Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ კითხ­უ­ლობ­და წიგ­ნებს უკუღ­მა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი
რა­ტომ კითხ­უ­ლობ­და წიგ­ნებს უკუღ­მა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ჟურ­ნა­ლისტ ალე­­კო ელი­საშ­ვილს გა­და­ცე­მის დაწყ­ე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ძა­ლი­ან ჩქა­რობ­და, მა­ინც მო­ას­წრო და გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო მის­თვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე დი­დი ინ­ტე­რე­სი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით კითხ­უ­ლობს.

- "ა­და­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხელ­ში კარ­გი წიგ­ნი უჭი­რავს, მარ­ტო არა­სო­დეს იქ­ნე­ბა", - ამ­ბობ­და კარ­ლო გოლ­დო­ნი. ეთან­ხმე­ბით ამ სიტყ­ვებს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ვე­თან­ხმე­ბი. ამას­თა­ნა­ვე ვფიქ­რობ, რომ მკითხ­ვე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნთან ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა­ა. შე­იძ­ლე­ბა ერთ ადა­მი­ანს არ მოს­წონ­დეს ავ­ტო­რი, რო­მელ­ზეც სხვე­ბი გიჟ­დე­ბი­ან. მე ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ყვე­ლას მი­მართ და ამას არც ვმა­ლავ.

- ერ­თი სიტყ­ვით, თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რომ გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ?

- რო­გორ არ და­ო­ბენ? - გე­მოვ­ნე­ბა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რს და­ო­ბენ, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეც.

- კარ­გი, მა­შინ თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ვინ არის თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მი­სი "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბო­ჰე­მა", რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კი­თხე და რო­მელ­მაც და­უ­ვიწყ­ა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე. სამ­წუ­ხა­რო იცით, რა არის? - გრი­შაშ­ვი­ლი იმ ეპო­ქა­ში არ უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ეცხ­ოვ­რა და ყო­ველ­გვა­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გე­ნი­ა­ლურ რა­ღა­ცებს და­წერ­და თბი­ლის­ზე. იმ დრო­ში კი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­ე­წე­რა ის, რა­საც არ ფიქ­რობ­და, რაც მი­სი ბუ­ნე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო იყო. ჩე­მი აზ­რით, ეს არის მი­სი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ლექ­სი აქვს ასე­თი - "ბე­რი­ას მო­ე­და­ნი", სა­დაც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით წერს თბი­ლის­ზე. ალ­ბათ იცით, რომ ად­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს ბე­რი­ას მო­ე­და­ნი ერ­ქვა, მხო­ლოდ 1950-ი­ან წლებ­ში და­ერ­ქვა ლე­ნი­ნის სა­ხე­ლი. იმ­დრო­ინ­დელ პო­ე­ტებ­სა და მწერ­ლებს იმის წე­რა უწევ­დათ, რა­საც ის წყო­ბა ავა­ლებ­და და გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ არც გრი­შაშ­ვი­ლი იყო, ამი­ტომ, ტკი­ვილს, რო­მელ­საც ის გა­ნიც­დი­და, ზოგ­ჯერ შე­ფა­რუ­ლი, ალე­გო­რი­უ­ლი ფორ­მი­თაც გა­მო­ხა­ტავ­და, თუმ­ცა ლექ­სში, "გა­მო­თხო­ვე­ბა ძველ თბი­ლის­თან", გრი­შაშ­ვი­ლი და­უ­ფა­რა­ვად გად­მოგ­ვცემს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მი­მართ.

- ესე იგი, გრი­შაშ­ვი­ლი თქვე­ნი რჩე­უ­ლი პო­ე­ტი­ა. კი­დევ ვის გა­მო­არ­ჩევ­დით რჩე­ულ­თა შო­რის?

- უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბით, უფ­რო მე­ტიც, დი­დი ნე­ტა­რე­ბით ვკითხ­უ­ლობ აკა მორ­ჩი­ლა­ძის ქმნი­ლე­ბებს. ძა­ლი­ან მომ­წონს ორ­ჰან ფა­მუ­ქი. სწო­რედ ახ­ლა ვკითხ­უ­ლობ მის ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც "სტამ­ბო­ლი - მო­გო­ნე­ბე­ბი და ქა­ლა­ქი" ჰქვი­ა. აქ­ვე უნ­და გა­მო­გიტყ­დეთ, რომ ორ­ჰან ფა­მუ­ქი, ცო­ტა არ იყოს, უხ­ვსი­ტყ­ვა­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს. აი, ჩვენს გრი­შაშ­ვილს კი, ერ­თი სიტყ­ვაც არა აქვს ზედ­მე­ტი არ­სად. ძა­ლი­ან მომ­წონს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის "ჩა­ძი­რუ­ლი ქა­ლა­ქის ღა­მე".

- თქვე­ნი ბავ­შვო­ბის გა­ტა­ცე­ბებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, რას კითხ­უ­ლობ­დით, რა უფ­რო მოგ­წონ­დათ?

- მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი - მე­სა­მე თუ მე­ოთხე კლას­ში, რო­ცა წა­ვი­კი­თხე "ბი­ჭე­ბი პა­ლის ქუ­ჩი­დან". უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის უნ­გრეთ­ში ვი­თარ­დე­ბო­და. დღემ­დე ვე­ძებ ამ წიგნს და ვერ­სად გა­და­ვაწყ­დი. მახ­სოვს, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ მა­ინ რი­დის "უ­თა­ვო მხე­და­რი", მაგ­რამ მე რომ წა­ვი­კითხ­ე, სა­შინ­ლად არ მო­მე­წო­ნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სე­ი­ტონ ტომ­პსო­ნის მოთხ­რო­ბე­ბი. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, რომ ჭკუა მე­კე­ტე­ბო­და. ეს იყო ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი წიგ­ნი. ასე­ვე სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და ჟი­ულ ვერ­ნის "80 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი წყალ­ქვეშ" და "სა­ი­დუმ­ლო კუნ­ძუ­ლი". ამ თხზუ­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ძა­ლი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ინ­დი­ე­ლე­ბით, მა­თი ცხოვ­რე­ბით, მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბის ლა­მის ყვე­ლა შტრი­ხი და დე­ტა­ლი ვი­ცო­დი. მახ­სოვს, ბი­ძა­ჩემ­თან სამ­ტრე­დი­ა­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, გა­მუდ­მე­ბით ვკითხ­უ­ლობ­დი ამ ნა­წარ­მო­ე­ბებს, მე­რე კი ჩემ­ხე­ლა ბი­ჭებს ავი­ყო­ლი­ებ­დი და ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ყვე­ლა­ნი ინ­დი­ე­ლე­ბი ვხდე­ბო­დით. მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დი ზაფ­ხუ­ლი­სათ­ვის, რად­გან ზაფ­ხულს სამ­ტრე­დი­ა­ში ვა­ტა­რებ­დი, სა­დაც დი­დი მინ­დვრე­ბი იყო და ჩემს ფან­ტა­ზი­ას ფრთე­ბი ეს­ხმე­ბო­და, უფ­რო მე­ტი გა­სა­ქა­ნი ჰქონ­და.

- ერ­თი სიტყ­ვით, მდი­და­რი წარ­მო­სახ­ვა გქო­ნი­ათ. რა­ი­მე უც­ნა­უ­რო­ბაც ხომ არ გჭირ­დათ წიგ­ნის კითხ­ვის დროს?

