თვითმხილველთა ინფორმაციით, ბანკის სერვისცენტრში შესვლისას დამყაჩაღებელს ხელში საზამთრო ეჭირა

თვითმხილველთა ინფორმაციით, ბანკის სერვისცენტრში შესვლისას დამყაჩაღებელს ხელში საზამთრო ეჭირა

დიღმის მასივში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის გამოძიებაში კინოლოგიური სამსახური ჩაერთო. ისინი შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებთან ერთად მუშაობენ.

გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცნობილი ხდება თავდასხმის ერთი დეტალი - შეიარაღებულ და ნიღბიან თავდამსხმელს სერვისცნეტრში შესვლისას საზამთრო ეჭირა ხელში. ეს საზამთრო სერვისცენტრში ახლაც ძირს გდია.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ბანკიდან თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი ისევ ეკეთა. იარაღი თვითმხილველებს არ დაუნახავთ, თუმცა ამბობენ, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ დიღმის მასივის მე-4 კვარტლისკენ გაიქცა.

"საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა. ბანკის ინფორმაციით, წაღებულია მინიმალური თანხა.

"თავდასხმა მოხდა დილით. სერვისცენტრს ერთი ადამიანი დაესხა თავს, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული და შეიარაღებული იყო. არავინ დაშავებულა. ზარალი მინიმალურია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ "საქართველოს ბანკში" მიმდინარეობს უსაფრთხოების უახლესი სისტემის დანერგვა, რაც გამოძიებას დაეხმარება დანაშაულის ცხელ კვალზე გასახსნელად", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ.

იხილეთ ვიდეო: "საქართველოს ბანკში" ნიღბიანი თავდამსხმელი საზამთროთი შევიდა

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