ინდიანას შტატის ქალაქ გრინსბურგში ხე ისტორიული სასამართლოს შენობის (Decatur County Courthouse) სახურავზე იზრდება.
გრინსბურგი ტურისტებისთვის ცნობილია, როგორც "ხის ქალაქი". ხე ქალაქის ისტორიული შენობის სახურავზე 1870 წლიდან ხარობს. არსებული ცნობებით, ადგილობრივებმა შენობის სახურავის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში პაწაწინა ტოტი შენიშნეს. თუმცა, ამისთვის მაშინ დიდი მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია. დროთა განმავლობაში ხე გაიზარდა და ამ უჩვეულო მოვლენაზე მალე მთელი ქალაქი ალაპარაკდა. მოგვიანებით სახურავზე მეორე ხეც ამოიზარდა, თუმცა ის მოჭრეს, ვინაიდან მისი ფესვები შენობის კედლებს საფრთხეს უქმნიდა.
სასამართლო შენობის სახურავზე მზარდი ხე თუთაა. დღემდე მისი საიდუმლო ვერავინ ამოხსნა.
შენობასთან ყოველთვის ხალხმრავლობაა - განსაკუთრებულ ინტერესს ტურისტები იჩენენ.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.