საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი შეიჩვია და მთელი ზამთარი თავისთან ყავდა" - პედოფილიის მორიგი ფაქტი კახეთში
"ბავშვი შეიჩვია და მთელი ზამთარი თავისთან ყავდა" - პედოფილიის მორიგი ფაქტი კახეთში

ჩემი ღრმა რწმე­ნით, ჟურ­ნა­ლის­ტებს ზოგ­ჯერ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტიც ადა­მი­ა­ნია და ემო­ცი­ის ჩახ­შო­ბა მას­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. ასე რომ შე­ვი­ტყვე, რომ არას­რულ­წლო­ვან­ზე სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მე­ო­თხედ უნდა და­მე­წე­რა, ქვეყ­ნად ყვე­ლაფ­რის სურ­ვი­ლი დავ­კარ­გე. თუმ­ცა გა­მახ­სენ­და რა ის ათი­ა­თა­სო­ბით ამ თე­მა­ზე და­წე­რილ სტა­ტი­ებ­ზე ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც პე­დო­ფი­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის უკი­დუ­რე­სად გამ­კაც­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ, წე­რას მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქი, - ეს დიდი ძა­ლაა. დიდი ძალა კი ერთხე­ლაც შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად აღ­წევს. ასე და­ვი­წყე წნორ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ძებ­ნა - სწო­რედ წნორ­ში მოხ­და პე­დო­ფი­ლი­ის მო­რი­გი ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტი - 52 წლის მა­მა­კაც­მა 10 წლის გო­გო­ნა­ზე სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

კა­ხეთ­ში ბოლო ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე სქე­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის ხუთი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ამაზ­რზე­ნი შემ­თხვე­ვის სცე­ნარ­საც ფორ­მა ჰქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სხვა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა­გან, თო­რემ ში­ნა­არ­სით აქაც ზუს­ტად ისე­ვე მი­ე­ტა­ნა 52 წლის მა­მა­კა­ცი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ 10 წლის ბავშს, რო­გორც სხვა დროს. შემ­დეგ კი მე­ზობ­ლე­ბის თქმით ამ თე­მა­ზე თა­ვი­სი­ვე სახ­ლში სა­ქე­ი­ფოდ მოწ­ვე­ულ ერთ-ერთ მე­ზო­ბელ­თან რი­ხით სა­უბ­რობ­და:

შ. მ. :

- მე ამ უბე­დუ­რი ბავ­შვის და იმ არა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი ვარ. ნე­ტა­ვი იმ სახ­ლი­სა­კენ, რომ­ლე­შიც ეგ ცხოვ­რობ­და, არა­სო­დეს გა­მა­ხე­და. ეს ნა­ძი­რა­ლა ორი წლის წინ გად­მო­სახ­ლდა ახ­მე­ტი­დან წნორ­ში. იქაც ალ­ბათ რამე არა­კა­ცუ­რი ჩა­ი­დი­ნა, თუ არა ამ ხნის კაცს რა რჯი­და, რა­ტომ უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო იქე­დან და აქ ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ეცხოვ­რა. თა­ნაც უცოლ­შვი­ლოდ. ჩვენ ასე გვი­თხრა, ჩემი ცოლ-შვი­ლი უცხო­ეთ­ში არი­ან სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლე­ბიო, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობთ, რომ ეს ნა­ძი­რა­ლა იქ­ნებ მა­თაც სახ­ლი­დან გა­მო­აგ­დეს. ეს ბავ­შვი და ბე­ბი­ა­მი­სიც თა­ვის ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ჰყავ­და შე­ხიზ­ნუ­ლი ნათ­ლი­ა­ო­ბის სა­ბა­ბით. ამ ბავ­შვს პატ­რო­ნი არა ჰყავს, ღა­ტაკ და თა­ნაც ისეთ ბე­ბი­ას­თან ჰყავ­დათ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშობ­ლებს, რო­მელ­საც ჭკუა არა­ფერ­ზე მო­ე­კი­თხე­ბა. არა მგო­ნია, ან მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ ნორ­მა­ლუ­რე­ბი, თო­რემ ბავ­შვი ასე უპატ­რო­ნოდ რო­გორ უნდა მი­აგ­დო. ამ სი­ღა­ტა­კის გამო მი­უ­ხოხ­და ალ­ბათ ეს არა­კა­ცი ამ ავად­მყოფ ქალს, - ვი­თომ გპატ­რო­ნობ­თო და რა­ღაც ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ხარა-ხურა სა­ჩუქ­რე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბი მი­უთ­რია. და იმ ბე­ბი­ა­მაც თა­ვი­სი ჭკუ­ით, ბავ­შვს ვი­თომ პატ­რო­ნი უშო­ვა და მო­ა­ნათ­ვლი­ნა, თა­ნაც მას­თან დამ­კვიდ­რდნენ სა­ცხოვ­რებ­ლად - უფრო გა­უ­ი­ოლ­და იმ არამ­ზა­დას ეს არა­კა­ცო­ბა, - ბავ­შვი შე­იჩ­ვია და მერე ეს სა­ზი­ზღრო­ბა მო­უ­წყო, თან მთე­ლი ზამ­თა­რი ამას­თან იყო და რომ ვფიქ­რობ, რას უკე­თებ­და, თმე­ბი ყალ­ყზე მიდ­გე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

