კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმარქვია პრინცესა კარაბუ
თვითმარქვია პრინცესა კარაბუ

1617 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გლოს­ტერ­შირ­ში გა­მოჩ­ნდა ეგ­ზო­ტი­კუ­რად ჩაც­მუ­ლი, თავ­ზე დოლ­ბანდწაკ­რუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გა­ურ­კვე­ველ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ენის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა ბევრ უცხო­ელს მი­მარ­თეს, სა­ნამ ერ­თმა პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა მე­ზღვა­ურ­მა არ "გა­და­თარ­გმნა" მისი ამ­ბა­ვი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქა­ლიშ­ვი­ლი ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რე­ბი პრინ­ცე­სა კა­რა­ბუ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ავან­ტი­უ­რის­ტი პრინ­ცე­სას გვარ-სა­ხე­ლი მერი ბე­ი­კერ-უილ­კოქ­სი გახ­ლდათ.

პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა

1817 წლის აპ­რილ­ში გლოს­ტერ­ში­რის პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ალ­მონსბე­რი­ში უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წა­ღემ შე­ამ­ჩნია. იმის გამო, რომ არ იცო­და, რა ექნა, ცო­ლის თან­ხლე­ბით უც­ნო­ბი ად­გი­ლობ­რივ ღა­რიბ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ზავ­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რომ­ლე­ბიც იმ დროს თავ­შე­სა­ფარ­ში იყ­ვნენ, უც­ნობ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ თა­ნახ­მა იყო, რა­ღაც დრო­ით იქ ეცხოვ­რა. ქა­ლიშ­ვი­ლი დაღ­ლი­ლი იყო და მოძ­რა­ო­ბა უჭირ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, მისი ლა­პა­რა­კი ვე­რა­ვინ გა­ი­გო. თავ­შე­საფ­რის მზრუნ­ველ­მა მის­ტერ ფილ­მა თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა, დახ­მა­რე­ბის­თვის საგ­რა­ფოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მსა­ჯულ სე­მი­უ­ელ უო­რა­ლის­თვის მი­ე­მარ­თა, რომ­ლის ერთ-ერთი მო­სამ­სა­ხუ­რე ბერ­ძე­ნი იყო და რამ­დე­ნი­მე უცხო ენა იცო­და. უც­ნო­ბი უხა­ლი­სოდ, მაგ­რამ მა­ინც და­თან­ხმდა უო­რა­ლის მა­მულ­ში სტუმ­რო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ბერ­ძენ­მა და ვერც სხვა ვე­რა­ვინ ვერ მო­ა­ხერ­ხა გო­გო­ნას ენის გა­გე­ბა. მე­წა­ღე და მისი ამე­რი­კე­ლი ცოლი ჟეს­ტე­ბის ენით ცდი­ლობ­დნენ გა­მო­ერ­კვი­ათ, ჰქონ­და თუ არა თან უც­ნობს რა­ი­მე დო­კუ­მენ­ტე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, გო­გო­ნა მიხ­ვდა, რა­საც სთხოვ­დნენ, ჯი­ბი­დან გა­ხე­ხი­ლი, სხვა ვერ­სი­ით კი ყალ­ბი ექ­ვსპენ­სი­ა­ნი, ნა­ხე­ვარ­პენ­სი­ა­ნი მო­ნე­ტა და შალ­ში გახ­ვე­უ­ლი სა­პო­ნი ამო­ი­ღო. ამის გარ­და არა­ფე­რი ება­და. ამ ფაქტს შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ე­უ­ა­რე­სე­ბი­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან, იმ­დრო­ინ­დე­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ყალ­ბი ფუ­ლის მქო­ნე პირს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. მაგ­რამ უც­ნო­ბი ვერ ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად მძი­მე იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ ფაქ­ტმაც შე­უ­წყო ხელი და­მა­ტე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ იგი სა­ი­დან­ღაც შო­რი­დან მო­ვი­და.

დო­კუ­მენ­ტებ­ში ზედ­მი­წევ­ნი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ტან­საც­მე­ლი: შავი შა­ლის კაბა და მუს­ლი­ნის ნა­ო­ჭაყ­რი­ლი სა­ყე­ლო­ი­ა­ნი საც­ვლის მა­ი­სუ­რი ეცვა. თავ­ზე დოლ­ბან­დად გა­დაქ­ცე­უ­ლი შავი ტი­ლოს შალი ჰქონ­და წაკ­რუ­ლი, მხრებ­ზე შავ-თეთ­რი შალი ჰქონ­და მოს­ხმუ­ლი, ფეხ­ზე შავი წინ­და და შავი ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლი ეცვა.

ხუთ ფუტ­ზე მა­ღა­ლი იყო, შავგვრე­მა­ნი, შავი თვა­ლე­ბი და წაბ­ლის­ფე­რი თმა ჰქონ­და, ეტყო­ბო­და, სა­ყუ­რეს ატა­რებ­და. მის ნაზ ხე­ლებს თით­ქოს არა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნოს, დახ­ვე­წი­ლი და რბი­ლი მა­ნე­რე­ბი ჰქონ­და.

იმ­დრო­ინ­დე­ლი კა­ნო­ნე­ბით, მა­წან­წა­ლებს ციხე ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სახ­ლი ემუქ­რე­ბო­დათ. სა­ეჭ­ვო უცხო­ე­ლე­ბი იმ დროს, ნა­პო­ლე­ო­ნის ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, პო­ლი­ტი­კურ აგენ­ტე­ბად ან დი­ვერ­სან­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. გო­გო­ნა შრო­მით ბა­ნაკ­ში წას­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

ცოლ­თან მო­თათ­ბი­რე­ბის შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მსა­ჯულ­მა, სა­ნამ ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ძი­ებ­და მის ვი­ნა­ო­ბას, ორი მო­ახ­ლის თან­ხლე­ბით გო­გო­ნა ღა­მის გა­ა­სა­თე­ვად სოფ­ლის სას­ტუმ­რო­ში გაგ­ზავ­ნა.

რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ში მი­სულ­მა გო­გო­ნამ კე­დელ­ზე და­ხა­ტუ­ლი ანა­ნა­სი და­ი­ნა­ხა, აღ­გზნე­ბულ­მა რამ­დენ­ჯერ­მე წა­მო­ი­ძა­ხა "ანა­ნა" - ასე ეწო­დე­ბა ამ ხილს ბერ­ძნუ­ლად და ბევრ სხვა ენა­ზე. ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნა გარ­შე­მო მყო­ფებს, რომ მის­თვის ნაც­ნო­ბი იყო ეს ხილი და თით­ქოს ანა­ნა­სი იმ ად­გი­ლებ­ში ხა­რობ­და, სა­დაც ცხოვ­რობ­და.

პირ­ვე­ლი ღა­მის გა­სა­თე­ვი

მი­სის უო­რა­ლი, რო­მე­ლიც ვე­რაფ­რით ვერ ხვდე­ბო­და, სა­ი­დან იყო მისი სტუ­მა­რი, ფიქ­რობ­და, რომ მის წი­ნა­შე ეს­პა­ნე­ლი ან ბერ­ძე­ნი იდგა, მაგ­რამ ბოლო ვა­რა­უ­დი გა­მო­რი­ცხეს, რად­გან მის­მა ბერ­ძენ­მა მსა­ხურ­მა უცხო­ელს ვე­რა­ფე­რი გა­ა­გე­ბი­ნა. უც­ნო­ბის ჩი­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბაც გა­მო­რი­ცხეს - გო­გო­ნას სა­ხის ნაკ­ვთე­ბი მის ევ­რო­პე­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებ­და. რო­დე­საც ქა­ლიშ­ვილს ჩაი მი­არ­თვეს, სა­ნამ და­ლევ­და, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და გა­უ­გე­ბარ ენა­ზე ლოც­ვა და­ი­წყო. მო­რიგ ფინ­ჯან ჩა­ი­ზე უარი თქვა, ჟეს­ტე­ბით ჭი­ქის გა­რე­ცხვა მო­ი­თხო­ვა, ილო­ცა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ირ­თვა ჩაი. რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი სა­წოლ­ში ჩაწ­ვე­ნაც, ჯერ ია­ტაკ­ზე და­წო­ლა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ სას­ტუმ­როს დი­ა­სახ­ლი­სის მონ­დო­მე­ბით, რო­გორც იქნა, და­ა­ძი­ნეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თვითმარქვია პრინცესა კარაბუ

თვითმარქვია პრინცესა კარაბუ

1617 წელს დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირში გამოჩნდა ეგზოტიკურად ჩაცმული, თავზე დოლბანდწაკრული ახალგაზრდა გოგონა, რომელიც გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობდა. ენის იდენტიფიკაციისთვის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბევრ უცხოელს მიმართეს, სანამ ერთმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა არ "გადათარგმნა" მისი ამბავი. როგორც აღმოჩნდა, ქალიშვილი ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები პრინცესა კარაბუ ყოფილა, თუმცა სინამდვილეში ავანტიურისტი პრინცესას გვარ-სახელი მერი ბეიკერ-უილკოქსი გახლდათ.

პირველი გამოჩენა

1817 წლის აპრილში გლოსტერშირის პატარა დასახლება ალმონსბერიში უცნაურად ჩაცმული ქალიშვილი პირველად ადგილობრივმა მეწაღემ შეამჩნია. იმის გამო, რომ არ იცოდა, რა ექნა, ცოლის თანხლებით უცნობი ადგილობრივ ღარიბთა თავშესაფარში გაგზავნა. თვითმხილველების თქმით, რომლებიც იმ დროს თავშესაფარში იყვნენ, უცნობმა მიანიშნა, რომ თანახმა იყო, რაღაც დროით იქ ეცხოვრა. ქალიშვილი დაღლილი იყო და მოძრაობა უჭირდა.

