პარტნიორები:

    ქუთაისის მერმა ვიცე-მერები თანამდებობიდან გაათავისუფლა

    ქუთაისის მერმა ვიცე-მერები თანამდებობიდან გაათავისუფლა

    ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვიცე-მერები ამირან ძოწენიძე და კოტე რატიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, ვიცე-მერების გათავისუფლება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ გააპროტესტა.

    მისი თქმით, ქუთაისის მერმა "მორიგი მარგალიტი გამოაცხო" და გაათავისუფლა ვიცე-მერები, რომელთა "დანაშაულიც" მხოლოდ ის არის, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

    გიორგი თევდორაძესთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ უკვე ყოფილი ვიცე-მერებიც. ისინი მერიასთან სამართლებრივი მეთოდებით დავას აპირებენ.

    "ინტერპრესნიუსი"

    იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

    ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

    ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა