მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს
ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს

"კო­მე­დი შოუს" სცე­ნა­რის­ტი და გე­ნა­დის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ზაქ­რო ინწკირ­ვე­ლი ფიქრზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­სას ხტუნ­ვა­სა და სირ­ბილს ჭად­რა­კის თა­მა­ში ერ­ჩივ­ნა. "ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სცე­ნა­რის­ტი ვარ და საქ­მეს ბევ­რი ფიქ­რის წყა­ლო­ბით ვა­კე­თებ. თუ არ დავ­ფიქ­რდი, ვე­რა­ფერს მო­ვი­გო­ნებ..."

- სა­ინ­ტე­რე­სოა, პა­ტა­რას რა გქონ­და ამ­დე­ნი სა­ფიქ­რა­ლი?

- მა­გა­ლი­თად, მე­გობ­რე­ბი ფეხ­ბურთს რომ თა­მა­შობ­დნენ, მათ გვერ­დით სირ­ბილს მერ­ჩივ­ნა იმა­ზე მე­ფიქ­რა, თუ ვინ რა შეც­დო­მა და­უშ­ვა ან ვინ უკეთ ითა­მა­შა. მარ­ტოს სე­ირ­ნო­ბა მიყ­ვარ­და, კაცს კი ფიქ­რი ასეთ დრო­საც მო­გე­ძა­ლე­ბა ხოლ­მე. მახ­სოვს, პა­ტარ-პა­ტა­რა ლექ­სებს ვწერ­დი, რომ­ლებ­საც დე­დას ვუ­ძღვნი­დი და როცა მის­თვის რა­ი­მეს თხოვ­ნა მინ­დო­და (მა­გა­ლი­თად, კი­ნო­ში წას­ვლა ან სხვა რამე), ამას ლექ­სად ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ილუსტრი­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო. ჰოდა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვა­კე­თებ­დი ათას­გვარ მი­სა­ლოც, ჩა­სა­კეც ბა­რათ­სა და კონ­ვერტს. კო­მიქ­სებს რომ ვნა­ხავ­დი, ვფიქ­რობ­დი, - ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ იქ­ნებ მე უკე­თე­სის შექ­მნა შე­მიძ­ლია-მეთ­ქი? ანეკ­დო­ტებს ვწერ­დი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მყავ­და: "სა­სა­ცი­ლო მო­თხრო­ბე­ბის ავ­ტო­რი" ანუ ს.მ.ა. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ალ­კოჰო­ლის სმა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო თემა იყო, ამ ს.მ.ა.-ზე ვი­გო­ნებ­დი ათას­ნა­ირ ამ­ბავს. ახლა "კა­ლამ­ბუ­რო­ბა­ნა" - ანუ სი­ტყვის ორაზ­როვ­ნე­ბა­ზე შექ­მნი­ლი თა­მა­შე­ბი მიყ­ვარს. მე და კობა ბა­რა­თე­ლი ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვე­პა­ექ­რე­ბით და რა­ი­მე სი­ტყვას რომ მო­ვი­ფიქ­რებთ, ერ­თურთს ტე­ლე­ფო­ნით ვუ­რე­კავთ ხოლ­მე.

- ალ­ბათ კარ­გი მოს­წავ­ლე იყა­ვი...

- სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და სწავ­ლა. სკო­ლი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­შინ­ვე მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვი­წყებ­დი. დედა სულ მეხ­ვე­წე­ბო­და, - ტა­ნი­სა­მო­სი გა­მო­იც­ვა­ლე და მერე იმე­ცა­დი­ნეო... ჭად­რაკ­მა უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ჩემი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ქუ­თა­ის­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და იმ სა­ში­ნელ 80-90-იან წლებ­ში მე­გობ­რე­ბის­გან იმით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რომ ქურ­დო­ბა არ მინ­დო­და და "შავ სამ­ყა­როს" არ ვე­კა­რე­ბო­დი. ჭად­რა­კის წყა­ლო­ბით მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მო­ვი­ა­რეთ.

- ჭად­რაკს ახ­ლაც თა­მა­შობ?

