ორი დღის წინ ნინი ბადურაშვილის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ დაადასტურა, რომ ის და ნინი გაყრის პირას არიან. გარდა ამისა, კუტალაძემ აღნიშნა, რომ ნინიმ ის მხოლოდ შვილის კანონიერი ქორწინებით გასაჩენად გამოიყენა.
მომავალმა დედამ დუმილი დააღვია და ირაკლი კუტალაძეს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იოსებ ნონეშვილის სიტყვებით უპასუხა.
"ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი!“ - წერს ბადურაშვილი.
პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ის არც ნინის მეგობრებს, ქართული შობიზნესის წარმომადგენლებს გამორჩენიათ.
"ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ და ცოდოა ის, ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად", - დაწერა სალომე გოგიაშვილმა.
"ვისაც შარვალი აცვია განა ყველა კაცია?! ნინი მიყვარხარ", - დააკომენტარა ანრი ჯოხაძემ.
ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"