- შე­მეძ­ლო ერ­თი წიგ­ნი ათას­ჯერ წა­მე­კითხ­ა, თუ მომ­წონ­და, მი­სი კითხ­ვაც არა­სო­დეს მბეზ­რდე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, არც კი მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ წა­ვი­კი­თხე "ბი­ჭე­ბი პა­ლის ქუ­ჩი­დან", მაგ­რამ მი­სი ავ­ტო­რი არ მახ­სოვს - გა­ნა ეს უც­ნა­უ­რო­ბა არ არის? ერ­თხანს კი­დევ ერ­თი რამ და­მე­მარ­თა: წიგ­ნებს უკუღ­მა ვკითხ­უ­ლობ­დი, ბო­ლო გვერ­დე­ბი­დან ვიწყ­ებ­დი კითხ­ვას და პირ­ველ გვერ­დამ­დე მივ­დი­ო­დი. მე­რე გა­ვი­გე, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი სა­ხე­ლი ჰქვი­ა. მე­რე და მე­რე კი­დევ ერ­თი უც­ნა­უ­რო­ბა და­მე­მარ­თა, რაც დღე­საც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს: მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს, უფ­რო დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკითხ­უ­ლობ დო­კუ­მენ­ტურ პრო­ზას, მე­მუ­ა­რებ­ს, ის­ტო­რი­ულ და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ვარ, თუ სად­მე კარ­გი მე­მუ­ა­რე­ბი ან დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა ჩა­მი­ვარ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვკითხ­უ­ლობ. და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წე­ლი­ა, რაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ვი­ცი, რომ ეს ცუ­დი­ა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ვერ ვე­რე­ვი.

- და ბო­ლოს, დღეს ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბა და წიგ­ნი­ე­რე­ბა აკ­ლი­ათ. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, წიგ­ნთან სი­ახ­ლო­ვე?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ჩე­მი მო­საზ­რე­ბა მაქვს: ჟურ­ნა­ლის­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ყვე­ლა - ნე­ბის­მი­ერი ასა­კი­სა და პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი, ამი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო და ამის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გვაქვს. იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­დეს, ორ პი­რო­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს: პირ­ვე­ლი - აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე - სუფ­თა სინ­დი­სი უნ­და ჰქონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ ტექ­ნი­კას, მი­სი სწავ­ლა ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვ+ის არც ისე რთუ­ლი­ა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ არ­სე­ბო­ბენ პრე­სის, რა­დი­ოს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი­ა, თუ ორი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა გაქვს - გა­ნათ­ლე­ბა და ნა­მუ­სი.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა­ტომ კითხ­უ­ლობ­და წიგ­ნებს უკუღ­მა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი

რა­ტომ კითხ­უ­ლობ­და წიგ­ნებს უკუღ­მა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ჟურ­ნა­ლისტ ალე­­კო ელი­საშ­ვილს გა­და­ცე­მის დაწყ­ე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ძა­ლი­ან ჩქა­რობ­და, მა­ინც მო­ას­წრო და გუ­ლახ­დი­ლად გვი­ამ­ბო მის­თვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე დი­დი ინ­ტე­რე­სი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით კითხ­უ­ლობს.

- "ა­და­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხელ­ში კარ­გი წიგ­ნი უჭი­რავს, მარ­ტო არა­სო­დეს იქ­ნე­ბა", - ამ­ბობ­და კარ­ლო გოლ­დო­ნი. ეთან­ხმე­ბით ამ სიტყ­ვებს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ვე­თან­ხმე­ბი. ამას­თა­ნა­ვე ვფიქ­რობ, რომ მკითხ­ვე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნთან ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა­ა. შე­იძ­ლე­ბა ერთ ადა­მი­ანს არ მოს­წონ­დეს ავ­ტო­რი, რო­მელ­ზეც სხვე­ბი გიჟ­დე­ბი­ან. მე ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ყვე­ლას მი­მართ და ამას არც ვმა­ლავ.

- ერ­თი სიტყ­ვით, თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის, რომ გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ?

- რო­გორ არ და­ო­ბენ? - გე­მოვ­ნე­ბა­ზეც ძა­ლი­ან ბევრს და­ო­ბენ, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზეც.

