პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის
როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის

ანუ­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი 16 წლის ასაკ­ში გახ­და. ბავ­შვო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო და­უდ­გა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აირ­ჩია. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კა­შიც ვი­ხი­ლოთ. ის ახ­ლა­ხან პრო­ექ­ტში - "გა­უ­ღი­მე მსოფ­ლი­ოს" (რომ­ლის სლო­გა­ნიც - "გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენაა") ჩა­ერ­თო და მე­გო­ბარ­თან - ვატო მდი­ვან­თან ერ­თად, სამ­ყა­როს ქარ­თუ­ლი ღი­მი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

- ამ პრო­ექ­ტში რო­გორ მოხ­ვდი? ჩემი აზ­რით, 55 ღი­მილს შო­რის შენი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო...

- რე­ჟი­სო­რი ლაშა ბირ­კა­ძე და­მი­კავ­შირ­და და "მზი­ურ­ში" და­მი­ბა­რა. მი­თხრა, - შენ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ბი­ჭიც მჭირ­დე­ბაო. გა­და­სა­ღე­ბად ჩემს მე­გო­ბარ ვატო მდი­ვან­თან ერ­თად მი­ვე­დი. გა­და­ღე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. ლა­შამ ამიხ­სნა, რომ "ქარ­თუ­ლი ღი­მი­ლი" სა­ზღვარ­გა­რეთ, პრო­ექ­ტის - "გა­უ­ღი­მე მსოფ­ლი­ოს" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის უნდა გა­ეგ­ზავ­ნა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ ჩვე­ნი ღი­მი­ლე­ბი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ფილმშიც შე­ი­ტა­ნეს. პრე­მი­ე­რა უნ­გრეთ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც მიგ­ვიწ­ვი­ეს კი­დეც, მაგ­რამ წას­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ამ­ბა­ვი სა­თა­ნა­დოდ არ გა­შუ­ქე­ბუ­ლა. არა­და, ვფიქ­რობ, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

- პო­დი­უ­მი, სიმ­ღე­რა, ტე­ლე­ვი­ზია, სწავ­ლა - ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთს რო­გორ უთავ­სებ?

- ზარ­მა­ცი არ ვარ. როცა სა­ჭი­როა, დი­ლის 6 სა­ათ­ზეც ვდგე­ბი და ვმე­ცა­დი­ნე­ობ. მჯე­რა, თუ გუ­ლით მო­ინ­დო­მებ, მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ! ბავ­შვო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვას ვსწავ­ლობ. მო­მა­ვალ­ში ჩემს თავს სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვხე­დავ. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­დე. ჩემ­თვის მი­სა­ბა­ძი პო­ლი­ტი­კო­სი მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რია.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ჯე­ოს­ტა­რის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე გახ­ლდით. ამ პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დნენ და "იმედ­ში" გა­და­ცე­მის - "გა­და­ი­ხა­დე ნაკ­ლე­ბი" წამ­ყვა­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო - 16 წლის ბავ­შვი კა­მე­რის წინ დავ­დე­ქი და გა­და­ცე­მა წა­ვიყ­ვა­ნე. ტექსტს პრო­დი­უ­სე­რი მი­წერ­და, მაგ­რამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ეს გა­და­ცე­მა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­და. მერე "მე-9 არხზე" მი­მიწ­ვი­ეს, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს.

- მე­გობ­რე­ბის­თვის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის დრო გრჩე­ბა?

- მთა­ვა­რია, დრო­ის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა იცო­დე და ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას მო­ას­წრებ: სწავ­ლი­თაც კარ­გად ვსწავ­ლობ, ვმუ­შა­ობ, გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ და არც მე­გობ­რებს ვაკ­ლდე­ბი. ბოლო დროს დავ­რწმუნ­დი, რაც უფრო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, მით უფრო მეტს ას­წრებ, უფრო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხარ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არა. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა. მყავს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ზოგ­ჯერ მაბ­რა­ზე­ბენ, მაგ­რამ უფრო ხში­რად ჭკვი­ა­ნად იქ­ცე­ვი­ან.

- არას­დროს გყვა­რე­ბია?

- მე­გო­ნა, მიყ­ვარ­და, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობ, რომ ის გრძნო­ბა კი არა, გა­ტა­ცე­ბა უფრო იყო.

- შენი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბი რო­გო­რე­ბი არი­ან?

- არ მინ­და, ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო, მაგ­რამ ჩემს თა­ო­ბა­ში უმე­ტე­სო­ბას ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლი აქვს და ზე­და­პი­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რით კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან, ასე­თი რამ კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- რო­გო­რი უნდა იყოს ბიჭი, რო­მე­ლიც მოგ­ხიბ­ლავს?

- გე­მოვ­ნე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მეც­ვლე­ბა. ადრე მა­ღა­ლი, შავგვრე­მა­ნი ბი­ჭე­ბი მომ­წონ­და, ახლა კი ვფიქ­რობ, რომ მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეს, მა­მა­კა­ცუ­რი იყოს და ქალ­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი იცო­დეს. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, ქა­ლი­ვით ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი არ მი­ზი­დავს. ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის "დას­ტო­ი­ნე­ბი" მომ­წონს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჰქონ­დეს იუ­მო­რის გრძნო­ბა, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა და ინ­ტე­ლექ­ტი. თუ ადა­მი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არ არის, მას რაზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კო? არ მინ­და, ჩემ­ნა­ი­რი აქ­ტი­უ­რი იყოს - ორი პლუ­სი ერ­თად ვერ იცხოვ­რებს.

- შენი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ორი­გი­ნა­ლო­ბით თუ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან?

- ნამ­დვი­ლად, ორი­გი­ნა­ლუ­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, სა­ოც­რე­ბებს აკე­თე­ბენ, მა­გა­ლი­თად: მე­სა­მე სარ­თულ­ზე, ჩემს ფან­ჯა­რას­თან ამო­დი­ან და სა­ჩუქ­რებს მი­ტო­ვე­ბენ. ვფიქ­რობ, ერთ-ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი სპა­ი­დერ­მე­ნია. ჩემი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში ცოტა და­მაბ­ნე­ვე­ლი გან­ლა­გე­ბაა. ჰოდა, ზო­გი­ერთს ეშ­ლე­ბა და ყვა­ვი­ლებს ჩემს ნაც­ვლად, მე­ზობ­ლებს უტო­ვე­ბენ (იღი­მის). ბიჭი რომ ვიყო, შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნას ორი­გი­ნა­ლუ­რი სი­ურპრი­ზე­ბით გა­ვა­ო­ცებ­დი. სხვა­თა შო­რის, მე­გო­ბა­რი ბი­ჭე­ბის­თვის რჩე­ვე­ბი არა­ერ­თხელ მი­მი­ცია.

- შენ­თვის გო­გოს მხრი­დან აქ­ტი­უ­რო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია?