სამწუხაროდ, მისი ლაპარაკი ვერავინ გაიგო. თავშესაფრის მზრუნველმა მისტერ ფილმა თავი ვალდებულად ჩათვალა, დახმარებისთვის საგრაფოს საერთაშორისო მსაჯულ სემიუელ უორალისთვის მიემართა, რომლის ერთ-ერთი მოსამსახურე ბერძენი იყო და რამდენიმე უცხო ენა იცოდა. უცნობი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა უორალის მამულში სტუმრობას. სამწუხაროდ, ვერც ბერძენმა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მოახერხა გოგონას ენის გაგება. მეწაღე და მისი ამერიკელი ცოლი ჟესტების ენით ცდილობდნენ გამოერკვიათ, ჰქონდა თუ არა თან უცნობს რაიმე დოკუმენტები. ბოლოს და ბოლოს, გოგონა მიხვდა, რასაც სთხოვდნენ, ჯიბიდან გახეხილი, სხვა ვერსიით კი ყალბი ექვსპენსიანი, ნახევარპენსიანი მონეტა და შალში გახვეული საპონი ამოიღო. ამის გარდა არაფერი ებადა. ამ ფაქტს შესაძლოა სერიოზულად გაეუარესებინა მისი მდგომარეობა, რადგან, იმდროინდელი კანონების მიხედვით, ყალბი ფულის მქონე პირს სიკვდილით სჯიდნენ. მაგრამ უცნობი ვერ ხვდებოდა, რამდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა. ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი დამატებით მტკიცებულებას, რომ იგი საიდანღაც შორიდან მოვიდა.

დოკუმენტებში ზედმიწევნითაა გად­მოცემული ქალიშვილის ტანსაცმელი: შავი შალის კაბა და მუსლინის ნაოჭაყრილი საყელოიანი საცვლის მაისური ეცვა. თავზე დოლბანდად გადაქცეული შავი ტილოს შალი ჰქონდა წაკრული, მხრებზე შავ-თეთრი შალი ჰქონდა მოსხმული, ფეხზე შავი წინდა და შავი ტყავის ფეხსაცმელი ეცვა.

ხუთ ფუტზე მაღალი იყო, შავგვრემანი, შავი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა, ეტყობოდა, საყურეს ატარებდა. მის ნაზ ხელებს თითქოს არაფერი გაეკეთებინოს, დახვეწილი და რბილი მანერები ჰქონდა.

იმდროინდელი კანონებით, მაწანწალებს ციხე ან გამოსასწორებელი სახლი ემუქრებოდათ. საეჭვო უცხოელები იმ დროს, ნაპოლეონის ომის დამთავრებისთანავე, პოლიტიკურ აგენტებად ან დივერსანტებად მიიჩნეოდნენ. გოგონა შრომით ბანაკში წასვლის წინააღმდეგი იყო.

ცოლთან მოთათბირების შემდეგ, საერთაშორისო მსაჯულმა, სანამ ბოლომდე გამოიძიებდა მის ვინაობას, ორი მოახლის თანხლებით გოგონა ღამის გაასათევად სოფლის სასტუმროში გაგზავნა.

როდესაც სასტუმროში მისულმა გოგონამ კედელზე დახატული ანანასი დაინახა, აღგზნებულმა რამდენჯერმე წამოიძახა "ანანა" - ასე ეწოდება ამ ხილს ბერძნულად და ბევრ სხვა ენაზე. ასევე მიანიშნა გარშემო მყოფებს, რომ მისთვის ნაცნობი იყო ეს ხილი და თითქოს ანანასი იმ ადგილებში ხარობდა, სადაც ცხოვრობდა.

პირველი ღამის გასათევი

მისის უორალი, რომელიც ვერაფრით ვერ ხვდებოდა, საიდან იყო მისი სტუმარი, ფიქრობდა, რომ მის წინაშე ესპანელი ან ბერძენი იდგა, მაგრამ ბოლო ვარაუდი გამორიცხეს, რადგან მისმა ბერძენმა მსახურმა უცხოელს ვერაფერი გააგებინა. უცნობის ჩინური წარმომავლობაც გამორიცხეს - გოგონას სახის ნაკვთები მის ევროპელობაზე მეტყველებდა. როდესაც ქალიშვილს ჩაი მიართვეს, სანამ დალევდა, თვალები დახუჭა და გაუგებარ ენაზე ლოცვა დაიწყო. მორიგ ფინჯან ჩაიზე უარი თქვა, ჟესტებით ჭიქის გარეცხვა მოითხოვა, ილოცა და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვა ჩაი. რთული აღმოჩნდა მისი საწოლში ჩაწვენაც, ჯერ იატაკზე დაწოლა გადაწყვიტა, მაგრამ სასტუმროს დიასახლისის მონდომებით, როგორც იქნა, დააძინეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს