უფლებათა დამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს.
"ქვეყანას სჭირდება პროგრესული ძალა - და არა ის, რომელიც როზა ლუქსემბურგის კრიტიკას გადაყვება. მარგველას არასორი კვალიფიკაციის პირველადი მიზეზი ის არის, რომ ის ნეოლიბერალიზმის მთავარ პრინციპებს და ენას იცავს ერთგულად და მის კარიერას ამ პრინციპებით იკეთებს. ამიტომაც "ქოცნების ქოთნები" არ არის ქართველი ხალხისთვის კარგად მორგებული. ნეოლიბერალური ავტორიტარიზმით შორს ვერ წავალთ - უკვე ვნახეთ რა მოგვიტანა ძალადობრივმა ლიბერალიზმმა. ქართველ ხალხს ნამდვილი თავისუფლება და თანასწორობა სჭირდება", - წერს კაკაბაძე და იქვე ინტერნეტ-მომხმარებლებს პასუხობს, რომლებიც მას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას ან სასურველი კანდიდატების დასახელებას თხოვენ.
"ბატონი ლევან კობიძე, ქალბატონი ლალი კუტუბიძე, ლევან გერაძე და ასე შემდეგ - ბევრია პროგრესული კანდიდატი. თუნდაც ლევან აბაშიძე, ან ბაქარ ბერეკაშბილი, ან ნიკუშა მარქსი - ან თუნდაც ნინიკო ნაცვლიშვილი. და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე მიშამ ჩამომართვა მოქალაქეობა - აშშ-ის მოქალაქე ვარ დიდი ხანია. ასე რომ, ვერ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში :)) ", - წერს კაკაბაძე.