- ბიჭი თუ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე­ბა, ამას ვაგ­რძნო­ბი­ნებ, მაგ­რამ მას­ზე უფრო მე­ტად არ ვი­აქ­ტი­უ­რებ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია! ბი­ჭებ­ზე მო­ნა­დი­რე, ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნე­ბი არ მომ­წონს... ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს, ორი­გი­ნა­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით, მაგ­რამ მერე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ვუყ­ვარ­დი. ერთ დღეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით, პა­ტა­რა ქუ­ჩა­ზე უნდა გაგ­ვევ­ლო. ამ ბიჭს ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყო­ლია და ქუჩა გა­და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა, კედ­ლებ­ზე კი პა­ტა­რა ფურ­ცლე­ბი იყო გაკ­რუ­ლი, რომ­ლებ­ზეც ლექ­სე­ბი ეწე­რა; ყვე­ლა წა­მი­კი­თხა. მერე წყვილ­მა გა­მო­ი­ა­რა, შემ­დეგ - გო­გო­ნამ, რო­მელ­საც ვარ­დი ეჭი­რა და ეს ვარ­დი უეც­რად, ამ ბი­ჭის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა; მან­ქა­ნამ გა­ი­ა­რა, რო­მელ­შიც ჩემი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა ბოლო ხმა­ზე იყო ჩარ­თუ­ლი. მოკ­ლედ, თავი ზღა­პარ­ში მე­გო­ნა. ქუ­ჩის ბო­ლოს მე­გობ­რე­ბი შევ­ნიშ­ნე, ცი­დან კი ვარ­დის ფურ­ცლე­ბი წა­მო­ვი­და... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ღა­მო იყო. ეს სპექ­ტაკ­ლის მაგ­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა. ის მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ არ ვიცი, მის მი­მართ გრძნო­ბა რა­ტომ არ გა­მიჩ­ნდა. მგო­ნი, ეს ამ­ბა­ვი მარ­თლა ზე­ცა­ში წყდე­ბა. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან და უკ­ვირთ: "ასე­თი კარ­გი გოგო მარ­ტო რა­ტომ ხარ?" ამ სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი, ზე­და­პი­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ერ­თთვი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბე­ბი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ზა­ფხუ­ლი მო­ვი­და, დას­ვე­ნე­ბას სად აპი­რებ?

- სამ­სა­ხუ­რი­დან ეგ­ვიპ­ტე­ში უკვე ვი­ყა­ვი: ვი­მუ­შა­ვე და თან - და­ვის­ვე­ნე. ახლა მინ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ზღვა­ზე წა­ვი­დე და ჩემს აგა­რა­კებ­ზე - სუ­რამ­სა და კო­ჯორ­შიც ჩა­ვი­დე; ამ ად­გი­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ვძლებ. ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ვარ და მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს: სექ­ტემ­ბრი­დან იტა­ლი­უ­რი ენის შეს­წავ­ლას ვა­პი­რებ და მინ­და, სიმ­ღე­რაც გა­ვაგ­რძე­ლო, პე­და­გოგ­თან მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყო. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე ფილ­მი­სა და რეკ­ლა­მის კას­ტინგზე ვი­ყა­ვი და ვნა­ხოთ, რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ვი­ღებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: რო­გორ იღი­მის მსოფ­ლიო - 31 ქვე­ყა­ნა და ორი "ქარ­თუ­ლი ღი­მი­ლი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის

როგორ მოხვდა ქართველი გოგონას ღიმილი მსოფლიოს 55 საუკეთესო ღიმილს შორის

ანუნა მდივნიშვილი ტელეგადაცემის წამყვანი 16 წლის ასაკში გახდა. ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მაგრამ როცა პროფესიის არჩევის დრო დაუდგა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია. საჯარო სამსახურში მუშაობის სურვილი აქვს და არ არის გამორიცხული, მომავალში პოლიტიკაშიც ვიხილოთ. ის ახლახან პროექტში - "გაუღიმე მსოფლიოს" (რომლის სლოგანიც - "გულწრფელი ღიმილი უნივერსალური ენაა") ჩაერთო და მეგობართან - ვატო მდივანთან ერთად, სამყაროს ქართული ღიმილი გაუგზავნა.

- ამ პროექტში როგორ მოხვდი? ჩემი აზრით, 55 ღიმილს შორის შენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო...

- რეჟისორი ლაშა ბირკაძე დამიკავშირდა და "მზიურში" დამიბარა. მითხრა, - შენთან ერთად ქართული გარეგნობის ბიჭიც მჭირდებაო. გადასაღებად ჩემს მეგობარ ვატო მდივანთან ერთად მივედი. გადაღება სპონტანურად მოხდა. ლაშამ ამიხსნა, რომ "ქართული ღიმილი" საზღვარგარეთ, პროექტის - "გაუღიმე მსოფლიოს" ორგანიზატორებისთვის უნდა გაეგზავნა. აღმოჩნდა, რომ მათ ჩვენი ღიმილები ძალიან მოეწონა და ფილმშიც შეიტანეს. პრემიერა უნგრეთში გაიმართა, სადაც მიგვიწვიეს კიდეც, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ამბავი სათანადოდ არ გაშუქებულა. არადა, ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

- პოდიუმი, სიმღერა, ტელევიზია, სწავლა - ამ ყველაფერს ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- ზარმაცი არ ვარ. როცა საჭიროა, დილის 6 საათზეც ვდგები და ვმეცადინეობ. მჯერა, თუ გულით მოინდომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ! ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ბოლოს არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე შევაჩერე. სახელმწიფო მართვას ვსწავლობ. მომავალში ჩემს თავს საჯარო სამსახურში ვხედავ. არც ის არის გამორიცხული, რომ პოლიტიკაში წავიდე. ჩემთვის მისაბაძი პოლიტიკოსი მარგარეტ ტეტჩერია.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- მოგეხსენებათ, "ჯეოსტარის" ერთ-ერთი მონაწილე გახლდით. ამ პროექტის დასრულების შემდეგ დამიკავშირდნენ და "იმედში" გადაცემის - "გადაიხადე ნაკლები" წამყვანობა შემომთავაზეს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო - 16 წლის ბავშვი კამერის წინ დავდექი და გადაცემა წავიყვანე. ტექსტს პროდიუსერი მიწერდა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს გადაცემა რამდენიმე თვეში დასრულდა. მერე "მე-9 არხზე" მიმიწვიეს, სადაც ანალოგიური გადაცემა მიმყავს.

- მეგობრებისთვის, პირადი ცხოვრებისთვის დრო გრჩება?

- მთავარია, დროის სწორად განაწილება იცოდე და ყველაფრის გაკეთებას მოასწრებ: სწავლითაც კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ, გადაღებებზე დავდივარ და არც მეგობრებს ვაკლდები. ბოლო დროს დავრწმუნდი, რაც უფრო მეტად დაკავებული ხარ, მით უფრო მეტს ასწრებ, უფრო მეტად მობილიზებული ხარ.

- შეყვარებული ხარ?

- არა. ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. მყავს თაყვანისმცემლები, რომლებიც ზოგჯერ მაბრაზებენ, მაგრამ უფრო ხშირად ჭკვიანად იქცევიან.

- არასდროს გყვარებია?

- მეგონა, მიყვარდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის გრძნობა კი არა, გატაცება უფრო იყო.

- შენი თაობის ბიჭები როგორები არიან?

- არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩემს თაობაში უმეტესობას ფასეულობები დაკარგული აქვს და ზედაპირულ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, პარტნიორის არჩევისას მხოლოდ გარეგნული მხარით კმაყოფილდებიან, ასეთი რამ კი ჩემთვის მიუღებელია.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოგხიბლავს?

- გემოვნება და შეხედულებებიც წლების მატებასთან ერთად მეცვლება. ადრე მაღალი, შავგვრემანი ბიჭები მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ მთავარია, ადამიანური თვისებები ჰქონდეს, მამაკაცური იყოს და ქალთან მოქცევის წესები იცოდეს. ძალიან სიმპათიური, ქალივით ლამაზი ბიჭები არ მიზიდავს. ქართული გარეგნობის "დასტოინები" მომწონს. აუცილებელია, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, შინაგანი კულტურა და ინტელექტი. თუ ადამიანი განათლებული არ არის, მას რაზე უნდა ველაპარაკო? არ მინდა, ჩემნაირი აქტიური იყოს - ორი პლუსი ერთად ვერ იცხოვრებს.

- შენი თაყვანისმცემლები ორიგინალობით თუ გამოირჩევიან?

- ნამდვილად, ორიგინალური თაყვანისმცემლები მყავს, საოცრებებს აკეთებენ, მაგალითად: მესამე სართულზე, ჩემს ფანჯარასთან ამოდიან და საჩუქრებს მიტოვებენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სპაიდერმენია. ჩემი სახლის სადარბაზოში ცოტა დამაბნეველი განლაგებაა. ჰოდა, ზოგიერთს ეშლება და ყვავილებს ჩემს ნაცვლად, მეზობლებს უტოვებენ (იღიმის). ბიჭი რომ ვიყო, შეყვარებულ გოგონას ორიგინალური სიურპრიზებით გავაოცებდი. სხვათა შორის, მეგობარი ბიჭებისთვის რჩევები არაერთხელ მიმიცია.

- შენთვის გოგოს მხრიდან აქტიურობა მიუღებელია?

- ბიჭი თუ ძალიან მომეწონება, ამას ვაგრძნობინებ, მაგრამ მასზე უფრო მეტად არ ვიაქტიურებ, ეს გამორიცხულია! ბიჭებზე მონადირე, ზედმეტად აქტიური გოგონები არ მომწონს... ერთი თაყვანისმცემელი მყავს, ორიგინალობით გამორჩეული. თავიდან ვმეგობრობდით, მაგრამ მერე აღმოაჩინა, რომ ვუყვარდი. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავით, პატარა ქუჩაზე უნდა გაგვევლო. ამ ბიჭს ყველა გაფრთხილებული ჰყოლია და ქუჩა გადაკეტილი დაგვხვდა, კედლებზე კი პატარა ფურცლები იყო გაკრული, რომლებზეც ლექსები ეწერა; ყველა წამიკითხა. მერე წყვილმა გამოიარა, შემდეგ - გოგონამ, რომელსაც ვარდი ეჭირა და ეს ვარდი უეცრად, ამ ბიჭის ხელში აღმოჩნდა; მანქანამ გაიარა, რომელშიც ჩემი საყვარელი სიმღერა ბოლო ხმაზე იყო ჩართული. მოკლედ, თავი ზღაპარში მეგონა. ქუჩის ბოლოს მეგობრები შევნიშნე, ციდან კი ვარდის ფურცლები წამოვიდა... ძალიან ლამაზი საღამო იყო. ეს სპექტაკლის მაგვარი სანახაობა მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ის მართლა კარგი ადამიანია, მაგრამ არ ვიცი, მის მიმართ გრძნობა რატომ არ გამიჩნდა. მგონი, ეს ამბავი მართლა ზეცაში წყდება. ხშირად მეკითხებიან და უკვირთ: "ასეთი კარგი გოგო მარტო რატომ ხარ?" ამ საკითხს სერიოზულად ვუდგები, ზედაპირული ურთიერთობები და ერთთვიანი ქორწინებები ჩემთვის მიუღებელია.

- ზაფხული მოვიდა, დასვენებას სად აპირებ?

- სამსახურიდან ეგვიპტეში უკვე ვიყავი: ვიმუშავე და თან - დავისვენე. ახლა მინდა, მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავიდე და ჩემს აგარაკებზე - სურამსა და კოჯორშიც ჩავიდე; ამ ადგილების გარეშე ვერ ვძლებ. ბავშვობიდან დავდივარ და მიჩვეული ვარ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: სექტემბრიდან იტალიური ენის შესწავლას ვაპირებ და მინდა, სიმღერაც გავაგრძელო, პედაგოგთან მომზადება დავიწყო. გარდა ამისა, რამდენიმე ფილმისა და რეკლამის კასტინგზე ვიყავი და ვნახოთ, რა შემოთავაზებებს მივიღებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: როგორ იღიმის მსოფლიო - 31 ქვეყანა და ორი "ქართული ღიმილი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება