ნიგერიაში ისლამისტი-ბოევიკის თავდასხმას მოსწავლეები და მასწავლებელი ემსხვერპლნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ მამუდოში მდებარე სკოლა-ინტერნატში მოხდა, რომლის შედეგად 29 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილებიც, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც უცხოური მედია წერს, 2010 წლიდან ნიგერიაში ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად ათობით სკოლა დაიწვა და 1600 ადამიანია მოკლული.
მიმდინარე წლის მაისში, ნიგერიის პრეზიდენტმა, გუდლაკ ჯონათანმა სამ შტატში საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ეს ნაბიჯი ბოევიკთა დაჯგუფება "ბოკო ხარამ"-ის წევრების თავდასხმების საფრთხიდან გამომდინარეობდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.