- რა თქმა უნდა! კომ­პი­უ­ტერ­ში მაქვს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პროგ­რა­მა და როცა ვუ­გებ, მი­ხა­რია... ადრე ერთი მავ­ნე ჩვე­ვა მქონ­და, ფიქ­რის დროს შუბლთან ხე­ლებს ვი­დებ­დი და თმას ვიხ­ვევ­დი. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი "შე­მე­ლო­ტე­ბა" ამის ბრა­ლიც არის (იცი­ნის). რაც უფრო მეტი სა­ფიქ­რა­ლი და სა­ნერ­ვი­უ­ლო მქონ­და, მით უფრო მე­ტად ვიხ­ვევ­დი თმას.

- დიდი ხა­ნია, მარ­ტო ცხოვ­რობ...

- ოც წელს რომ გა­და­ვა­ბი­ჯე, მა­მას ვუ­თხა­რი, - და­მო­უ­კი­დებ­ლად მინ­და ცხოვ­რე­ბა და გავ­რის­კავ-მეთ­ქი. მამა ჩემს ნათ­ქვამს გა­გე­ბით მო­ე­კი­და, რის­თვი­საც მისი მად­ლი­ე­რი ვარ. თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ­მა, თა­ვი­დან ბინა ვი­ქი­რა­ვე, მაგ­რამ შემ­დეგ იმ­დენს მი­ვაღ­წიე, რომ უკვე სამი წე­ლია, პა­ტა­რა "ბუ­ნა­გი" მაქვს.

- რო­გორ იწყე­ბა მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?

- დღის და­გეგ­მვი­თა და ისევ და ისევ, ფიქ­რით. მაღ­ვი­ძა­რა ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე იწყებს რეკ­ვას. ლო­გი­ნი­დან ად­გო­მის შემ­დეგ აბა­ზა­ნას ვი­ღებ, ჩაის ვსვამ და სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ; ათი სა­ა­თი­დან მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ.

- რო­გორ მოხ­ვდი იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ში?

- ბავ­შვო­ბა­ში იუ­მო­რის­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ყუ­რე­ბა და ამ ჟან­რის წიგ­ნე­ბის კი­თხვა მიყ­ვარ­და. სკო­ლა­ში სწავ­ლის ბოლო წლებ­ში უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვქმნი­დი იუ­მორს. სტუ­დენ­ტო­ბი­სას მიყ­ვარ­და "კა­ვე­ენ­ზე" სი­ა­რუ­ლი. ერთხელ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ღია ჩემ­პი­ო­ნა­ტი იწყე­ბო­და, რო­მელ­შიც ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჰოდა, პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ზე მე, გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძემ, ოთო ლომ­თა­ძემ და სხვა მე­გობ­რებ­მა ისეთ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნაკ­რებ­ში აგ­ვიყ­ვა­ნეს. სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და წე­სით, ექი­მად უნდა მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი სულ სხვა სფე­რო­ში ვი­პო­ვე.

- ექი­მის დიპ­ლო­მი გაქვს?

- კი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ. უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბა­ში მად­გე­ბა... ღმერ­თმა იუ­მო­რის გა­რე­შე არ მამ­ყო­ფოს, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, როცა სუფ­რას­თან მჯდომს მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ი­მეს მოჰ­ყე­ვი, გა­მა­ცი­ნეო. რად­გან იუ­მორს ვქმნი, ჩემ­გან სას­წა­უ­ლებს ელი­ან.

- ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა არ გხიბ­ლავს, მაგ­რამ გე­ნა­დის რო­ლის მორ­გე­ბა მა­ინც მო­გიხ­და...

- გე­ნა­დი შემ­თხვე­ვით "და­ი­ბა­და". "ვა­ნოს შო­უ­ზე" ვმუ­შა­ობ­დით, როცა ოთახ­ში ან­დღუ­ლა­ძე შე­მო­ვი­და და და­მი­ძა­ხა, - გვერ­დით და­მი­დე­ქიო, მერე კი დას­ძი­ნა: აი, ეს უნდა იყოს ჯუ­ლის ქმა­რიო. ჩემი მო­წო­დე­ბა ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო, მაგ­რამ გუნ­დის თხოვ­ნა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე.