- კარ­გი, მა­შინ თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ვინ არის თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მი­სი "ძვე­ლი თბი­ლი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბო­ჰე­მა", რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კითხე და რო­მელ­მაც და­უ­ვიწყ­ა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე. სამ­წუ­ხა­რო იცით, რა არის? - გრი­შაშ­ვი­ლი იმ ეპო­ქა­ში არ უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ეცხ­ოვ­რა და ყო­ველ­გვა­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გე­ნი­ა­ლურ რა­ღა­ცებს და­წერ­და თბი­ლის­ზე. იმ დრო­ში კი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­ე­წე­რა ის, რა­საც არ ფიქ­რობ­და, რაც მი­სი ბუ­ნე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის სა­პირის­პი­რო იყო. ჩე­მი აზ­რით, ეს არის მი­სი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ლექ­სი აქვს ასე­თი - "ბე­რი­ას მო­ე­და­ნი", სა­დაც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით წერს თბი­ლის­ზე. ალ­ბათ იცით, რომ ად­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს ბე­რი­ას მო­ე­და­ნი ერ­ქვა, მხო­ლოდ 1950-ი­ან წლებ­ში და­ერ­ქვა ლე­ნი­ნის სა­ხე­ლი. იმ­დრო­ინ­დელ პო­ე­ტებ­სა და მწერ­ლებს იმის წე­რა უწევ­დათ, რა­საც ის წყო­ბა ავა­ლებ­და და გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ არც გრი­შაშ­ვი­ლი იყო, ამი­ტომ, ტკი­ვილს, რო­მელ­საც ის გა­ნიც­დი­და, ზოგ­ჯერ შე­ფა­რუ­ლი, ალე­გო­რი­უ­ლი ფორ­მი­თაც გა­მო­ხა­ტავ­და, თუმ­ცა ლექ­სში, "გამოთხოვება ძველ თბი­ლის­თან", გრი­შაშ­ვი­ლი და­უ­ფა­რა­ვად გად­მოგ­ვცემს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მი­მართ.

- ესე იგი, გრი­შაშ­ვი­ლი თქვე­ნი რჩე­უ­ლი პო­ე­ტი­ა. კი­დევ ვის გა­მო­არ­ჩევ­დით რჩე­ულ­თა შო­რის?

- უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბით, უფ­რო მე­ტიც, დი­დი ნე­ტა­რე­ბით ვკითხ­უ­ლობ აკა მორ­ჩი­ლა­ძის ქმნი­ლე­ბებს. ძა­ლი­ან მომ­წონს ორ­ჰან ფა­მუ­ქი. სწო­რედ ახ­ლა ვკითხ­უ­ლობ მის ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც "სტამ­ბო­ლი - მო­გო­ნე­ბე­ბი და ქა­ლა­ქი" ჰქვი­ა. აქ­ვე უნ­და გა­მო­გიტყ­დეთ, რომ ორ­ჰან ფა­მუ­ქი, ცო­ტა არ იყოს, უხ­ვსიტყ­ვა­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს. აი, ჩვენს გრი­შაშ­ვილს კი, ერ­თი სიტყ­ვაც არა აქვს ზედ­მე­ტი არ­სად. ძა­ლი­ან მომ­წონს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლის "ჩა­ძი­რუ­ლი ქა­ლა­ქის ღა­მე".

- თქვე­ნი ბავ­შვო­ბის გა­ტა­ცე­ბებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, რას კითხ­უ­ლობ­დით, რა უფ­რო მოგ­წონ­დათ?

- მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი - მე­სა­მე თუ მე­ოთხე კლას­ში, რო­ცა წა­ვი­კითხე "ბი­ჭე­ბი პა­ლის ქუ­ჩი­დან". უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის უნ­გრეთ­ში ვი­თარ­დე­ბო­და. დღემ­დე ვე­ძებ ამ წიგნს და ვერ­სად გა­და­ვაწყ­დი. მახ­სოვს, ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ მა­ინ რი­დის "უ­თა­ვო მხე­და­რი", მაგ­რამ მე რომ წა­ვი­კითხ­ე, სა­შინ­ლად არ მო­მე­წო­ნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და სე­ი­ტონ ტომ­პსო­ნის მოთხ­რო­ბე­ბი. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, რომ ჭკუა მე­კე­ტე­ბო­და. ეს იყო ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი წიგ­ნი. ასე­ვე სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და ჟი­ულ ვერ­ნის "80 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი წყალ­ქვეშ" და "სა­ი­დუმ­ლო კუნ­ძუ­ლი". ამ თხზუ­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ძა­ლი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ინ­დი­ე­ლე­ბით, მა­თი ცხოვ­რე­ბით, მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბის ლა­მის ყვე­ლა შტრი­ხი და დე­ტა­ლი ვი­ცო­დი. მახ­სოვს, ბი­ძა­ჩემ­თან სამ­ტრე­დი­ა­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, გა­მუდ­მე­ბით ვკითხ­უ­ლობ­დი ამ ნა­წარ­მო­ე­ბებს, მე­რე კი ჩემ­ხე­ლა ბი­ჭებს ავი­ყო­ლი­ებ­დი და ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ყვე­ლა­ნი ინ­დი­ე­ლე­ბი ვხდე­ბო­დით. მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დი ზაფ­ხუ­ლი­სათ­ვის, რად­გან ზაფ­ხულს სამ­ტრე­დი­ა­ში ვა­ტა­რებ­დი, სა­დაც დი­დი მინ­დვრე­ბი იყო და ჩემს ფან­ტა­ზი­ას ფრთე­ბი ეს­ხმე­ბო­და, უფ­რო მე­ტი გა­სა­ქა­ნი ჰქონ­და.

- ერ­თი სიტყ­ვით, მდი­და­რი წარ­მო­სახ­ვა გქო­ნი­ათ. რა­ი­მე უც­ნა­უ­რო­ბაც ხომ არ გჭირ­დათ წიგ­ნის კითხ­ვის დროს?

- შე­მეძ­ლო ერ­თი წიგ­ნი ათას­ჯერ წა­მე­კითხ­ა, თუ მომ­წონ­და, მი­სი კითხ­ვაც არა­სო­დეს მბეზ­რდე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, არც კი მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ წა­ვი­კითხე "ბი­ჭე­ბი პა­ლის ქუ­ჩი­დან", მაგ­რამ მი­სი ავ­ტო­რი არ მახ­სოვს - გა­ნა ეს უც­ნა­უ­რო­ბა არ არის? ერ­თხანს კი­დევ ერ­თი რამ და­მე­მარ­თა: წიგ­ნებს უკუღ­მა ვკითხ­უ­ლობ­დი, ბო­ლო გვერ­დე­ბი­დან ვიწყ­ებ­დი კითხ­ვას და პირ­ველ გვერ­დამ­დე მივ­დი­ო­დი. მე­რე გა­ვი­გე, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი სა­ხე­ლი ჰქვი­ა. მე­რე და მე­რე კი­დევ ერ­თი უც­ნა­უ­რო­ბა და­მე­მარ­თა, რაც დღე­საც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს: მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს, უფ­რო დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკითხ­უ­ლობ დო­კუ­მენ­ტურ პრო­ზას, მე­მუ­ა­რებ­ს, ის­ტო­რი­ულ და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ვარ, თუ სად­მე კარ­გი მე­მუ­ა­რე­ბი ან დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა ჩა­მი­ვარ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვკითხ­უ­ლობ. და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წე­ლი­ა, რაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ვი­ცი, რომ ეს ცუ­დი­ა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ვერ ვე­რე­ვი.

- და ბო­ლოს, დღეს ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბა და წიგ­ნი­ე­რე­ბა აკ­ლი­ათ. თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, წიგ­ნთან სი­ახ­ლო­ვე?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ჩე­მი მო­საზ­რე­ბა მაქვს: ჟურ­ნა­ლის­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ყვე­ლა - ნე­ბის­მი­ერი ასა­კი­სა და პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი, ამი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო და ამის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გვაქვს. იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­დეს, ორ პი­რო­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს: პირ­ვე­ლი - აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე - სუფ­თა სინ­დი­სი უნ­და ჰქონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ ტექ­ნი­კას, მი­სი სწავ­ლა ნი­ჭი­ე­რი, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვ+ის არც ისე რთუ­ლი­ა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ არ­სე­ბო­ბენ პრე­სის, რა­დი­ოს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი­ა, თუ ორი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა გაქვს - გა­ნათ­ლე­ბა და ნა­მუ­სი.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს