Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს
"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დი­ნა­მო არე­ნას­თან" გუ­შინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" სამი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს. რო­გორც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ირაკ­ლი ჩხირ­კვა­ია, და­ვით გო­გო­ხია და ლაშა რუ­ხა­ია.

სტა­დი­ო­ნის "ვიპ" გა­სას­ვლელ­თან აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­და­კეტ­ვა სცა­დეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მო­უ­წო­დეს, რომ გზის სა­ვა­ლი ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რა­საც პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა. აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ გზა­ზე და­წო­ლა სცა­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამი­სი უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

ამას­თან, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, პატ­რუ­ლის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მათ პლა­კა­ტი და­უ­ხია, რო­მელ­ზეც ეწე­რა "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე".

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მათი პრო­ტეს­ტი უკავ­შირ­დე­ბა გუ­შინ­დელ თა­მაშ­ზე რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ყოფ­ნას. "სა­ქარ­თვე­ლოს ზოგი მო­ქა­ლა­ქე დღე­ვან­დელ თა­მაშ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ბობ­და, რომ სპორ­ტი გან­სხვავ­დე­ბა პო­ლი­ტი­კის­გან, თუმ­ცა, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, თუ პო­ლი­ტი­კის­გან გან­სხვავ­დე­ბა, რა­ტომ იყ­ვნენ მატჩზე რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი, რა­ტომ არის, რომ მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტი არის რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლი. ჩვენ გვაქვს პრო­ტეს­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დღეს აქ იყ­ვნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ლან­ძღა­ვენ", _ აღ­ნიშ­ნეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

"დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადავიდნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება გუშინდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