პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1001 ღამის" შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა
"1001 ღამის" შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა

ახ­ლა­ხან "მა­ესტროს" ეთერ­ში კი­დევ ერთი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი "1001 ღამე" და­ი­წყო და ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს სა­ვა­ში­სა და ია­სე­მი­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ლა­მის გა­და­ა­ვი­წყა. ჰა­ლით ერ­გენ­ჩი­სა და ბერ­გი­უ­ზარ კო­რე­ლის ეკ­რა­ნულ­მა დუ­ეტ­მა მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თია უკვე და­იმ­სა­ხუ­რა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერ­გენ­ჩი თურ­ქი ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლია. ჩა­ა­ნაც­ვლებს თუ არა მუ­რატ ილ­დი­მირს, ანუ სა­ვა­შის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ სე­რი­ალ­მა ფარ­თო მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა უკვე მი­ი­პყრო, ამი­ტო­მაც შე­ვეც­დე­ბით, უფრო მეტი მო­გი­თხროთ ამ სე­რი­ა­ლი­სა და მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბის რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "1001-მა ღა­მემ" შეც­ვა­ლა.

ჯერ სე­რი­ა­ლის ფა­ბუ­ლას გა­გაც­ნობთ - ბერ­გი­უ­ზარ კო­რე­ლის გმი­რი, ზღაპ­რის გმი­რის სა­ხე­ლით - შეჰ­რე­ზა­დი, მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, რო­მელ­საც მდი­და­რი ოჯა­ხიშ­ვი­ლი მე­უღ­ლე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პე­ბა. ვი­ნა­ი­დან მის მშობ­ლებს რძა­ლი არ უნ­დო­დათ, არც შვი­ლიშ­ვილს იღე­ბენ და უდი­დე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე შეჰ­რე­ზა­დი სრუ­ლი­ად მარ­ტო აღ­მოჩ­ნდე­ბა. სე­რი­ა­ლის და­სა­წყის­ში ირ­კვე­ვა, რომ მის მცი­რე­წლო­ვან ბი­ჭუ­ნას ლე­ი­კე­მია სჭირს და დე­დამ სას­წრა­ფოდ თუ არ იშო­ვა 200 ათა­სი დო­ლა­რი, ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვას ვერ და­ა­ფი­ნან­სებს და შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვი და­ი­ღუ­პე­ბა. შეჰ­რე­ზა­დი და­სახ­მა­რებ­ლად ბავ­შვის ბა­ბუ­ას მი­მარ­თავს, რო­მელ­საც ამ თან­ხის გა­დახ­დის ძალა შეს­წევს, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბა­ზე უარს ეტყვის. სე­რი­ა­ლის მთა­ვარ გმირს რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი გზა, და­თან­ხმდეს მდი­და­რი ონუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბას და სა­ჭი­რო თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მას­თან ერ­თად ღამე გა­ა­ტა­როს. საქ­მეს ის არ­თუ­ლებს, რომ ონუ­რი იმ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია, სა­დაც შეჰ­რე­ზა­დი ახ­ლა­ხან მი­ი­ღეს... მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი "მა­ესტროს" ეთერ­ში ადევ­ნებს თვალს, თუმ­ცა ამ სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სულ სხვა რამ არის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "1001-მა ღა­მემ" ორი­ვე მთა­ვა­რი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა. ბერ­გი­უ­ზარ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იპო­ვა და ეს ჰა­ლით ერ­გენ­ჩი აღ­მოჩ­ნდა. ბერ­გი­უ­ზა­რის გამო ჰა­ლით­მა მი­ა­ტო­ვა მე­უღ­ლე და მას მოს­თხო­ვა, მუ­ცე­ლიც მო­ე­შა­ლა, ვი­ნა­ი­დან იმ პე­რი­ოდ­ში მისი ცოლი თვე-ნა­ხევ­რის ფეხ­მძი­მე იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"1001 ღამის" შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა

"1001 ღამის" შეჰრეზადმა მსახიობი ჰალით ერგენჩი რეალურ ცხოვრებაშიც მოაჯადოვა

ახლახან "მაესტროს" ეთერში კიდევ ერთი თურქული სერიალი "1001 ღამე" დაიწყო და ქართველ მაყურებელს სავაშისა და იასემინის სიყვარულის ამბავი ლამის გადაავიწყა. ჰალით ერგენჩისა და ბერგიუზარ კორელის ეკრანულმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ერგენჩი თურქი ქალების გულთამპყრობელია. ჩაანაცვლებს თუ არა მურატ ილდიმირს, ანუ სავაშის როლის შემსრულებელს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ სერიალმა ფართო მაყურებლის ყურადღება უკვე მიიპყრო, ამიტომაც შევეცდებით, უფრო მეტი მოგითხროთ ამ სერიალისა და მისი მთავარი გმირების რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც "1001-მა ღამემ" შეცვალა.

ჯერ სერიალის ფაბულას გაგაცნობთ - ბერგიუზარ კორელის გმირი, ზღაპრის გმირის სახელით - შეჰრეზადი, მარტოხელა დედაა, რომელსაც მდიდარი ოჯახიშვილი მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპება. ვინაიდან მის მშობლებს რძალი არ უნდოდათ, არც შვილიშვილს იღებენ და უდიდესი პრობლემის წინაშე შეჰრეზადი სრულიად მარტო აღმოჩნდება. სერიალის დასაწყისში ირკვევა, რომ მის მცირეწლოვან ბიჭუნას ლეიკემია სჭირს და დედამ სასწრაფოდ თუ არ იშოვა 200 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვას ვერ დააფინანსებს და შესაბამისად, ბავშვი დაიღუპება. შეჰრეზადი დასახმარებლად ბავშვის ბაბუას მიმართავს, რომელსაც ამ თანხის გადახდის ძალა შესწევს, თუმცა დახმარებაზე უარს ეტყვის. სერიალის მთავარ გმირს რჩება ერთადერთი გზა, დათანხმდეს მდიდარი ონურის შეთავაზებას და საჭირო თანხის სანაცვლოდ მასთან ერთად ღამე გაატაროს. საქმეს ის ართულებს, რომ ონური იმ კომპანიის დირექტორია, სადაც შეჰრეზადი ახლახან მიიღეს... მოვლენების განვითარებას ქართველი მაყურებელი "მაესტროს" ეთერში ადევნებს თვალს, თუმცა ამ სერიალთან დაკავშირებით საინტერესო სულ სხვა რამ არის. როგორც აღმოჩნდა, "1001-მა ღამემ" ორივე მთავარი მსახიობის ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. ბერგიუზარმა თავისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული სწორედ გადასაღებ მოედანზე იპოვა და ეს ჰალით ერგენჩი აღმოჩნდა. ბერგიუზარის გამო ჰალითმა მიატოვა მეუღლე და მას მოსთხოვა, მუცელიც მოეშალა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ცოლი თვე-ნახევრის ფეხმძიმე იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება