მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში
ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სი­ნა­ნუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე იქა­და­გა. რო­გორც უწ­მინ­დეს­მა დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, ხში­რია, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი და გა­ჭირ­ვე­ბაა. "მაგ­რამ რო­დის არ იყო გა­ჭირ­ვე­ბა, ეკ­ლე­სი­ას ეწო­დე­ბა მებ­რძო­ლი ეკ­ლე­სია. ადა­მი­ა­ნი უნდა ებ­რძო­დეს თა­ვის თავს, ვნე­ბებს, ცოდ­ვებს. უნდა გა­აჩ­ნდეს სი­ნა­ნუ­ლი და გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა. თუ სი­ნა­ნუ­ლი და სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გან­ცდა არის ადა­მი­ან­ში, ის არ გა­ნი­კი­თხავს სხვას, ის უფალს სთხოვს პა­ტი­ე­ბას", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელს შეს­თხო­ვა, მო­ა­ნი­ჭოს ერს სი­ნა­ნუ­ლი და გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, სი­ნა­ნუ­ლი ცვლის ადა­მი­ანს და იგი თით­ქოს ხე­ლახ­ლა იბა­დე­ბა. უწ­მინ­დე­სის თქმით, ადა­მი­ა­ნი თავ­სა და ვნე­ბებს უნდა ებ­რძო­დეს. "სა­ო­ცა­რია ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბა - ჩვენ უკეთ ვხე­დავთ ცოდ­ვებს სხვა ადა­მი­ან­ში, ვიდ­რე ჩვენს თავ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ დახ­შუ­ლია ჩვე­ნი გო­ნე­ბა და გული. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს იმ გა­ჭირ­ვე­ბი­სა, რაც ხში­რად არის გარ­შე­მო. ეს გა­ჭირ­ვე­ბა ღვთის მად­ლით და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვით გა­ივ­ლის, თუ ახ­ლოს ვიქ­ნე­ბით ღმერ­თთან, თუ გვექ­ნე­ბა სა­სო­ე­ბა და იმე­დი ღვთი­სა. ღმერ­თმა მოგ­ვცეს სი­ნა­ნუ­ლი, რათა გან­ვლოს ცოდ­ვებ­მა, გავ­ხდეთ ძე ღვთი­სა და უფა­ლი იყოს მწყემ­სი ჩვე­ნი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე დამ­დეგ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ვი­ნა­ი­დან პა­რას­კევს ემ­თხვე­ვა, მორ­წმუ­ნე­თათ­ვის თევ­ზით ხსნი­ლი იქ­ნე­ბა, შაბთს კი სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უწ­მინ­დე­სი წირ­ვა-ლოც­ვას სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შე­ას­რუ­ლებს.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს ილია მე­ო­რემ ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე გვა­რი და­ლო­ცა, მათ შო­რის ბი­ლი­ხო­ძე­ე­ბი, ლა­ბა­ძე­ე­ბი, ზვი­ა­და­ძე­ე­ბი, ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლე­ბი, ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი და ნერ­სე­ზაშ­ვი­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში

ილია მეორე - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, ხშირია, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მრავალი განსაცდელი და გაჭირვებაა. "მაგრამ როდის არ იყო გაჭირვება, ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის თავს, ვნებებს, ცოდვებს. უნდა გააჩნდეს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. თუ სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა არის ადამიანში, ის არ განიკითხავს სხვას, ის უფალს სთხოვს პატიებას", - ბრძანა უწმინდესმა და იოანე ნათლისმცემელს შესთხოვა, მოანიჭოს ერს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, სინანული ცვლის ადამიანს და იგი თითქოს ხელახლა იბადება. უწმინდესის თქმით, ადამიანი თავსა და ვნებებს უნდა ებრძოდეს. "საოცარია ადამიანის თვისება - ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე ჩვენს თავში. ეს ნიშნავს, რომ დახშულია ჩვენი გონება და გული. არ უნდა შეგვეშინდეს იმ გაჭირვებისა, რაც ხშირად არის გარშემო. ეს გაჭირვება ღვთის მადლით და ღვთისმშობლის ლოცვით გაივლის, თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან, თუ გვექნება სასოება და იმედი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს სინანული, რათა განვლოს ცოდვებმა, გავხდეთ ძე ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე დამდეგ დღესასწაულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პეტრე-პავლობის დღესასწაული ვინაიდან პარასკევს ემთხვევა, მორწმუნეთათვის თევზით ხსნილი იქნება, შაბთს კი სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით უწმინდესი წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის ბილიხოძეები, ლაბაძეები, ზვიადაძეები, ლურსმანაშვილები, ზალდასტანიშვილები და ნერსეზაშვილები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია