საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი
გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში შეხ­ვდე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სებს, თა­მა­დის მოთხ­ოვ­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლებ­ლად ან უბ­რა­ლოდ - გა­მორ­ჩე­უ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბის­თვის დი­დი ზარ­ზე­ი­მით რომ გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ ხოლ­მე სუფ­რას­თან. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი, მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერ­თი მო­ქე­ი­ფის­თვის ხში­რად სუფ­რის და­სას­რუ­ლის მა­უწყ­ე­ბე­ლიც კი გამ­ხდა­რა. სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნა­ხუ­ლი სას­მი­სე­ბი უმე­ტეს­წი­ლად, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას ან ადა­მი­ანს უკავ­შირ­დე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აც აქვს. დღეს რამ­დე­ნი­მე მათ­განს "გა­გაც­ნობთ".

მა­რი­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე: - აზარ­ფე­შა, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 200 წლი­საა და ჩე­მი ბა­ბუ­ის­გან, რა­ფი­ელ დვა­ლის­გან დაგ­ვრჩა, მა­ნამ­დე კი მის ბე­ბი­ას - აღა­ფი გე­ლო­ვანს ეკუთ­ვნო­და. ბე­ბია აღა­ფი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და მომ­ლხე­ნი ქა­ლი ყო­ფი­ლა, რა­საც აზარ­ფე­შას წარ­წე­რაც ადას­ტუ­რებს: "ა­ზარ­ფე­შა ვარ სირ­მი­სა, სას­მე­ლი წით­ლის ღვი­ნი­სა, ჩე­მი პატ­რო­ნი აღა­ფი მოყ­ვა­რუ­ლი არს ლხი­ნი­სა". ფაქ­ტი­ა, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შეკ­ვე­თით და­უმ­ზა­დე­ბი­ათ ეს სას­მი­სი.

- ამ აზარ­ფე­შით ოჯახ­ში რა სადღ­ეგ­რძე­ლოს სვამთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, გა­მორ­ჩე­ულ­სა და გან­სხვა­ვე­ბულს... მა­გა­ლი­თად, ჩე­მი დი­სა და ჩემს ქორ­წი­ლებ­ში ნე­ფე-­დე­დოფ­ლის სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბი ამით შე­ის­ვა. სხვა­თა შო­რის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სას­მი­სი­ა, რად­გან მას­ში ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ღვი­ნო ეტე­ვა.

- ამ უზარ­მა­ზარ ყან­წზე რას იტყ­ვით?

- ეს ყან­წი და­ღეს­ტნუ­რი ხა­რის რქის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ბა­ბუა რა­ფი­ელს, რო­გორც კარგ ცხე­ნო­სანს, დოღ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ნიშ­ნად და­ღეს­ტან­ში აჩუ­ქეს. ამ ყან­წით და­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მას­ში ორ­ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი ღვი­ნო ჩა­დის და რაც მახ­სოვს, არც არა­ვის და­უც­ლი­ა. ერ­თა­დერ­თი, ბა­ბუ­ას დე­და­ჩე­მის ქორ­წილ­ში ერ­თი ჭი­ქა ჩა­უს­ხამს და ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლო ასე შე­უს­ვამს.

შო­რე­ნა იაშ­ვი­ლი: - ეს თი­ხის "ნი­კო­რა" ერთ დროს მაწ­ვნის ქი­ლა ყო­ფი­ლა, ჩე­მი დე­დამ­თი­ლის მა­მის დრო­ინ­დე­ლია - ალ­ბათ, იმ­ხა­ნად ამით ყიდ­დნენ მა­წონს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­მა მე­უღ­ლემ, მი­ში­კო იაშ­ვილ­მა გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სად აქ­ცი­ა, მი­ში­კოს და­ღუპ­ვის შემ­დეგ კი რე­ლიკ­ვი­ად ვი­ნა­ხავთ. მი­ში­კო და მი­სი მე­გობ­რე­ბი კარ­გი მსმე­ლე­ბი იყ­ვნენ და ვე­რა­ფე­რი ათ­რობ­დათ. უკ­ვე სას­მე­ლიც რომ ელე­ო­დათ, ჩე­მი მე­უღ­ლე და­მი­ძა­ხებ­და: შო­რენ, ნი­კო­რა­ო! და სას­წრა­ფოდ ეს ქი­ლა უნ­და გა­მე­ტა­ნა. ამ მო­მენ­ტში მის მე­გო­ბარ "ტუ­ლი­კას" - მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს სა­ხე აე­რე­ო­და ხოლ­მე, - იცო­და, "ნი­კო­რა" ბო­ლოს მო­უ­ღებ­და (ი­ცი­ნის). სულ ნატ­რობ­და, ნე­ტავ, გატყ­დე­სო, მაგ­რამ რომ არ ტყდე­ბო­და? თა­ნაც, რომც გა­ტე­ხი­ლი­ყო, მე­ო­რე ეგ­ზემ­პლა­რიც არ­სე­ბობ­და. "ნი­კო­რა" თით­ქოს მიყ­ვარ­და კი­დეც - სუფ­რის დამ­შლე­ლი იყო. მი­ში­კოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ "ტუ­ლი­კამ" მთხო­ვა და ერ­თი ეგ­ზემ­პლა­რი ვა­ჩუ­ქე, დღეს მი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სას­მი­სია და მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლო­დაც იქ­ცა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში შეხ­ვდე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სებს, თა­მა­დის მოთხ­ოვ­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლებ­ლად ან უბ­რა­ლოდ - გა­მორ­ჩე­უ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბის­თვის დი­დი ზარ­ზე­ი­მით რომ გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ ხოლ­მე სუფ­რას­თან. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი, მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერ­თი მო­ქე­ი­ფის­თვის ხში­რად სუფ­რის და­სას­რუ­ლის მა­უწყ­ე­ბე­ლიც კი გამ­ხდა­რა. სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნა­ხუ­ლი სას­მი­სე­ბი უმე­ტეს­წი­ლად, კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას ან ადა­მი­ანს უკავ­შირ­დე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­აც აქვს. დღეს რამ­დე­ნი­მე მათ­განს "გა­გაც­ნობთ".

მა­რი­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე: - აზარ­ფე­შა, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში ინა­ხე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 200 წლი­საა და ჩე­მი ბა­ბუ­ის­გან, რა­ფი­ელ დვა­ლის­გან დაგ­ვრჩა, მა­ნამ­დე კი მის ბე­ბი­ას - აღა­ფი გე­ლო­ვანს ეკუთ­ვნო­და. ბე­ბია აღა­ფი ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და მომ­ლხე­ნი ქა­ლი ყო­ფი­ლა, რა­საც აზარ­ფე­შას წარ­წე­რაც ადას­ტუ­რებს: "ა­ზარ­ფე­შა ვარ სირ­მი­სა, სას­მე­ლი წით­ლის ღვი­ნი­სა, ჩე­მი პატ­რო­ნი აღა­ფი მოყ­ვა­რუ­ლი არს ლხი­ნი­სა". ფაქ­ტი­ა, სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შეკ­ვე­თით და­უმ­ზა­დე­ბი­ათ ეს სას­მი­სი.

- ამ აზარ­ფე­შით ოჯახ­ში რა სადღ­ეგ­რძე­ლოს სვამთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, გა­მორ­ჩე­ულ­სა და გან­სხვა­ვე­ბულს... მა­გა­ლი­თად, ჩე­მი დი­სა და ჩემს ქორ­წი­ლებ­ში ნე­ფე-­დე­დოფ­ლის სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბი ამით შე­ის­ვა. სხვა­თა შო­რის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სას­მი­სი­ა, რად­გან მას­ში ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ღვი­ნო ეტე­ვა.

- ამ უზარ­მა­ზარ ყან­წზე რას იტყ­ვით?

- ეს ყან­წი და­ღეს­ტნუ­რი ხა­რის რქის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ბა­ბუა რა­ფი­ელს, რო­გორც კარგ ცხე­ნო­სანს, დოღ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ნიშ­ნად და­ღეს­ტან­ში აჩუ­ქეს. ამ ყან­წით და­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მას­ში ორ­ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი ღვი­ნო ჩა­დის და რაც მახ­სოვს, არც არა­ვის და­უც­ლი­ა. ერ­თა­დერ­თი, ბა­ბუ­ას დე­და­ჩე­მის ქორ­წილ­ში ერ­თი ჭი­ქა ჩა­უს­ხამს და ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის სადღ­ეგ­რძე­ლო ასე შე­უს­ვამს.

შო­რე­ნა იაშ­ვი­ლი: - ეს თი­ხის "ნი­კო­რა" ერთ დროს მაწ­ვნის ქი­ლა ყო­ფი­ლა, ჩე­მი დე­დამ­თი­ლის მა­მის დრო­ინ­დე­ლია - ალ­ბათ, იმ­ხა­ნად ამით ყიდ­დნენ მა­წონს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­მა მე­უღ­ლემ, მი­ში­კო იაშ­ვილ­მა გან­სხვა­ვე­ბულ სას­მი­სად აქ­ცი­ა, მი­ში­კოს და­ღუპ­ვის შემ­დეგ კი რე­ლიკ­ვი­ად ვი­ნა­ხავთ. მი­ში­კო და მი­სი მე­გობ­რე­ბი კარ­გი მსმე­ლე­ბი იყ­ვნენ და ვე­რა­ფე­რი ათ­რობ­დათ. უკ­ვე სას­მე­ლიც რომ ელე­ო­დათ, ჩე­მი მე­უღ­ლე და­მი­ძა­ხებ­და: შო­რენ, ნი­კო­რა­ო! და სას­წრა­ფოდ ეს ქი­ლა უნ­და გა­მე­ტა­ნა. ამ მო­მენ­ტში მის მე­გო­ბარ "ტუ­ლი­კას" - მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს სა­ხე აე­რე­ო­და ხოლ­მე, - იცო­და, "ნი­კო­რა" ბო­ლოს მო­უ­ღებ­და (ი­ცი­ნის). სულ ნატ­რობ­და, ნე­ტავ, გატყ­დე­სო, მაგ­რამ რომ არ ტყდე­ბო­და? თა­ნაც, რომც გა­ტე­ხი­ლი­ყო, მე­ო­რე ეგზემ­პლა­რიც არ­სე­ბობ­და. "ნი­კო­რა" თით­ქოს მიყ­ვარ­და კი­დეც - სუფ­რის დამ­შლე­ლი იყო. მი­ში­კოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ "ტუ­ლი­კამ" მთხო­ვა და ერ­თი ეგ­ზემ­პლა­რი ვა­ჩუ­ქე, დღეს მი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სას­მი­სია და მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლო­დაც იქ­ცა.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს