დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანი თანამშრომლებთან ერთად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, წინა სასამართლო სხდომაზე, ყოფილმა ბრალდებულებმა გიორგი ბლიაძემ და გიორგი ლომიძემ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურება აღიარეს.
პროკურორ მირიან ჭუმბურიძის განცხადებით, გიორგი ბლიაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში, სასამართლოზე განაცხადა, რომ მამაკაცის გაუპატიურების შემდეგ სამსახური დატოვა და მონასტერში მორჩილად წავიდა. აღსანიშნავია, რომ ბლიაძე სასამართლო პროცესებზე მორჩილის კაბით არ დადიოდა, თუმცა ყოველთვის თან ჰქონდა ლოცვების წიგნი და წვერს ატარებდა. მას "ლოცვანი" სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების დროსაც ხელში ეჭირა და პროცესებზე არ აქტიურობდა.