კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"
"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"

დამ­ნა­შა­ვის გა­მარ­თლე­ბა თა­ვად სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი­აო, ნათ­ქვა­მია. ჩვენ არ ვა­პი­რებთ ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს მიერ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბილ ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნის, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს სკა­მის ფე­ხით აუ­პა­ტი­უ­რებ­და, და მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უა­პე­ლა­ცი­ოდ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბას. უბ­რა­ლოდ ვკი­თხუ­ლობთ, მა­შინ რა­ტომ მოჰ­ყვა ხვე­დე­ლი­ა­ნის გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ბორ­ჯომ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა, რამ აი­ძუ­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს­თვის კვერ­ცხე­ბი და პო­მიდვ­რე­ბი და­ე­ში­ნათ? რა გა­მო­დის, ტყუ­ოდ­ნენ ბორ­ჯო­მელ-ბა­კუ­რი­ა­ნე­ლე­ბი, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში პი­რად სა­უბ­რებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი სა­ჯა­როდ ამ­ბობ­დნენ, თუ რა სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ა­ში?

ტყუ­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­დე­საც თეთრზე შა­ვით აღ­წერს, რო­გორ აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ არა­კა­ცე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლებს? გარ­შე­მო ყვე­ლა ტყუ­ის და მხო­ლოდ ახალ­ცი­ხის მო­სა­მარ­თლემ იპო­ვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა? იქ­ნებ პო­ლიტ­პა­ტიმ­რა­დაც გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა ხვე­დე­ლი­ა­ნი? არა­და, "იმ­სა­ხუ­რებს", რად­გან ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს ლო­გი­კით უდა­ნა­შა­უ­ლო ხვე­დე­ლი­ა­ნი ბორ­ჯო­მელ-ბა­კუ­რი­ა­ნე­ლე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის "დიდი შეთ­ქმუ­ლე­ბის მსხვერ­პლია". სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე უკვე ის მიკ­ვირს, რო­გორ გა­ბე­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ და რო­გორ არ გა­მო­ა­ცხა­და უდა­ნა­შა­უ­ლოდ ოლეგ ფა­ცა­ცია და გლ­და­ნის ცი­ხის სხვა ჯა­ლა­თე­ბი? ექ­სპერტ გოგი ხუ­ციშ­ვი­ლის აზ­რით, ხვე­დე­ლი­ა­ნის საქ­მე ზო­გად ტენ­დენ­ცი­ას ასა­ხავს, რაც სა­ხი­ფა­თოა.

- არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რო­გორ სა­სა­მარ­თლოს­თან გვაქვს საქ­მე. დღე­ვან­დე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლი არი­ან, რო­მე­ლიც ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­იქ­მნა და დღე­საც მოქ­მე­დებს. ამ სის­ტე­მა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი, და­ნა­შა­უ­ლის მიჩ­ქმალ­ვა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მარ­თლე­ბა და პი­რი­ქით, უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბის ცი­ხე­ში ჩას­მა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ზე­მო­დან მი­ღე­ბუ­ლი დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ამი­ტომ სუ­ლაც არ გამ­კვირ­ვე­ბია, რომ სა­სა­მარ­თლომ ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

- და რას­თან გვაქვს საქ­მე, მო­სა­მარ­თლემ დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყვე­ლა გა­ნა­ყოფს, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს, ჰქონ­და მი­თი­თე­ბა, ცოტა ხანი გავძლოთ და შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი­თო; ანუ არა­ვის არ უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და, ასე­თი ფაქ­ტე­ბი უნდა მი­ეჩ­ქმა­ლათ, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა წარ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ უკა­ნო­ნო­ბის ჩამ­დე­ნე­ბად და ასე შემ­დეგ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აცხა­დებ­დნენ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ქვეყ­ნის მარ­თვას თავს ვერ გა­არ­თმევს, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გაჩ­ნდე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. თუმ­ცა სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი. იმ­დე­ნი სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­მოვ­ლინ­და (რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი სა­მეგ­რე­ლო­ში ნა­პოვნ ვი­დე­ო­ფი­რებ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი), რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დღეს მი­უ­ღე­ბე­ლიც რომ გახ­დეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ინც ვერ დაბ­რუნ­დე­ბი­ან. მე­ტიც, მათი გაქ­რო­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს ზო­გი­ერ­თმა ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ შე­ა­ფა­სა, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა. სწო­რედ ამი­ტომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ხვე­დე­ლი­ა­ნის გა­მარ­თლე­ბა იყო, არ მიკ­ვირს. სი­მარ­თლე გი­თხრათ,

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ დღე­ვან­დელ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბის "გმი­რე­ბიც" გა­ა­მარ­თლოს. ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა თქვენ მერე ნა­ხეთ. ამი­ტომ პირ­და­პირ ვამ­ბობ - დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო ქვეყ­ნის­თვის სა­ხი­ფა­თოა.

- რას გუ­ლის­ხმობთ? სხვა­თა შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ის­მის კი­თხვა, ხომ არ ცდი­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რომ მა­გა­ლი­თად, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბის­კენ უბიძ­გონ და შემ­დეგ ეს კონ­კრე­ტულ­მა ძა­ლამ სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს?

- მეც ვხე­დავ საფრ­თხეს, რომ შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთს მარ­თლაც ხელს აძ­ლევ­დეს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დარ­ბე­ვა და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ქვე­ყა­ნა­ში დრო­დად­რო პრო­ცე­სე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას ცდი­ლობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ი­სას დიდი იმე­დი ჰქონ­დათ, რომ და­არ­ბევ­დნენ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. შემ­დეგ 17 მა­ი­სი მო­ა­წყვეს და მი­ზანს გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­აღ­წი­ეს, სა­ზღვარ­გა­რეთ ეს მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად შე­ა­ფა­სეს.

- და­ვუბ­რუნ­დეთ სა­სა­მარ­თლო­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თე­მას. არის თუ არა იმის საფრ­თხე, რომ მო­ქა­ლა­ქემ ან მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუფ­მა, რო­მელ­საც გა­უც­რუვ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი, თა­ვად და­ი­წყოს სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბა?

- საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არის. თუმ­ცა ამის შე­კა­ვე­ბა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­ზღვარ­გა­რეთ სი­ტუ­ა­ცია ისე წარ­მოჩ­ნდეს, თით­ქოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბას ვერ აკონ­ტრო­ლებს და ქა­ო­სია.

სხვა­თა შო­რის, და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ფაქ­ტი რა­ღაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მოვ­ლე­ნად შუქ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას შე­საძ­ლოა, ლო­კა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს უნდა შე­ა­კა­ვოს და ამის

ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­თო­დი ხალ­ხთან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტია. არ უნდა და­უშ­ვას და­პი­რის­პი­რე­ბა, მათ შო­რის არც რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე, რო­გორც ეს სამ­თა­წყა­რო­შია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"

"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"

დამნაშავის გამართლება თავად სასამართლოსთვის გამოტანილი მძიმე განაჩენიაო, ნათქვამია. ჩვენ არ ვაპირებთ ახალციხის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს სკამის ფეხით აუპატიურებდა, და მისი ყოფილი თანამშრომლების უაპელაციოდ დამნაშავედ გამოცხადებას. უბრალოდ ვკითხულობთ, მაშინ რატომ მოჰყვა ხვედელიანის გამამართლებელ განაჩენს ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა, რამ აიძულა ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ახალციხის სასამართლოსთვის კვერცხები და პომიდვრები დაეშინათ? რა გამოდის, ტყუოდნენ ბორჯომელ-ბაკურიანელები, როდესაც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში პირად საუბრებში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საჯაროდ ამბობდნენ, თუ რა საშინელებები ხდებოდა ბორჯომის პოლიციაში?

ტყუის პროკურატურა, როდესაც თეთრზე შავით აღწერს, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ არაკაცები დაკავებულებს? გარშემო ყველა ტყუის და მხოლოდ ახალციხის მოსამართლემ იპოვა ჭეშმარიტება? იქნებ პოლიტპატიმრადაც გამოგვეცხადებინა ხვედელიანი? არადა, "იმსახურებს", რადგან ახალციხის სასამართლოს ლოგიკით უდანაშაულო ხვედელიანი ბორჯომელ-ბაკურიანელების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პროკურატურის "დიდი შეთქმულების მსხვერპლია". სიმართლე გითხრათ, მე უკვე ის მიკვირს, როგორ გაბედა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და როგორ არ გამოაცხადა უდანაშაულოდ ოლეგ ფაცაცია და გლდანის ციხის სხვა ჯალათები? ექსპერტ გოგი ხუციშვილის აზრით, ხვედელიანის საქმე ზოგად ტენდენციას ასახავს, რაც სახიფათოა.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ სასამართლოსთან გვაქვს საქმე. დღევანდელი მოსამართლეები იმ სისტემის ნაწილი არიან, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს შეიქმნა და დღესაც მოქმედებს. ამ სისტემაში დამკვიდრებული იყო შერჩევითი სამართალი, დანაშაულის მიჩქმალვა, დამნაშავეების გამართლება და პირიქით, უდანაშაულოების ციხეში ჩასმა. აღარაფერს ვამბობ ზემოდან მიღებული დაკვეთების შესრულებაზე. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, რომ სასამართლომ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

- და რასთან გვაქვს საქმე, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა?

- "ნაციონალების" ყველა განაყოფს, მათ შორის სასამართლოს, ჰქონდა მითითება, ცოტა ხანი გავძლოთ და შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო; ანუ არავის არ უნდა ეღიარებინა, რომ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაული ხდებოდა, ასეთი ფაქტები უნდა მიეჩქმალათ, ყოფილი მაღალჩინოსნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოჩენილიყვნენ უკანონობის ჩამდენებად და ასე შემდეგ. "ნაციონალები" აცხადებდნენ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას თავს ვერ გაართმევს, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდება და ხელისუფლებაში ჩვენ დავბრუნდებითო. თუმცა სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. იმდენი საზარელი დანაშაული გამოვლინდა (რამდენიმე ეპიზოდი სამეგრელოში ნაპოვნ ვიდეოფირებშია დაფიქსირებული), რომ მოსახლეობისთვის "ქართული ოცნება" დღეს მიუღებელიც რომ გახდეს, "ნაციონალები" ხელისუფლებაში მაინც ვერ დაბრუნდებიან. მეტიც, მათი გაქრობის პროცესი დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთმა ადეკვატურად ვერ შეაფასა, მათ შორის მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა. სწორედ ამიტომ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ხვედელიანის გამართლება იყო, არ მიკვირს. სიმართლე გითხრათ,

არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელმა სასამართლომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი საზარელი ვიდეოფირების "გმირებიც" გაამართლოს. ხალხის აღშფოთება თქვენ მერე ნახეთ. ამიტომ პირდაპირ ვამბობ - დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა.

- რას გულისხმობთ? სხვათა შორის, საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვა, ხომ არ ცდილობენ მოსახლეობის პროვოცირებას, რომ მაგალითად, სასამართლოების დარბევებისკენ უბიძგონ და შემდეგ ეს კონკრეტულმა ძალამ სათავისოდ გამოიყენოს?

- მეც ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს მართლაც ხელს აძლევდეს სასამართლოების დარბევა და უსამართლობის განცდიდან გამომდინარე, ლინჩის წესით გასამართლება. "ნაციონალები" ქვეყანაში დროდადრო პროცესების ესკალაციას ცდილობდნენ. მაგალითად, 19 აპრილის აქციისას დიდი იმედი ჰქონდათ, რომ დაარბევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ 17 მაისი მოაწყვეს და მიზანს გარკვეულწილად მიაღწიეს, საზღვარგარეთ ეს მოვლენები ძალიან ცუდად შეაფასეს.

- დავუბრუნდეთ სასამართლოსა და სამართლიანობის თემას. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მოქალაქემ ან მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, თავად დაიწყოს სამართლის აღსრულება?

- საფრთხე ნამდვილად არის. თუმცა ამის შეკავება ახალ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საზღვარგარეთ სიტუაცია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ახალი ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს და ქაოსია.

სხვათა შორის, დასავლურ მედიაში თითოეული ასეთი ფაქტი რაღაც ფართომასშტაბიან მოვლენად შუქდება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, ლოკალური და ადგილობრივი ხასიათი ჰქონდეს. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა შეაკავოს და ამის

ყველაზე კარგი მეთოდი ხალხთან მჭიდრო კონტაქტია. არ უნდა დაუშვას დაპირისპირება, მათ შორის არც რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ეს სამთაწყაროშია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა