­ბაც თა­ვად სა­სა­მარ­თლოს მიერ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა საქ­მის გა­და­ხედ­ვის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

საყ­ვა­რე­ლი­ძის მტკი­ცე­ბით, დაშ­ვე­ბუ­ლია, რო­გორც ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი.

"რო­გორც ჩანს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­ტა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდიდ­ნენ და საქ­მის კურ­სში არ აყე­ნებ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან არ იცო­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვარ პრო­კუ­რორს აქვს უფ­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, მაგ­რამ აქ არის ერთი მთა­ვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი - ეს არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, როცა საქ­მე გვაქვს წა­მე­ბას­თან. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში წა­მე­ბის მუხ­ლი სა­გან­გე­ბოდ ჩა­ი­დო, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და კონ­ვენ­ცი­ე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან მკაც­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც გა­მო­ნაკ­ლისს უშ­ვებს. ბე­დუ­კა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და ის, რომ მას ისე, რომ ბრა­ლიც კი არ უღი­ა­რე­ბია, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­უ­ფორმ­და. ეს სა­სა­მარ­თლომ და­ამ­ტკი­ცა, რა­საც დღეს სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის ძალა აქვს, ანუ ბე­დუ­კა­ძე სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან. არ ვიცი, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კბი­ლაშ­ვილ­მა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იძ­ვრი­ნოს თავი. არ ვიცი, რა გა­მოდ­გე­ბა საქ­მე­ში ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ გა­რე­მო­ე­ბად, რო­მე­ლიც საქ­მის გა­და­სინ­ჯვის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რო­გორ გა­მო­ვა, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ასე­ვე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის არ­დამ­ტკი­ცე­ბის ან გა­და­ხედ­ვის უფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს აქვს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და იძუ­ლე­ბას, თუ მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი არ გა­ნუ­მარ­ტეს, ან ად­გი­ლი გქონ­და მო­ტყუ­ე­ბას, და­ში­ნე­ბას, ცე­მას, რაც ბე­დუ­კა­ძის შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა. პი­რი­ქით, ის სრუ­ლად სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამი­ტომ ძა­ლი­ან რთულ და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. ვთვლი, რომ კბი­ლაშ­ვილ­მა უნდა აი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან მან კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნა, რის­თვი­საც რი­გით პრო­კუ­რორს და გა­მომ­ძი­ე­ბელს უმ­კაც­რე­სად დას­ჯიდ­ნენ. მეს­მის, რომ ლადო ბე­დუ­რა­ძე მათ­თვის ოქ­როს თევ­ზია, რომ­ლის წი­ნა­შეც აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტორ ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ხვა­ლის­თვის გეგ­მავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხვალ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რებს, რო­მე­ლიც 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებს არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნევს და მთა­ვარ პრო­კუ­რორს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხედ­ვის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და მათ­და­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის არა­ერთ ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვე. ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა მთხო­ვეს, შე­მე­ფა­სე­ბი­ნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე დავ­პირ­დი, რომ დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ­დი გან­ცხა­დე­ბას და გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ სა­კი­თხი­სად­მი.

პი­რა­დად მე არც ერთხელ არ ჩავ­რე­ულ­ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ რა­ი­მე ფორ­მით ჩა­ვე­რიო პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ცხა­დია, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ხა­რის­ხი, რაც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ნი­ჭა პრო­კუ­რა­ტუ­რას, თე­ო­რი­უ­ლად, შე­საძ­ლოა, შე­ი­ცავ­დეს გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის საფრ­თხე­ებ­სა და რის­კებს, მაგ­რამ დღე­საც მტკი­ცედ მჯე­რა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა იმ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს, რაც ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს არას­წო­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­დუ­კა­ძის საქ­მეს, მე გა­ვე­ცა­ნი ყვე­ლა იმ არ­გუ­მენტს, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მინ­და, მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო, რომ პი­რა­დად ჩემ­თვის ისი­ნი არა­საკ­მი­რი­სი და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არა­ნა­ი­რი სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ფუძ­ვე­ლი წა­მე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ამას­თან ერ­თად, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა ამ საქ­მის სხვა ფი­გუ­რან­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ­მა ლო­ი­ა­ლუ­რო­ბამ, რა­მაც, ჩემი აზ­რით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლმო­ბი­ერ გა­ნა­ჩე­ნებ­ში ჰპო­ვა ასახ­ვა.

მი­მაჩ­ნია, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უხე­ში და მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბის მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელს შე­უშ­ლის მო­მა­ვალ­ში ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თულ ძა­ლის­ხმე­ვას.

მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლია, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, - კი­დევ ერთხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და თუკი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­მი­ე­რის მიერ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით საყვარელიძე - არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმიდან თავის დაძვრენა გაუჭირდება

დავით საყვარელიძე - არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმიდან თავის დაძვრენა გაუჭირდება

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, ლადო ბედუკაძის საქმის გადახედვა იმდენად რთულ სამართლებრივ პროცედურას უკავშირდება, რომ არჩილ კბილაშვილს მიღებული გადაწყვეტილებიდან "თავის დაძვრენა" ძალიან გაუჭირდება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, საპროცესო შეთანხება დამტკიცებულია სასამართლოს მიერ, მას დღეს აქვს სასამართლო განაჩენის ძალა, რომლის გადახედვაც და გაუქმებაც თავად სასამართლოს მიერ საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. საყვარელიძის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა საქმის გადახედვის სამართლებრივ საფუძველს არ იძლევა.

საყვარელიძის მტკიცებით, დაშვებულია, როგორც ძალიან დიდი პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დანაშაული.

"როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს სამართლებრივი დეტალების თაობაზე ინფორმაციას არ აწვდიდნენ და საქმის კურსში არ აყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, მან არ იცოდა, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავარ პროკურორს აქვს უფლება ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გაათავისუფლოს, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი გამონაკლისი - ეს არ შეიძლება მოხდეს, როცა საქმე გვაქვს წამებასთან. კანონმდებლობაში წამების მუხლი საგანგებოდ ჩაიდო, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებები და კონვენციები ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრია. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობაც გამონაკლისს უშვებს. ბედუკაძის შემთხვევაში მოხდა ის, რომ მას ისე, რომ ბრალიც კი არ უღიარებია, საპროცესო შეთანხმება არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით გაუფორმდა. ეს სასამართლომ დაამტკიცა, რასაც დღეს სასამართლო განაჩენის ძალა აქვს, ანუ ბედუკაძე სრულად გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისაგან. არ ვიცი, ამ სიტუაციაში კბილაშვილმა როგორ შეიძლება დაიძვრინოს თავი. არ ვიცი, რა გამოდგება საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც საქმის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს დაზარალებული და პროკურატურა დაზარალებული როგორ გამოვა, ჩემთვის გაუგებარია. ასევე საპროცესო შეთანხმების არდამტკიცების ან გადახედვის უფლება სასამართლოს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, თუ მას საპროცესო შეთანხმების პირობები არ განუმარტეს, ან ადგილი გქონდა მოტყუებას, დაშინებას, ცემას, რაც ბედუკაძის შემთხვევაში არ მომხდარა. პირიქით, ის სრულად სასათბურე პირობებში იმყოფებოდა. ამიტომ ძალიან რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვთვლი, რომ კბილაშვილმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან მან კანონდარღვევა ჩაიდინა, რისთვისაც რიგით პროკურორს და გამომძიებელს უმკაცრესად დასჯიდნენ. მესმის, რომ ლადო ბედურაძე მათთვის ოქროს თევზია, რომლის წინაშეც აქვთ პოლიტიკური ვალდებულებები, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელსაც რეაგირება უნდა მოჰყვეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საყვარელიძემ.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.

მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია პრემიერის მიერ მთავარი პროკურორისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