"ბავშვი შეიჩვია და მთელი ზამთარი თავისთან ყავდა" - პედოფილიის მორიგი ფაქტი კახეთში

"ბავშვი შეიჩვია და მთელი ზამთარი თავისთან ყავდა" - პედოფილიის მორიგი ფაქტი კახეთში

ჩემი ღრმა რწმენით, ჟურნალისტებს ზოგჯერ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტიც ადამიანია და ემოციის ჩახშობა მასზეც უარყოფითად აისახება. ასე რომ შევიტყვე, რომ არასრულწლოვანზე სქესობრივი ძალადობის ფაქტზე მეოთხედ უნდა დამეწერა, ქვეყნად ყველაფრის სურვილი დავკარგე. თუმცა გამახსენდა რა ის ათიათასობით ამ თემაზე დაწერილ სტატიებზე ათიათასობით ადამიანის გამოხმაურება, რომლებიც პედოფილიის წინააღმდეგ კანონის უკიდურესად გამკაცრებას მოითხოვენ, წერას მაშინვე შევუდექი, - ეს დიდი ძალაა. დიდი ძალა კი ერთხელაც შედეგს აუცილებლად აღწევს. ასე დავიწყე წნორში ინფორმაციის ძებნა - სწორედ წნორში მოხდა პედოფილიის მორიგი ამაზრზენი ფაქტი - 52 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობა განახორციელა.

კახეთში ბოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში არასრულწლოვნებზე სქესობრივი ძალადობის ხუთი შემთხვევა მოხდა. სიღნაღის რაიონში მომხდარი ამაზრზენი შემთხვევის სცენარსაც ფორმა ჰქონდა განსხვავებული სხვა მსგავსი დანაშაულებებისაგან, თორემ შინაარსით აქაც ზუსტად ისევე მიეტანა 52 წლის მამაკაცი სოციალურად დაუცველ 10 წლის ბავშს, როგორც სხვა დროს. შემდეგ კი მეზობლების თქმით ამ თემაზე თავისივე სახლში საქეიფოდ მოწვეულ ერთ-ერთ მეზობელთან რიხით საუბრობდა:

შ. მ. :

- მე ამ უბედური ბავშვის და იმ არაკაცის მეზობელი ვარ. ნეტავი იმ სახლისაკენ, რომლეშიც ეგ ცხოვრობდა, არასოდეს გამახედა. ეს ნაძირალა ორი წლის წინ გადმოსახლდა ახმეტიდან წნორში. იქაც ალბათ რამე არაკაცური ჩაიდინა, თუ არა ამ ხნის კაცს რა რჯიდა, რატომ უნდა წამოსულიყო იქედან და აქ ნაქირავებ სახლში ეცხოვრა. თანაც უცოლშვილოდ. ჩვენ ასე გვითხრა, ჩემი ცოლ-შვილი უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულებიო, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ეს ნაძირალა იქნებ მათაც სახლიდან გამოაგდეს. ეს ბავშვი და ბებიამისიც თავის ნაქირავებ სახლში ჰყავდა შეხიზნული ნათლიაობის საბაბით. ამ ბავშვს პატრონი არა ჰყავს, ღატაკ და თანაც ისეთ ბებიასთან ჰყავდათ მიტოვებული მშობლებს, რომელსაც ჭკუა არაფერზე მოეკითხება. არა მგონია, ან მშობლები იყვნენ ნორმალურები, თორემ ბავშვი ასე უპატრონოდ როგორ უნდა მიაგდო. ამ სიღატაკის გამო მიუხოხდა ალბათ ეს არაკაცი ამ ავადმყოფ ქალს, - ვითომ გპატრონობთო და რაღაც იაფფასიანი ხარა-ხურა საჩუქრები და სათამაშოები მიუთრია. და იმ ბებიამაც თავისი ჭკუით, ბავშვს ვითომ პატრონი უშოვა და მოანათვლინა, თანაც მასთან დამკვიდრდნენ საცხოვრებლად - უფრო გაუიოლდა იმ არამზადას ეს არაკაცობა, - ბავშვი შეიჩვია და მერე ეს საზიზღრობა მოუწყო, თან მთელი ზამთარი ამასთან იყო და რომ ვფიქრობ, რას უკეთებდა, თმები ყალყზე მიდგება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