პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"
გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"

25 ივ­ნისს კავ­კა­სი­ურ სახ­ლში გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნის პო­ე­ზი­ი­სა და არტჯ­გუფ "სტიგ­მა­ტის" ოთხი ახა­ლი მინი არ­ტფილ­მის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. მას­ში გი­ორ­გის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ღა­მოს და­ვეს­წა­რით და შე­ვე­ცა­დეთ, გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი უკეთ გაგ­ვეც­ნო...

- მე გახ­ლა­ვართ პო­ე­ტი და არ­ტის­ტი გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი. ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და ზო­გა­დად არ­ტში 1990 წლი­დან ვმოღ­ვა­წე­ობ. ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო იმით, რომ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პო­ეტ­მა ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად დი­სი­დენ­ტია, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ქარ­თველ პო­ეტ­თა ორ­დე­ნი "ქრო­ნო­ფა­გე­ბი". ეს ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს "დრო­ის შთანმთქმე­ლებს". ეს იყო მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ე­ტუ­რი საძ­მო "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" ორ­დე­ნის შემ­დეგ. მას ჰქონ­და თა­ვი­სი თავ­შეყ­რის სა­ლო­ნი, გერ­ბი, დრო­შა, სტა­ტუ­სი... ამ ორ­დე­ნის ეგი­დით გა­მო­ი­ცა სამი კრე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რე­თაა, თქვენ არ გი­ფიქ­რი­ათ გამ­გზავ­რე­ბა?

- დიახ, მე­სა­მე წე­ლია, რაც ზურა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, გამ­გზავ­რე­ბა­ზე ხში­რად მი­ფიქ­რია, ჩემ­თვის აქ ცხოვ­რე­ბა ტან­ჯვაა, მაგ­რამ წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა. დღეს უკვე ვცდი­ლობ, ამას სხვა თვა­ლით შევ­ხე­დო. 45 წლის ვხდე­ბი და ვფიქ­რობ, რომ ეს ერ­თგვა­რი კარ­მაა. მოს­ჯი­ლი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ფეხი ვერ გა­ვად­გა, ისე­ვე, რო­გორც ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი აქ და­სა­მარ­და. გზა არა­ნა­ი­რად არ მეხ­სნე­ბა. მე არც პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვა შე­მიძ­ლია, არც ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, არც რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბის წერა, სუფ­თა წყლის პო­ე­ტი ვარ, სხვა არა­ფე­რი შე­მიძ­ლია.

- სა­შუ­ა­ლე­ბა რომ გქონ­დეთ, სად წახ­ვი­დო­დით?

- ახლა არ ვიცი, მაგ­რამ აქამ­დე ტი­ბეტ­ში წას­ვლას ვი­სურ­ვებ­დი. 16 წელი აქ­ტი­უ­რი ბუ­დის­ტი ვი­ყა­ვი. მყავს ჩემი ლამა, მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ბოლო 2 თვეა გავ­ქრის­ტი­ან­დი და ეს მამა გუ­რა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მო­ნათ­ლუ­ლი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რი გახ­ლდით. სა­მე­ბის დი­აკ­ვან­თან, მამა გუ­რამ ოთხო­ზო­რი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბამ ჩემი რე­ლი­გი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცია შეც­ვა­ლა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მამა გუ­რა­მის აზ­როვ­ნე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბის რომ იყოს ყვე­ლა მო­ძღვა­რი, არა­ნა­ი­რი 17 მა­ი­სი, ან მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ მოხ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ, ის მე ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"

გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"

25 ივნისს კავკასიურ სახლში გიორგი ბუნდოვანის პოეზიისა და არტჯგუფ "სტიგმატის" ოთხი ახალი მინი არტფილმის ჩვენება გაიმართა. მასში გიორგის რამდენიმე მეგობარი და კოლეგა მონაწილეობდა. საღამოს დავესწარით და შევეცადეთ, გიორგი ბუნდოვანი უკეთ გაგვეცნო...

- მე გახლავართ პოეტი და არტისტი გიორგი ბუნდოვანი. ხელოვნებაში და ზოგადად არტში 1990 წლიდან ვმოღვაწეობ. ჩემი აქტიურობა ლიტერატურაში დაიწყო იმით, რომ მე და ჩემმა მეგობარმა პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც ამჟამად დისიდენტია, ჩამოვაყალიბეთ ქართველ პოეტთა ორდენი "ქრონოფაგები". ეს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს "დროის შთანმთქმელებს". ეს იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო "ცისფერყანწელთა" ორდენის შემდეგ. მას ჰქონდა თავისი თავშეყრის სალონი, გერბი, დროშა, სტატუსი... ამ ორდენის ეგიდით გამოიცა სამი კრებული.

- რამდენიმე წელია, რაც ზურაბ რთველიაშვილი საზღვარგარეთაა, თქვენ არ გიფიქრიათ გამგზავრება?

- დიახ, მესამე წელია, რაც ზურა საქართველოში არ იმყოფება. რაც შემეხება მე, გამგზავრებაზე ხშირად მიფიქრია, ჩემთვის აქ ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ წასვლის საშუალება არ მომეცა. დღეს უკვე ვცდილობ, ამას სხვა თვალით შევხედო. 45 წლის ვხდები და ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი კარმაა. მოსჯილი მაქვს, რომ საქართველოდან ფეხი ვერ გავადგა, ისევე, როგორც ტერენტი გრანელი აქ დასამარდა. გზა არანაირად არ მეხსნება. მე არც პოლიტიკაში გარევა შემიძლია, არც ბიზნესის წარმოება, არც რაღაც პროექტების წერა, სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია.

- საშუალება რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით?

- ახლა არ ვიცი, მაგრამ აქამდე ტიბეტში წასვლას ვისურვებდი. 16 წელი აქტიური ბუდისტი ვიყავი. მყავს ჩემი ლამა, მოძღვარი, რომელიც ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ბოლო 2 თვეა გავქრისტიანდი და ეს მამა გურამის დამსახურებაა. მონათლული კი ვიყავი, მაგრამ როგორც გითხარით, ბუდიზმის მიმდევარი გახლდით. სამების დიაკვანთან, მამა გურამ ოთხოზორიასთან დაახლოებამ ჩემი რელიგიური ორიენტაცია შეცვალა. დღეს საქართველოში მამა გურამის აზროვნებისა და შინაგანი ბუნების რომ იყოს ყველა მოძღვარი, არანაირი 17 მაისი, ან მსგავსი რაღაცები არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ის მე ღმერთმა გამომიგზავნა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს