პოლიტიკა
მსოფლიო

12

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"
გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

"აი, თურ­მე რა მე­თო­დე­ბი ჰქო­ნია ჩვენს დე­მოკ­რატ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხის "და­სა­მუ­შა­ვებ­ლად". სა­დამ­დე წა­სუ­ლა მათი სი­სას­ტი­კე. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ასე­თი სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. კო­ა­ლი­ცი­ი­დან თით­ქმის ყვე­ლას ვიც­ნობ. ზოგი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად პარ­ლა­მენ­ტშიც იყო, მაგ­რამ მათი უწე­სო­ბა რომ და­ი­ნა­ხეს, გა­ე­მიჯ­ნენ... ახლა რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რას ვე­ლო­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამა­თი მოს­ვლის შემ­დეგ. მსოფ­ლი­ო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა, რომ ერთ წე­ლი­წად­ში ივა­ნიშ­ვი­ლი კი არა, მა­მა­ზე­ცი­ე­რი ვერ აგ­ვაყ­ვა­ვებს და არც უნდა ვე­ლო­დოთ, რად­გან ჩვენ არც ნავ­თო­ბი გვაქვს, არც გაზი და ლი­თო­ნის სა­ბა­დო­ე­ბი..." - ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

- შსს-მ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, მათ შო­რის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს აჩ­ვე­ნა, რა დროს­აც რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა შეხ­ვედ­რა და­ტო­ვა...

- დიახ, კვე­სი­ტა­ძემ და პა­ი­ჭა­ძემ, რო­მელ­თაც ჩვენ ვუხ­დით ხელ­ფა­სებს. ბო­დი­ში მკი­თხველ­თან, მაგ­რამ მათ იმ­დე­ნი აქვთ "ნა­ჭა­მი", ამ ბან­დი­ტებს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე თავ­გა­მო­დე­ბით იცავ­დნენ, რომ იქ დარ­ჩე­ნა უხერ­ხუ­ლო­ბას შე­უქ­მნი­და, ამი­ტო­მაც ატე­ხეს გან­გა­ში. სწო­რად უთხრა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ, რო­მე­ლიც, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია. მუდ­მი­ვად იბ­რძო­და ქუ­ჩა­ში. არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს, სცე­მეს. ის სხვა­ნა­ი­რი ოჯა­ხის შვი­ლია, ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და, იქა­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი... უნდა ვა­ღი­ა­რო, რა­დი­კა­ლი და კონ­სერ­ვა­ტო­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ძა­ლა­უფ­ლე­ბა რომ მქო­ნო­და, ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად გა­ვა­კე­თებ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" კო­ა­ბი­ტა­ცი­ას კი არა, დიქ­ტა­ტუ­რას გა­მო­ვუ­ცხა­დებ­დი. იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, "რუს­თა­ვი 2-ში", "იმედ­სა" და პირ­ველ არხზე და იქაც, ბო­ლოს რომ გა­იხ­სნეს თა­ვი­ან­თვის რა­ღაც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს დავ­ხსნი­დი, რათა სხვებს შემ­დგომ­ში ჭკუა ეს­წავ­ლათ. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, და­სავ­ლე­თი რას იფიქ­რებს ამა­ზე. მო­რა­ლის მათ­გან აღე­ბა ჯერ ჩვენ­თვის ნა­ად­რე­ვია, მათ ორი-სამი სა­უ­კუ­ნით ჩა­მოვ­რჩე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­ო­და­ლიზ­მი­დან პირ­და­პირ კო­მუ­ნიზ­მზე გა­და­ვე­დით, ისე, რომ კა­პი­ტა­ლიზ­მი არ გაგ­ვივ­ლია. ამი­ტომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ად­რეა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვა­არ­სე "ვა­ზის პარ­ტია" და მა­შინ ვამ­ბობ­დი, ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, თა­ვად რუ­სეთ­მაც, დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­სავ­ლე­ლი გზა ერ­თად უნდა გა­ვი­ა­როთ, შემ­დეგ კი, ევ­რო­პას ერ­თად უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ-მეთ­ქი. ასეც არის. აფხა­ზებ­სა და ოსებს სე­პა­რა­ტის­ტებს რომ ვე­ძა­ხით, თა­ვის დრო­ზე ქარ­თვე­ლი რუ­სის­თვი­საც სე­პა­რა­ტის­ტი იყო.

- ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი დღეს პო­ლი­ტი­კას უფრო მეტ დროს უთ­მობს, ვიდ­რე თე­ატრს...

- დიახ, ასე მოხ­და. "ოც­ნე­ბას" პო­პუ­ლა­რუ­ლი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და. შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის დროს ზა­ზას­ნა­ირ ხალ­ხს აღარ და­უ­ძა­ხე­ბენ, რად­გან ისი­ნი თა­ვად წავ­ლენ. ამას­წი­ნათ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მაც უთხრა ბი­ძი­ნას, იუ­რის­ტე­ბიც მჭირ­დე­ბაო. მარ­თლა კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თან­და­თან ყვე­ლა თა­ვის საქ­მეს და­უბ­რუნ­დე­ბა. მათი ნიჭი იმ საქ­მე­ში უნდა და­ი­ხარ­ჯოს, რა­შიც ღმერ­თმა მის­ცა... არც სიმ­ღე­რა მეს­მის დღეს ნორ­მა­ლუ­რი და არც ფილ­მებს იღე­ბენ ისეთს, ნახ­ვა რომ ღირ­დეს. გა­უ­თა­ვებ­ლად ყი­ყი­ნე­ბენ ინ­გლი­სუ­რად ტე­ლე­ვი­ზი­ით და მერე ფეხი ფეხ­ზე გა­და­დე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კო­ბენ, იცით, ამ­დე­ნი წე­ლია მუ­სი­კა­ში "ვმოღ­ვა­წე­ო­ბო" ... სიკ­ვდილ­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნია, რომ ჩვენს თა­ო­ბას­თან ერ­თად დიდი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რაც მი­დის.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ, ეს არის კი­ნოს­ტუ­დია. შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ქო­ნე­ბის ერთი მე­სა­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლებს ეკუთ­ვნო­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი - მთავ­რო­ბას. მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, ჩვენ მიერ შექ­მნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ ვი­რიშ­ვი­ლებ­მა წაგ­ვარ­თვეს და ერთი-ორი შე­ნო­ბის გარ­და ყვე­ლა გა­ყი­დეს... იმ დარ­ჩე­ნილ შე­ნო­ბებ­ში რო­გორ­ღაც ვაგ­რძე­ლებ­დით მუ­შა­ო­ბას. დი­რექ­ტო­რად მე­რაბ თა­ვა­ძე ავირ­ჩი­ეთ, რო­მელ­მაც ბევ­რი საქ­მე გა­ა­კე­თა. მას­თან ერ­თად მაია არე­ში­ძე მუ­შა­ობ­და... მაგ­რამ არის ერთი ასე­თი კაცი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ნამ მე ამირ­ჩევ­დნენ, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლი და მა­ტყუ­ა­რა აღ­მოჩ­ნდა და გა­და­ირ­ჩი­ეს, რის გა­მოც და­ი­ბოღ­მა. შემ­დეგ მე, მე­რა­ბი და მაია ამოგ­ვი­ჩე­მა. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხმა გა­ავ­რცე­ლა, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჭა­მე­ნო... არა­და, ვინ არის სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში, ვინ იც­ნობს მას, რო­გორც რე­ჟი­სორ­სა და კი­ნო­მოღ­ვა­წეს, რა გა­უ­კე­თე­ბია?!.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ექიმი, რომლის დასმულმა დიაგნოზმა საზოგადოება გააოცა

გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

"აი, თურმე რა მეთოდები ჰქონია ჩვენს დემოკრატ ხელისუფლებას ამდენი წლის განმავლობაში ხალხის "დასამუშავებლად". სადამდე წასულა მათი სისასტიკე. ბედნიერებაა, რომ ახლანდელ ხელისუფლებაში ასეთი სასტიკი ადამიანები არ არიან. კოალიციიდან თითქმის ყველას ვიცნობ. ზოგი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პარლამენტშიც იყო, მაგრამ მათი უწესობა რომ დაინახეს, გაემიჯნენ... ახლა რაც შეეხება იმას, რას ველოდი ხელისუფლებაში ამათი მოსვლის შემდეგ. მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ ერთ წელიწადში ივანიშვილი კი არა, მამაზეციერი ვერ აგვაყვავებს და არც უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი და ლითონის საბადოები..." - ამბობს რეჟისორი გიორგი შენგელაია ჩვენთან საუბარში.

- შსს-მ ფარული ჩანაწერები სა­ზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს აჩვენა, რა დროს­აც რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დატოვა...

- დიახ, კვესიტაძემ და პაიჭაძემ, რომელთაც ჩვენ ვუხდით ხელფასებს. ბოდიში მკითხველთან, მაგრამ მათ იმდენი აქვთ "ნაჭამი", ამ ბანდიტებს, წლების განმავლობაში ისე თავგამოდებით იცავდნენ, რომ იქ დარჩენა უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომაც ატეხეს განგაში. სწორად უთხრა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც, მათგან განსხვავებით, განათლებული ბიჭია. მუდმივად იბრძოდა ქუჩაში. არაერთხელ დააკავეს, სცემეს. ის სხვანაირი ოჯახის შვილია, ამერიკაში მუშაობდა, იქაური მოქალაქეობა აქვს მიღებული... უნდა ვაღიარო, რადიკალი და კონსერვატორი ადამიანი ვარ და ძალაუფლება რომ მქონოდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, "ნაციონალებს" კოაბიტაციას კი არა, დიქტატურას გამოვუცხადებდი. იმ ტელევიზიებში, "რუსთავი 2-ში", "იმედსა" და პირველ არხზე და იქაც, ბოლოს რომ გაიხსნეს თავიანთვის რაღაც ტელევიზიები, ყველა ჟურნალისტს დავხსნიდი, რათა სხვებს შემდგომში ჭკუა ესწავლათ. სულ არ მაინტერესებს, დასავლეთი რას იფიქრებს ამაზე. მორალის მათგან აღება ჯერ ჩვენთვის ნაადრევია, მათ ორი-სამი საუკუნით ჩამოვრჩებით. საქართველოში ფეოდალიზმიდან პირდაპირ კომუნიზმზე გადავედით, ისე, რომ კაპიტალიზმი არ გაგვივლია. ამიტომ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ადრეა. რამდენიმე წლის წინ დავაარსე "ვაზის პარტია" და მაშინ ვამბობდი, ყველა ქვეყანამ, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თავად რუსეთმაც, დემოკრატიისკენ გასავლელი გზა ერთად უნდა გავიაროთ, შემდეგ კი, ევროპას ერთად უნდა შევუერთდეთ-მეთქი. ასეც არის. აფხაზებსა და ოსებს სეპარატისტებს რომ ვეძახით, თავის დროზე ქართველი რუსისთვისაც სეპარატისტი იყო.

- ბევრი ხელოვანი დღეს პოლიტიკას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე თეატრს...

- დიახ, ასე მოხდა. "ოცნებას" პოპულარული და ცნობილი სახეები სჭირდებოდა. შემდეგი არჩევნების დროს ზაზასნაირ ხალხს აღარ დაუძახებენ, რადგან ისინი თავად წავლენ. ამასწინათ დავით უსუფაშვილმაც უთხრა ბიძინას, იურისტებიც მჭირდებაო. მართლა კარგი იქნება, თუ თანდათან ყველა თავის საქმეს დაუბრუნდება. მათი ნიჭი იმ საქმეში უნდა დაიხარჯოს, რაშიც ღმერთმა მისცა... არც სიმღერა მესმის დღეს ნორმალური და არც ფილმებს იღებენ ისეთს, ნახვა რომ ღირდეს. გაუთავებლად ყიყინებენ ინგლისურად ტელევიზიით და მერე ფეხი ფეხზე გადადებული ლაპარაკობენ, იცით, ამდენი წელია მუსიკაში "ვმოღვაწეობო" ... სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩვენს თაობასთან ერთად დიდი ქართული კულტურაც მიდის.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ, ეს არის კინოსტუდია. შევარდნაძის მმართველობის დროს ქონების ერთი მესამედი თანამშრომლებს ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი - მთავრობას. მას შემდეგ, რაც "ნაციონალები" ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ მიერ შექმნილი დაწესებულება ამ ვირიშვილებმა წაგვართვეს და ერთი-ორი შენობის გარდა ყველა გაყიდეს... იმ დარჩენილ შენობებში როგორღაც ვაგრძელებდით მუშაობას. დირექტორად მერაბ თავაძე ავირჩიეთ, რომელმაც ბევრი საქმე გააკეთა. მასთან ერთად მაია არეშიძე მუშაობდა... მაგრამ არის ერთი ასეთი კაცი, სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც სანამ მე ამირჩევდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, არაფრის გამკეთებელი და მატყუარა აღმოჩნდა და გადაირჩიეს, რის გამოც დაიბოღმა. შემდეგ მე, მერაბი და მაია ამოგვიჩემა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხმა გაავრცელა, ისინი ერთმანეთს ჭამენო... არადა, ვინ არის სოსო ჯაჭვლიანი, რა დამსახურებისთვის მუშაობდა კინოსტუდიაში, ვინ იცნობს მას, როგორც რეჟისორსა და კინომოღვაწეს, რა გაუკეთებია?!.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია