მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა ჯაფარიძე - "სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები"
გვანცა ჯაფარიძე - "სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები"

პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ყო­ფილ­მა მო­ნა­წი­ლე გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძემ, მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და, გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბი­თაც და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიმ­პა­თია. მომ­ღე­რა­ლი არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ მო­დე­ლი გახ­ლდათ, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს.

- ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. დავ­დი­ო­დი ცეკ­ვა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, ხატ­ვა­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს ინ­სტრუ­მენ­ტი შე­მა­ძუ­ლა - რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მცემ­და, ხე­ლებ­ში მირ­ტყამ­და ხოლ­მე.

- სიმ­ღე­რის ნიჭი ვის­გან გა­მოგ­ყვა?

- სვა­ნი ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბი მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი­დან არი­ან. ბე­ბია და დედა მღე­როდ­ნენ, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს. რთუ­ლია სვა­ნეთ­ში სა­სიმ­ღე­რო კა­რი­ე­რა "გა­ი­კე­თო". რო­გორც ჩანს, სიმ­ღე­რის ნიჭი მათ­გან გა­მომ­ყვა. სხვა­თა შო­რის, ჩემს და­საც კარ­გი სმე­ნა აქვს.

- რო­გორც ვიცი, ერთ დროს მო­დე­ლი იყა­ვი...

- დიახ, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამ­სას" მო­დე­ლი გახ­ლდით. ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ კლუბ­ში ყოფ­ნი­სას ჯიჯი რე­ჯი­ნის ასის­ტენ­ტმა შე­მამ­ჩნია და ჩემი დის მე­გო­ბარს უთხრა: ჯი­ჯის­თან მო­იყ­ვა­ნეო. ინ­ტე­რე­სის გამო მი­ვე­დი და სა­ა­გენ­ტო­შიც მოვ­ხვდი. მო­დე­ლო­ბით 4 წელი ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს კას­ტინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მო­დე­ლო­ბის დროს კი ამის გა­კე­თე­ბა ხში­რად მი­წევ­და. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ასეთ დროს მხო­ლოდ ჩემს გა­რეგ­ნო­ბას აფა­სებ­დნენ, ეს არ მომ­წონ­და; ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ­დი, - ადა­მი­ა­ნად არ მი­მიჩ­ნე­ვენ-მეთ­ქი, ამი­ტომ ამ საქ­მე­ზე გული ამიც­რუვ­და.

- რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წყა­ლო­ბით გახ­დი. შენი აზ­რით, ასე რა­ტომ მოხ­და?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტებ­ში - "ჯე­ოს­ტა­რი" და "ახა­ლი ხმა" არ გა­მი­მარ­თლა, მა­ინც არ გავ­ჩერ­დი. ჩემი აზ­რით, რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან გინ­და, არ უნდა და­ნებ­დე, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლო. "ჯე­ოს­ტარ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ მი­ვი­ღე, 16 წლის ვი­ყა­ვი და მას მერე სა­კუ­თარ თავ­ზე მარ­თლა ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა "ახალ ხმას" - ჩემ­თვის იმ­დე­ნად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სიმ­ღე­რა შე­მირ­ჩი­ეს, რომ თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, სა­კუ­თარ მო­ნა­ცე­მებს ვე­რა­ნა­ი­რად გა­მო­ვავ­ლენ­დი. მარ­თა­ლიც აღ­მოვ­ჩნდი - "ბრმა" კას­ტინ­გის დროს ჟი­უ­რი ჩემ­კენ არ შე­მოტ­რი­ალ­და... სა­მა­გი­ე­როდ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" შევ­ძე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ის, რისი კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია. ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით ვის­წავ­ლე სცე­ნა­ზე დგო­მა, ბენდთან მუ­შა­ო­ბა, კა­მე­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რაც მთა­ვა­რია, შე­ვი­ძი­ნე კარ­გი მე­გობ­რე­ბი: პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, "რუს­თა­ვი 2"-ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. და­ვუ­მე­გობ­რდი სოფო ტო­რო­შე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაც გახ­ლავთ, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე კარ­გად რომ მღე­რი­ან.

- შენ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რო­მე­ლი ტური იყო?

- სტივ უან­დე­რი­სა და ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ტური ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ემო­ცი­უ­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­ლდათ. სა­მა­გი­ე­როდ, არ მინ­დო­და ადე­ლის სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა...

- ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი?

- მა­რი­კო ლეჟა­ვას. ყვე­ლა­ზე მე­ტად მას და­ვუ­ახ­ლოვ­დი. ის ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ყვე­ლა­ზე კარ­გი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. გა­მარ­ჯვე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და!.. ამ პრო­ექტს გა­მო­ვე­თი­შე თუ არა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ზა­ფხულს რე­პე­ტი­ცი­ებს და­ვუთ­მობ და სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მა­გა­რი შო­უ­თი და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

- მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ. რა გე­ვა­ლე­ბა?

- მძლე­ოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ მე­გო­ბარ­მა მი­მიყ­ვა­ნა. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა მა­რა­თო­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა გახ­ლავთ. გა­მი­მარ­თლა, აქ რომ მოვ­ხვდი. კარ­გი კო­ლექ­ტი­ვია და თა­ნაც - ყვე­ლა ახალ­გაზ­რდაა. ძა­ლი­ან მა­გა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი გვყავს - ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნი... მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ვსწავ­ლობ და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან, პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის ერ­თგვა­რი პრაქ­ტი­კაა. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და პრო­ფე­სი­ით, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვი­მუ­შაო.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- გვერ­დით მყავ­და ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. მას ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა მოს­წონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: შენი მშურს, მინ­და, მეც ასე­თი ვი­ყოო... ახლა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა­ში ვარ, კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად ბევ­რი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გვანცა ჯაფარიძე - "სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები"

გვანცა ჯაფარიძე - "სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები"

პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავი" ყოფილმა მონაწილე გვანცა ჯაფარიძემ, მუსიკალური მონაცემების გარდა, გარეგნობის წყალობითაც დაიმსახურა საზოგადოების სიმპათია. მომღერალი არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოდელი გახლდათ, ახლა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და მძლეოსნობის ფედერაციაში მუშაობს.

- ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. დავდიოდი ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვასა და ფორტეპიანოზე. სამწუხაროდ, ფორტეპიანოს მასწავლებელმა ეს ინსტრუმენტი შემაძულა - როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მცემდა, ხელებში მირტყამდა ხოლმე.

- სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა?

- სვანი ვარ. ჩემი მშობლები მესტიის რაიონიდან არიან. ბებია და დედა მღეროდნენ, მაგრამ ამ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწიეს. რთულია სვანეთში სასიმღერო კარიერა "გაიკეთო". როგორც ჩანს, სიმღერის ნიჭი მათგან გამომყვა. სხვათა შორის, ჩემს დასაც კარგი სმენა აქვს.

- როგორც ვიცი, ერთ დროს მოდელი იყავი...

- დიახ, სამოდელო სააგენტო "ამსას" მოდელი გახლდით. ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ყოფნისას ჯიჯი რეჯინის ასისტენტმა შემამჩნია და ჩემი დის მეგობარს უთხრა: ჯიჯისთან მოიყვანეო. ინტერესის გამო მივედი და სააგენტოშიც მოვხვდი. მოდელობით 4 წელი ვიყავი დაკავებული. ზოგადად, არ მიყვარს კასტინგებში მონაწილეობა, მოდელობის დროს კი ამის გაკეთება ხშირად მიწევდა. ჰოდა, ვინაიდან ასეთ დროს მხოლოდ ჩემს გარეგნობას აფასებდნენ, ეს არ მომწონდა; ზოგჯერ ვფიქრობდი, - ადამიანად არ მიმიჩნევენ-მეთქი, ამიტომ ამ საქმეზე გული ამიცრუვდა.

- რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღე მონაწილეობა, მაგრამ პოპულარული "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გახდი. შენი აზრით, ასე რატომ მოხდა?

- მიუხედავად იმისა, რომ პროექტებში - "ჯეოსტარი" და "ახალი ხმა" არ გამიმართლა, მაინც არ გავჩერდი. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, არ უნდა დანებდე, მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. "ჯეოსტარში" მონაწილეობა რომ მივიღე, 16 წლის ვიყავი და მას მერე საკუთარ თავზე მართლა ვმუშაობ. რაც შეეხება "ახალ ხმას" - ჩემთვის იმდენად შეუფერებელი სიმღერა შემირჩიეს, რომ თავიდანვე ვიცოდი, საკუთარ მონაცემებს ვერანაირად გამოვავლენდი. მართალიც აღმოვჩნდი - "ბრმა" კასტინგის დროს ჟიური ჩემკენ არ შემოტრიალდა... სამაგიეროდ, "საქართველოს ვარსკვლავში" შევძელი საზოგადოებისთვის მეჩვენებინა ის, რისი კეთებაც შემიძლია. ამ პროექტის წყალობით ვისწავლე სცენაზე დგომა, ბენდთან მუშაობა, კამერასთან ურთიერთობა და რაც მთავარია, შევიძინე კარგი მეგობრები: პროექტის მონაწილეებიდან დაწყებული, "რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული. დავუმეგობრდი სოფო ტოროშელიძეს, რომელიც ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი დამსახურებაც გახლავთ, პროექტის მონაწილეები ასე კარგად რომ მღერიან.

- შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ტური იყო?

- სტივ უანდერისა და ირაკლი ჩარკვიანის ტური ჩემთვის ყველაზე მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახლდათ. სამაგიეროდ, არ მინდოდა ადელის სიმღერის შესრულება...

- ვის გულშემატკივრობდი?

- მარიკო ლეჟავას. ყველაზე მეტად მას დავუახლოვდი. ის ძალიან მიზანდასახული ადამიანია და ყველაზე კარგი ვოკალური მონაცემები აქვს. გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა!.. ამ პროექტს გამოვეთიშე თუ არა, ძალიან სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, რომლის დეტალებზეც ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გეტყვით, რომ ზაფხულს რეპეტიციებს დავუთმობ და სექტემბრიდან ტელემაყურებელს ძალიან მაგარი შოუთი დავუბრუნდები.

- მძლეოსნობის ფედერაციაში მუშაობ. რა გევალება?

- მძლეოსნობის ფედერაციაში სამუშაოდ მეგობარმა მიმიყვანა. ჩემი მოვალეობა მარათონების ორგანიზება გახლავთ. გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. კარგი კოლექტივია და თანაც - ყველა ახალგაზრდაა. ძალიან მაგარი ხელმძღვანელი გვყავს - ალექსი ახვლედიანი... მუშაობის პარალელურად ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ტელევიზიასთან, პრესასთან ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი პრაქტიკაა. სამომავლოდ მინდა პროფესიით, ტელევიზიაში ვიმუშაო.

- შეყვარებული გყავს?

- გვერდით მყავდა ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დავშორდით. მას ჩემში ყველაზე მეტად მიზანდასახულობა მოსწონდა. მეუბნებოდა: შენი მშურს, მინდა, მეც ასეთი ვიყოო... ახლა, საკუთარი თავის ძიებაში ვარ, კარიერის ასაწყობად ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება