სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა
გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, მან თავი არა სა­კუ­თა­რი ნე­ბით, არა­მედ იძუ­ლე­ბით მო­იკ­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლემ, ზიზი ეძგვე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ის ნა­ცე­მი იყო, ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვაო, თუმ­ცა სხე­უ­ლი არა­ვის აჩ­ვე­ნა.

"ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ამ­ბობ­და, მე ჩემი ჩვე­ნე­ბით ადა­მი­ა­ნი "სროკ­ზე" გა­ვუშ­ვიო. ამას გა­ნიც­დი­და სა­შინ­ლად. მე ამ იარ­ლი­ყით ვერ ვი­ცხოვ­რებ, ისე­თი რამ გა­მა­კე­თე­ბი­ნე­სო. ხომ იცი, მე ამას არ დავ­წერ­დიო. მე იმ კაცს ვერ ვნა­ხავ, თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­და­ვო. მე ვკი­თხე, რა და­წე­რე-მეთ­ქი ჩვე­ნე­ბა­ში ისე­თი, რომ ასე­თი დას­ტრე­სი­ლი ხარ- მეთ­ქი. მი­თხრა - მე რა დავ­წე­რე, თვი­თონ და­წე­რეს მგო­ნი, რომ პა­ტი­ვის­ცე­მის გამო მოჰ­ქონ­დათ ჩემ­თვის "პლა­ნი", ზუს­ტად არ ვი­ციო. თვი­თონ არ და­უ­წე­რია. და­წე­რეს და ხელი მო­ა­წე­რი­ნეს", - აცხა­დებს მი­ქა­უ­ტა­ძის მე­უღ­ლე.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თვით­მკვლე­ლო­ბის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძემ მე­გო­ბარს უთხრა, რომ ჯერ თბი­ლი­სის ზღვა­ზე, წყალ­ში გა­დახ­ტა, თა­ვის დახ­რჩო­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო და არა­ყი და თოკი იყი­და.

"ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს თბი­ლი­სის ზღვა­ზე თოკი სად იყი­და. ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თავი მას იძუ­ლე­ბით მო­აკ­ვლე­ვი­ნეს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით აი­ძუ­ლეს, რომ თავი მო­ეკ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი­თაც და­ე­მუქრნენ. მას ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია", - აღ­ნიშ­ნა გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის მე­უღ­ლეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და წე­ლის არე­ში, ფე­ხებ­ზე, ცხვირ­სა და თა­ვის არე­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა

გარდაცვლილის მეუღლე - ვეჭვობ, ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, თავი მოეკლა

გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრების ვარაუდით, მან თავი არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით მოიკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ, ზიზი ეძგვერაძემ განუცხადა, ის ნაცემი იყო, ამბობდა, ყველაფერი მტკივაო, თუმცა სხეული არავის აჩვენა.

"ჩვენ შევეცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამბობდა, მე ჩემი ჩვენებით ადამიანი "სროკზე" გავუშვიო. ამას განიცდიდა საშინლად. მე ამ იარლიყით ვერ ვიცხოვრებ, ისეთი რამ გამაკეთებინესო. ხომ იცი, მე ამას არ დავწერდიო. მე იმ კაცს ვერ ვნახავ, თვალებში ვერ ჩავხედავო. მე ვკითხე, რა დაწერე-მეთქი ჩვენებაში ისეთი, რომ ასეთი დასტრესილი ხარ- მეთქი. მითხრა - მე რა დავწერე, თვითონ დაწერეს მგონი, რომ პატივისცემის გამო მოჰქონდათ ჩემთვის "პლანი", ზუსტად არ ვიციო. თვითონ არ დაუწერია. დაწერეს და ხელი მოაწერინეს", - აცხადებს მიქაუტაძის მეუღლე.

რაც შეეხება უშუალოდ თვითმკვლელობის დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, მამუკა მიქაუტაძემ მეგობარს უთხრა, რომ ჯერ თბილისის ზღვაზე, წყალში გადახტა, თავის დახრჩობის მიზნით, თუმცა ვერ შეძლო და არაყი და თოკი იყიდა.

"ძალიან მაინტერესებს თბილისის ზღვაზე თოკი სად იყიდა. ეჭვი მაქვს, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. თავი მას იძულებით მოაკვლევინეს. ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულეს, რომ თავი მოეკლა. შეიძლება ოჯახითაც დაემუქრნენ. მას ოჯახი ყველაფერს ერჩია", - აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ. მისივე ინფორმაციით, მის მეუღლეს დაზიანებები აღენიშნებოდა წელის არეში, ფეხებზე, ცხვირსა და თავის არეში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