კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს
ივანიშვილი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებს არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნევს და მთა­ვარ პრო­კუ­რორს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხედ­ვის თხოვ­ნით მი­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და მათ­და­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის არა­ერთ ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვე. ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა მთხო­ვეს, შე­მე­ფა­სე­ბი­ნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე დავ­პირ­დი, რომ დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ­დი გან­ცხა­დე­ბას და გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ სა­კი­თხი­სად­მი.

პი­რა­დად მე არც ერთხელ არ ჩავ­რე­ულ­ვარ და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ რა­ი­მე ფორ­მით ჩა­ვე­რიო პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ცხა­დია, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის უპ­რე­ცე­დენ­ტო ხა­რის­ხი, რაც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ნი­ჭა პრო­კუ­რა­ტუ­რას, თე­ო­რი­უ­ლად, შე­საძ­ლოა, შე­ი­ცავ­დეს გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის საფრ­თხე­ებ­სა და რის­კებს, მაგ­რამ დღე­საც მტკი­ცედ მჯე­რა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა იმ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს, რაც ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს არას­წო­რი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­დუ­კა­ძის საქ­მეს, მე გა­ვე­ცა­ნი ყვე­ლა იმ არ­გუ­მენტს, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მინ­და, მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო, რომ პი­რა­დად ჩემ­თვის ისი­ნი არა­საკ­მი­რი­სი და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არა­ნა­ი­რი სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ფუძ­ვე­ლი წა­მე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ამას­თან ერ­თად, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა ამ საქ­მის სხვა ფი­გუ­რან­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ­მა ლო­ი­ა­ლუ­რო­ბამ, რა­მაც, ჩემი აზ­რით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლმო­ბი­ერ გა­ნა­ჩე­ნებ­ში ჰპო­ვა ასახ­ვა.

მი­მაჩ­ნია, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უხე­ში და მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბის მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელს შე­უშ­ლის მო­მა­ვალ­ში ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თულ ძა­ლის­ხმე­ვას.

მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლია, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, - კი­დევ ერთხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და თუკი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ივანიშვილი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს

ივანიშვილი ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.

მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა