საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 3,537,249 –ს შეადგენს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქია, მათ შორის 10 თბილისშია.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ამომრჩეველი 158, 502 - ქუთაისის საარჩევნო ოლქშია რეგისტრირებული, ყველაზე ცოტა 5,776 ამომრჩეველი კი - ყაზბეგში. თბილისში ყველაზე მეტი ამომრჩეველი 140,304 - სამგორის საარჩევნო ოლქშია რეგისტრიტრებული, ყველაზე ნაკლები - 43,831 კი კრწანისის საარჩევნო ოლქში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 27 ოქტომბერს არის დანიშნული, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 ივლისს გამოსცა.