- გუ­ლის სწო­რი ხომ არ გყავს? ახლო მო­მა­ვალ­ში და­ო­ჯა­ხე­ბას ხომ არ აპი­რებ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. რო­გორც კი გა­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ის "ის" არის, მა­შინ­ვე და­ვო­ჯახ­დე­ბი. თან­და­თან წინ მივ­დი­ვარ და ოჯა­ხის ტვირ­თის ზიდ­ვა წე­სით, არ უნდა გა­მი­ჭირ­დეს.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებ?

- სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვუ­კავ­შირ­დე­ბი მე­გობ­რებს და მათ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბად, სად­მე წყნარ ად­გი­ლას მივ­დი­ვარ. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არა კო­ლე­გა-მე­გობ­რებ­თან, არა­მედ სხვებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო: მყავს ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გობ­რე­ბი და სა­ღა­მო­ო­ბით ერ­თმა­ნეთს დღის ამ­ბებს ვუ­ზი­ა­რებთ...

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს

ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს

"კომედი შოუს" სცენარისტი და გენადის როლის შემსრულებელი - ზაქრო ინწკირველი ფიქრზე შეყვარებული ადამიანია. ამბობს, რომ პატარაობისას ხტუნვასა და სირბილს ჭადრაკის თამაში ერჩივნა. "ათ წელიწადზე მეტია, სცენარისტი ვარ და საქმეს ბევრი ფიქრის წყალობით ვაკეთებ. თუ არ დავფიქრდი, ვერაფერს მოვიგონებ..."

- საინტერესოა, პატარას რა გქონდა ამდენი საფიქრალი?

- მაგალითად, მეგობრები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მათ გვერდით სირბილს მერჩივნა იმაზე მეფიქრა, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა ან ვინ უკეთ ითამაშა. მარტოს სეირნობა მიყვარდა, კაცს კი ფიქრი ასეთ დროსაც მოგეძალება ხოლმე. მახსოვს, პატარ-პატარა ლექსებს ვწერდი, რომლებსაც დედას ვუძღვნიდი და როცა მისთვის რაიმეს თხოვნა მინდოდა (მაგალითად, კინოში წასვლა ან სხვა რამე), ამას ლექსად ვეუბნებოდი ხოლმე. ჩემს ბავშვობაში ილუსტრირებული და საინტერესო წიგნების დეფიციტი იყო. ჰოდა, საკუთარი ხელით ვაკეთებდი ათასგვარ მისალოც, ჩასაკეც ბარათსა და კონვერტს. კომიქსებს რომ ვნახავდი, ვფიქრობდი, - ძალიან ლამაზია, მაგრამ იქნებ მე უკეთესის შექმნა შემიძლია-მეთქი? ანეკდოტებს ვწერდი. ჩემი პერსონაჟი მყავდა: "სასაცილო მოთხრობების ავტორი" ანუ ს.მ.ა. ჰოდა, ვინაიდან ალკოჰოლის სმა ქართველებისთვის მისაღები და საინტერესო თემა იყო, ამ ს.მ.ა.-ზე ვიგონებდი ათასნაირ ამბავს. ახლა "კალამბურობანა" - ანუ სიტყვის ორაზროვნებაზე შექმნილი თამაშები მიყვარს. მე და კობა ბარათელი ერთმანეთს ხშირად ვეპაექრებით და რაიმე სიტყვას რომ მოვიფიქრებთ, ერთურთს ტელეფონით ვურეკავთ ხოლმე.

- ალბათ კარგი მოსწავლე იყავი...

- სიგიჟემდე მიყვარდა სწავლა. სკოლიდან შინ დაბრუნებული მაშინვე მეცადინეობას ვიწყებდი. დედა სულ მეხვეწებოდა, - ტანისამოსი გამოიცვალე და მერე იმეცადინეო... ჭადრაკმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. ქუთაისში ვარ დაბადებული და იმ საშინელ 80-90-იან წლებში მეგობრებისგან იმით გამოვირჩეოდი, რომ ქურდობა არ მინდოდა და "შავ სამყაროს" არ ვეკარებოდი. ჭადრაკის წყალობით მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ.

- ჭადრაკს ახლაც თამაშობ?

- რა თქმა უნდა! კომპიუტერში მაქვს ძალიან ძლიერი პროგრამა და როცა ვუგებ, მიხარია... ადრე ერთი მავნე ჩვევა მქონდა, ფიქრის დროს შუბლთან ხელებს ვიდებდი და თმას ვიხვევდი. შეიძლება, ჩემი "შემელოტება" ამის ბრალიც არის (იცინის). რაც უფრო მეტი საფიქრალი და სანერვიულო მქონდა, მით უფრო მეტად ვიხვევდი თმას.

- დიდი ხანია, მარტო ცხოვრობ...

- ოც წელს რომ გადავაბიჯე, მამას ვუთხარი, - დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება და გავრისკავ-მეთქი. მამა ჩემს ნათქვამს გაგებით მოეკიდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. თბილისში ჩამოსულმა, თავიდან ბინა ვიქირავე, მაგრამ შემდეგ იმდენს მივაღწიე, რომ უკვე სამი წელია, პატარა "ბუნაგი" მაქვს.

- როგორ იწყება მარტოხელა მამაკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დღის დაგეგმვითა და ისევ და ისევ, ფიქრით. მაღვიძარა ცხრის ნახევარზე იწყებს რეკვას. ლოგინიდან ადგომის შემდეგ აბაზანას ვიღებ, ჩაის ვსვამ და სამსახურში მივდივარ; ათი საათიდან მუშაობას ვიწყებ.

- როგორ მოხვდი იუმორისტულ გადაცემაში?

- ბავშვობაში იუმორისტული პროგრამების ყურება და ამ ჟანრის წიგნების კითხვა მიყვარდა. სკოლაში სწავლის ბოლო წლებში უკვე დამოუკიდებლად ვქმნიდი იუმორს. სტუდენტობისას მიყვარდა "კავეენზე" სიარული. ერთხელ გამოაცხადეს, რომ ღია ჩემპიონატი იწყებოდა, რომელშიც ნებისმიერს შეეძლო მონაწილეობა. ჰოდა, პირველივე სეზონზე მე, გიორგი ჯანელიძემ, ოთო ლომთაძემ და სხვა მეგობრებმა ისეთ წარმატებას მივაღწიეთ, რომ უნივერსიტეტის ნაკრებში აგვიყვანეს. სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე და წესით, ექიმად უნდა მემუშავა, მაგრამ საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში ვიპოვე.

- ექიმის დიპლომი გაქვს?

- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი ვარ. უბრალოდ, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ზოგჯერ ცხოვრებაში მადგება... ღმერთმა იუმორის გარეშე არ მამყოფოს, მაგრამ არ მიყვარს, როცა სუფრასთან მჯდომს მეუბნებიან, - რაიმეს მოჰყევი, გამაცინეო. რადგან იუმორს ვქმნი, ჩემგან სასწაულებს ელიან.

- ტელეეკრანზე გამოჩენა არ გხიბლავს, მაგრამ გენადის როლის მორგება მაინც მოგიხდა...

- გენადი შემთხვევით "დაიბადა". "ვანოს შოუზე" ვმუშაობდით, როცა ოთახში ანდღულაძე შემოვიდა და დამიძახა, - გვერდით დამიდექიო, მერე კი დასძინა: აი, ეს უნდა იყოს ჯულის ქმარიო. ჩემი მოწოდება ამ როლის შესრულება ნამდვილად არ იყო, მაგრამ გუნდის თხოვნა გავითვალისწინე.

- გულის სწორი ხომ არ გყავს? ახლო მომავალში დაოჯახებას ხომ არ აპირებ?

- შეყვარებული არ ვარ. როგორც კი გამოჩნდება ისეთი სერიოზული ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ ის "ის" არის, მაშინვე დავოჯახდები. თანდათან წინ მივდივარ და ოჯახის ტვირთის ზიდვა წესით, არ უნდა გამიჭირდეს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- სამსახურის შემდეგ ვუკავშირდები მეგობრებს და მათთან ერთად გასართობად, სადმე წყნარ ადგილას მივდივარ. ვცდილობ, თავისუფალი დრო არა კოლეგა-მეგობრებთან, არამედ სხვებთან ერთად გავატარო: მყავს ბავშვობის დროინდელი მეგობრები და საღამოობით ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები