ჯგუფ The Rolling Stones-ის ლიდერის, მიკ ჯაგერის თმის კულული 6000 დოლარად გაყიდეს. ლოტი, რომელსაც წინასწარ 2400-3100 დოლარად აფასებდნენ, ანონიმმა პირმა შეიძინა.
ჯაგერის თმის კულული ინგლისელი მოდელისა და მსახიობის, კრისი შრიმპტონის ბებიამ შეინახა. შრიმპტონი ჯაგერს 1960-იან წლებში, სტუდენტობისას ხვდებოდა. კრისიმ ჯაგერს თმა მოაჭრა, მისმა ბებიამ კი ისინი კონვერტში ჩაალაგა, რომელსაც დააწერა, რომ თმა კრისის მოჭრილი იყო.
ვაჭრობა აუქციონის სახლმა Bonham's-მა ჩაატარა. ლოტის გაყიდვისგან შესული ფული ფონდ Changing Faces-ში გადაირიცხება, რომელიც ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებთან თანამშრომლობს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.